Home რუბრიკები საზოგადოება პრობლემებით დახუნძლული ქვეყანა

პრობლემებით დახუნძლული ქვეყანა

607
ომარ მარგველაშვილი

საქართველოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ ლამის ყველა პოლიტიკოსად გვაქცია. პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი რეგულარულად აშუქებს პოლიტიკურ თემებს, თუმცა ტენდენციურად და არაპროფესიონალურად. სამწუხაროდ, ბოლო სიტყვა არა მხოლოდ მმართველოცნებასეხება, არამედ ოპოზიციაში მყოფ ნაცებსაც, ვინაიდან არაპროფესიონალიზმის დამკვიდრება სახელმწიფოს სათავეში მათი ყოფნიდან მოდის.

სწორია “ოცნება”, როდესაც წინამორბედს მთელ რიგ საკითხებში ადანაშაულებს, მაგრამ არასწორია, როდესაც დამნაშავეების წინააღმდეგ შესაბამის ზომებს არ იღებს. მხოლოდ ლაპარაკით არაფერი გამოვა, პირიქით _ დამნაშავე ნაცებს ისეთ განცდას უჩენს, დანაშაულის დამადასტურებელი მასალები რომ ჰქონდეთ, ამდენ ხანს პასუხს გვაგებინებდნენო, თუმცა ნაცების ბინძურ საქმეებზე ზღვა მასალა არსებობს.

შვიდი წელია, “ოცნება” მართავს ქვეყანას (თუ ამას მართვა ჰქვია) და მხოლოდ თითო-ოროლა დამნაშავე გაისტუმრა ციხეში. დანარჩენი ნაცები, მათი დამნაშავე ბელადი თავისუფლები არიან, პარლამენტშიც სხედან და გვმოძღვრავენ, კოაბიტაციით გაგულისებულნი. მმართველი ქოცები, ნაცებს არა მხოლოდ ნეპოტიზმში აჭარბებენ, არამედ არასწორ საკადრო პოლიტიკაშიც, რის გამოც ნაცების რისხვას უდავოდ იმსახურებენ.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის მებრძოლი მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის, ყალბი დიპლომისა და უვიცობის საქვეყნოდ გამოვლინების ფაქტი დანაშაულებრივი საკადრო პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია.

განა ყოფილი მთავარი პროკურორის, უცხოეთში ქურდად აღიარებული ფარცხალაძის “მოღვაწეობა” დასაგმობი და აღმაშფოთებელი არ არის?

ახლახან ქართველ “პოლიტიკოს” ქალებში, მდედრობითი სქესის ჟურნალისტებსა და ექსპერტებში ისეთი კრიახი ატყდა მამუკა ხაზარაძის ნათქვამზე ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიმართ, გეგონებოდა, ქვეყანა დაიქცაო. ხაზარაძემ თქვა ის, რასაც არაპროფესიონალი ვიცეპრემიერი ქალბატონი იმსახურებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მრავალფეროვნებით გამოირჩევა სხვა სამინისტროებისგან და მას უდავოდ სჭირდება პროფესიონალი ხელმძღვანელი. მაღალ თანამდებობებზე რომ “ღმერთთან” დაახლოებულები ინიშნებიან, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან “ოცნების” პარტიის დამფუძნებელიცა და ხელმძღვანელიც ის არის, მაგრამ ნუთუ ამ პარტიაში კადრების ისეთი სიმწირეა, რომ აქცენტი გაუნათლებლებზე კეთდება?! ან რა უნდა ამდენ გაუნათლებელსა და არაკეთილსინდისიერს მმართველ პარტიაში?!

პრობლემებით დახუნძლული ქვეყანა

სწორი საკადრო პოლიტიკა განსაზღვრავს ქვეყნის გონიერ საშინაო და საგარეო ცხოვრებას. სამწუხაროდ, ქოცური მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში ეს არ შეინიშნება. რაც შეინიშნება _ ეს არის დაქცეული ეკონომიკა და დუხჭირი სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწა და სხვა უბედურება, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის ბრალია.

ყველას გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და მასში გამარჯვებული “ოცნების” დაპირებები, რომელმაც, ნაცთა სიძულვილის წყალობით, გადაწყვიტა იმ არჩევნების ბედი. დაპირებებში იყო ისეთი, რომელთა შესრულება ეჭვს იწვევდა, მაგრამ უმრავლესობა თავისი შინაარსით ადვილად მოსაგვარებელი იყო, თუმცა “ოცნების” შვიდწლიანი მმართველობის პირობებში დაუძლეველი ბარიერი გახდა.

ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ლარი ორჯერ გაუფასურდებოდა, კატასტროფულად მოიმატებდა საწვავის, კვების პროდუქტების, მედიკამენტების, მომსახურების ფასები; გაღარიბებული ქვეყანა, ქოცთა დაპირებების მიუხედავად, კიდევ უფრო გაღატაკდებოდა?

ვინ იფიქრებდა იმას, რომ ქართველი ქალები დამლაგებლებად, დავრდომილთა მომვლელებად გადაიხვეწებოდნენ უცხოეთში, დამამცირებელ და შეურაწმყოფელ სამუშაოებზე? ვინ იფიქრებდა, რომ სუიციდე, ძირითადად სიღატაკით გამოწვეული, მწვერვალებს მიაღწევდა ან სიკვდილიანობა, შობადობას გადააჭარბებდა?

სუიციდის შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველწლიურად კატასტროფულად მატულობს, რაც ხშირ შემთხვევაში გარდა სიდუხჭირისა, სულიერმა სიღარიბემ, ადამიანური ღირსების დამცირებამ, უსამართლობამ, მათდამი საზოგადოების აგდებულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. გარდა ამისა, ახალგაზრდა თაობებს ანადგურებს ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, აზარტული თამაშები, პროსტიტუცია, უმოქმედობა და, საერთოდ, ლიბერალური იდეოლოგია.

ხალხში დაისადგურა განცდამ, რომ საშველი არ არის. სახელმწიფო ვერ და არ იცავს თავის მოსახლეობას, სუიციდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს თავის ხალხზე. გაუარესებული დემოგრაფიული სურათიც ამის ბრალია. სიღარიბის გამო ოჯახი ცდილობს, ერთ შვილზე მეტი არ იყოლიოს. როგორ უნდა შეინახო ოჯახი თვიური 400-500 ლარით ან ხუთსულიან ოჯახზე გამოყოფილი სამასზე ოდნავ მეტი თანხით?! ბოლო მონაცემით, საქართველო აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებთანაც ვერ მივა. იქ ერთ სულზე (გაეროს მონაცემებით) დღიურად 2 დოლარი მოდის, ჩვენთან _ 81 ცენტი. ასეთი პრობლემების მქონე ქვეყნის ხელისუფლებას პირზე არ უნდა ეკეროს ნატოში ან ევროკავშირში შესვლა, რადგან იქ ღარიბ-ღატაკ ქვეყანას არ მიიღებენ. მაშ, რატომგვაბოლებსხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ლაპარაკით წლების განმავლობაში? იმიტომ ხომ არა, რომ გადაფაროს საშინაო პრობლემები, გამოწვეული უმუშევრობით და, აქედან გამომდინარე, სიდუხჭირით?

შიმშილობის მსოფლიო ინდექსით საქართველოს 39- ადგილი უკავია. ჩვენზე უკეთესი პოზიცია აქვს რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს… …

დასავლეთ საქართველოში იმათ გარდა, ვინც სამუდამოდ გადაიხვეწა უცხოეთში, არიან ისეთებიც, ვინც სეზონურ სამუშაოზე მიდის თურქეთში _ მოსავლის ასაღებად, ჩაის საკრეფად… არადა, შინ მოსავალი ულპებათ. ჩაის ბუჩქები ხეებად არის ქცეული. საბჭოთა საქართველო კი ჩაითა და ციტრუსებით ამარაგებდა სრულიად საბჭოთა კავშირს.

რაც შეეხება ჩაის, საქართველო 97%-ით აკმაყოფილებდა საბჭოეთს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ოდნავი ყურადღება გამოიჩინოს ჩაის კულტურის რეაბილიტაციაგანვითარების ან გლეხთა ეზოებში დაკრეფილი ციტრუსების საექსპორტოდ გატანის მიმართ, არაფერს აკეთებს, რითაც აიძულებს გურულებს, აჭარლებს, მეგრელებს მეზობელ თურქეთში ჩაის საკრეფად და მოსავლის ასაღებად გადასვლას, იქ დასახლებას, საკუთარი კარმიდამოს მიტოვებას და გავერანებას. გურიის, სამეგრელოს სოფლები ისეა დაცარიელებული, სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჩანს, ნადგურდება ყველაფერი.

გიჩნდება კითხვები: სად არის ადგილობრივი ხელისუფლება საკრებულოს, მერიის, გუბერნატორის სახით? რას აკეთებს მერიის ლამის 200-კაციანი სამსახური, თუ არა კომპიუტერში თამაშის, ლაზღანდარობის, ღვინისა და ყავის სმის მეტს? ეს ხალხი უსაქმურობის ბაცილით არიან დაავადებულნი!

საბჭოთა კავშირის პერიოდში რაიკომ-აღმასკომში მომუშავეთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი იყო და ისინი მშვენივრად ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რათა ხალხმა მიატოვოს სამშობლო, უცხოეთში გადაიხვეწოს და ამით გაიუმჯობესოს უმუშევართა სტატისტიკური მაჩვენებელი.

ზემოთ ვახსენე ახალგაზრდების მიერ ცხოვრების თვითმკვლელობით დასრულება. სუიციდის შემთხვევების მომატება განა საგანგაშო არ არის ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?! თვითმკვლელთა უმრავლესობა მოზარდია.

უცხოეთში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები აქტიურად არიან ჩართულნი ამ საქმეში.

ჩვენთან რა ხდება? _ სახელმწიფოს მხრიდან სრული იგნორირება, ტელევიზიით, პრესით სუიციდის თემაზე ლაპარაკის მიუღებლობა, თავის არიდება. არადა, ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის.

ამ დაავადების გამომწვევი ფაქტორი ბევრია, მაგრამ მათ შორის გამოირჩევა უფულობა, დაუსაქმებლობა, მედიკამენტების, კვების პროდუქტების, ჩასაცმელ-დასახურავის სიძვირე… ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ხელისუფლების ყურადღებას მოითხოვს. ხელისუფლება კი დუმს და, ნაცვლად იმისა, გულისყურით მიუდგეს საქმეს, ახალი ავტომანქანების შეძენით, სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვით არის დაკავებული.

სხვას რას უნდა მივაწეროთ პრეზიდენტის აპარატისთვის, ისე, როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის, საბიუჯეტო თანხების გაზრდა და პრეზიდენტის ახალი სასახლის ანტიკვარული ავეჯით მოსაწყობად 1.5 მილიონი ლარის გამოყოფა?! პრემიერმინისტრის განცხადებით, პოლიციას, მათ შორის პატრულს, 500 კაცი დაემატება. რას ნიშნავს ეს, თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებას?

საჭიროა რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე წასვლა, რაც მალე _ მით უკეთესი, ვინაიდან დრო დავკარგეთ და 2012 წლის დაპირებას _ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას _ შვიდი წლის განმავლობაში თავი ვერ მოვაბით. ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატების მუშაობა საკმარისი რომ არ არის, ყველა ხედავს.

რას მივაწეროთ ზალკალიანლავროვის შეხვედრის შემდეგ “ოცნების” წარმომადგენელთა განმარტება, რომ ნიუ-იორკის შეხვედრა “უბრალო ღადავი” იყო და მნიშვნელოვანს იქ არ შეხებიანო. ჩვენ სერიოზულ მოლაპარაკებას მაშინ დავიწყებთ, როდესაც სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოები აღარ იქნება და რუსეთი გაიყვანს ჯარს “ოკუპირებული” ტერიტორიებიდანო. ეს, ხომ საქართველოს მხრიდან ძველი და ხავსმოდებული ულტიმატუმია, უსუსური და უგუნური?!

ჯერ ერთი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ ოკუპირებულია, ვისი ბრალია?

როდესაც შენ გბრალდება ცხინვალის ომის გაჩაღება და შემდეგ სარკოზიმედვედევის ხელშეკრულების პროექტიდან იმ პუნქტის ამოშლა, რომელსაც თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის პოლიტიკური მოწყობის საკითხი უნდა გადაეჭრა, რამაც გამოიწვია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, დეოკუპაციაზე ლაპარაკი ზედმეტია და ზედმეტია იმიტომაც, რომ აფხაზიც და ოსიც რუსს, ოკუპანტად კი არა, მხსნელად მიიჩნევს.

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებისთვის წინაპირობები კი არ უნდა წამოაყენოს, არამედ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს დიალოგი. თუმცა რა გასაკვირია საგარეო საქმეებში არსებული ხარვეზები, როდესაც საშინაოში აუარება ხარვეზია და მათ გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს!

წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომლისთვისაც “ოცნება” შესაბამის ნაბიჯებს დგამს. ივანიშვილის ჩასვლა რაიონებში და იქაურ აქტივთან შეხვედრები განა ამის დამადასტურებელი არ არის?!

ამ შეხვედრებზეც ისმის დაახლოებით ისეთივე დაპირებები, როგორიც 2012 წელს. მიზანი ერთია _ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება. არადა, 2012 წლის დაპირებების ნაწილი რომ შეესრულებინა, ხალხი დაინახავდა სიკეთეს. დღეს კი მოსახლეობა ისეა გაწბილებულიოცნებით”, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შიში რომ არ ჰქონდეს, “ოცნებისმხარდასაჭერად თავს არ შეიწუხებდა.

აი, სად გაუმართლა ქოცებს _ კოაბიტაციამ გაუმართლა და მერე როგორ! მაგრამ ხალხს? _ ნურას უკაცრავად!

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here