Home სხვადასხვა დაიჯესტი პრინც ენდრიუს პედოფილიისადმი საიდუმლო მიდრეკილების დეტალები

პრინც ენდრიუს პედოფილიისადმი საიდუმლო მიდრეკილების დეტალები

347
პრინც ენდრიუს პედოფილიისადმი საიდუმლო მიდრეკილების დეტალები

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, დედოფალ ელიზაბეტ II-ის ვაჟიშვილი, რომელიც მხილებული იყო მილიონერპედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში, ფეტიშისტია. სამეფო ოჯახის წევრის საიდუმლო მიდრეკილებები ამხილა ვირჯინია რობერტსმა, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა პრინცს, როცა გოგონა ჯერ მხოლოდ 17 წლისა იყო, _ იუწყება Daily Mail.

რობერტსის თქმით, ენდრიუსთან ერთ-ერთი შეხვედრისას, რომელიც ეპშტეინის მიერ იყო ორგანიზებული, იგი იძულებული შეიქნა, აბაზანის პროცედურა პრინცთან ერთად ჩაეტარებინა. პროცესის დროს პრინცი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალიშვილის ფეხებს, ჰკოცნიდა მის ტერფებს, უწუწნიდა თითებს. გარკვეული დროის შემდეგ ისინი საწოლ ოთახში შევიდნენ, სადაც ქალიშვილმა “ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი 10 წუთი” გადაიტანა პრინცთან სექსუალური კავშირის პროცესში.

“რამდენიმე წამის შემდეგ, პრინცი უმიზეზოდ ექსტაზში ჩავარდა, მიმატოვა ჩემს შიშთან და შფოთთან”, _ იხსენებს რობერტსი. მომხდარის შესახებ იგი ესაუბრა ეპშტეინს, რომელსაც აინტერესებდა, დარჩა თუ არა ენდრიუ კმაყოფილი მასთან დროსტარებით. “მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე”, _ დააზუსტა რობერტსმა. ამასთანავე, აღიარა, რომ ეფშტეინთან ერთად განიხილეს სამეფო ოჯახის წევრის “უცნაური ფიქსაცია” და ორივემ ბევრი იცინა ამის გამო.

ცნობილია, რომ პრინცი ენდრიუ ეპშტეინის “პედოფილიის კუნძულზე” ჩავიდა 2004 წელს. მილიარდერის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიხსენა, როგორი ვულგარულობით ექცეოდა ენდრიუ ვირჯინია რობერტს იქ შეკრებილი საზოგადოების წინაშე.

2019 წლის ნოემბერში პრინცი ენდრიუ იძულებული იყო, უარი ეთქვა თავის სამეფო უფლებამოსილებაზე ეპშტეინთან კავშირის გამო, რომელსაც ბრალი დასდეს კრიმინალური ქსელის შექმნაში, ათობით არასრუწლოვანი გოგონას გაუპატიურებასა და მათი ღირსების შელახვაში. პრინცმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ეპშტეინთან ხელს უშლიდა ოჯახისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას.

“საქართველო და მსოფლიომ” თავის დროზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 2019 წლის ივლისში ეპშტეინი ნიუ იორკში დააპატიმრეს. იმავე წლის აგვისტოში იგი თავის კამერაში მკვდარი იპოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here