ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იყო კიდევ ერთი თემა, რაზეც დღეს პრემიერმა გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შტატების მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები. მისივე განცხადებით, უპასუხოდ რჩება სურვილი, რომ ურთიერთობა მხარეებს შორის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.