ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური, პირველი ლედის ძმა და შვილის მეგობარი, საიდან მომდინარეობს დაუსჯელობის ეს სენი და რა კრიმინალური წარსული იმალება მათ უკან? უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს „პრეზიდენტის შეწყალების“ უფლებამოსილება?
პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მოკლულის მშობლები აცხადებდნენ, რომ ზურა ტარყაშვილი მინდია გოგოჭურმა, ჯგუფურად, 2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლა. ტარყაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულია ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი, ხოლო ირაკლი აგლაძეს დაუსწრებლად აქვს სასჯელი შეფარდებული.
თავის დროზე მოკლულის ოჯახმა პროკურატურაში წარადგინა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებაც, თუმცა, მათი თქმით, იმის გამო რომ „მკვლელ მინდია გოგოჭურს პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს”, პროკურატურა მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებდა.
ამობობენ, რომ გოგოჭურმა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის გამო, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა ბაჩო სირაძე. დაჭრა მოხდა სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე. თუმცა,როგორც ყოველთვის ის არც მაშინ დაუსჯია ვინმეს.
„კიდევ ვინმე უნდა მოკლას გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძემ, მინდია გოგოჭურმა რომ პოლიცია მისით დაინტერესდეს?“ – კითხულობდნენ მაშინ ტარყაშვილის ოჯახის წევრები
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის 20 ივლისს topnews.com.ge ავრცელებდა ცნობას, რომ ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა და მისი მეგობრები სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც topnews.com.ge-სთვის მაშინ გახდა ცნობილი, აღნიშნული პირები სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, დაკავების მიზეზი კი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმება გახდა.
დაკავებულების ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, პრეზიდენტის ცოლისძმა მალევე გაათავისუფლეს. ჩიჩუას ქმარი, მინდია გოგოჭური, „კოკაინის“ „პერედოზოროვკით“ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოხვედრილა. მაშინ, ეს ფაქტი ოფიციალურადაც დადასტურდა.
პრეზიდენტის ირგვლივ კრიმინალურ სკანდალს უკვაშირდება, ასევე სამჯერ ნასამართლევი, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული, პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმის მიხეილ მგალობლიშვილის შეწყალების საქმეც. სამჯერ ნასამართლევმა ცოლისძმამ 17 წლის ნაცვლად 3 წელი გაატარა ციხეში და ბედად ცოლის ძმის გაპრეზიდენტებამაც მოუსწრო. პრეზიდენტმაც შეიწყალა…, აბა სიძე, რის სიძეა?!
პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილი, ანა მარგველაშვილი სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის ერთ- ერთ გადაცემაში, მისი მეგობრის მიხეილ თათარიშვილის, იგივე მიშოს დაკავების ისტორიას ყვება.
ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ თათარიშვილს ნარკოტიკული ნივთიერება არ ჰქონია და 18 აბი სუბოტექსი მას ბოროტმა პოლიციელებმა ჩაუდეს.
” რეალურად მოხდა ის რომ ჩემი სიძე მინდია გოგოჭური (წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ანალოგიური დანაშაულისათის), მისი მეგობარი ლევან მაისურაძე და მიშო მოდიოდნენ ბათუმიდან, გზაზე გაჩერდნენ სასაუზმეში სურამთან, საუზმის შეკვეთიდან 5 წუთში შემოვარდა 5 კაცი, სულ იყო 12 კაცი 3 ჯიპით, ამოუტრიალეს ხელები, გინებით და ძალის გამოყენებით გაათრიეს გარეთ, აკავებდნენ მინდიას და ლევანს, მიშოს ამოუტრიალეს ჯიბეები, მიშო ეუბნებოდა, რომ სუფთა ვარო და არაფერი არ მაქო, სამართალდამცველებმა დაადეს დანა, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს პირდაპირ თბილისის სამმართველოში,”- დეტალურად ყვება მიშოს დაკავების ისტორიას ანა მარგველაშვილი .
ანა მარგველაშვილის თქმით, ესაა განსხვავებული აზრის ხალხის დევნა- იდენტური ხელწერით, გულისხმობდა რა, მოქალაქე ელისო კილაძის შვილის ანალოგიურ ფაქტზე დაკავებას. მარგველაშვილი აცხადებს , რომ ამიერიდან ის კილაძის მიერ წამოწყებული კამპანიის “არა ჩადებას” აქტიური მონაწილე გახდება.
პრეზედენტ მარგველაშვილის ოჯახის ირგვლივ მუდმივად სკანდალებია.
ხან ვიგებთ, რომ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილებების გამო მოხვდა, ხან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართლადამცველებმა პრეზიდენტის ცოლის, მაკა ჩიჩუას ძმა- მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. ცნობისათვის, მგალობლიშვილი წარსულში სამჯერაა ნასამართლევი. ახლა კიდევ პრეზიდენტის შვილის და სიძის ახლო მეგობარი.
ბოლოს, მძიმე დანაშაულისათვის სასჯელმისჯილი სიძე პრეზიდენტმა, სულ რაღაც 3 წელში, 17 წლიანი სასჯელისგან იხსნა, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დრომდე დუმს და არ აკეთებს კომენტარს დეპუტატ ეკა ბესელიას სკანდალურ განცხადებაზე- პირველი ლედის ძმის სასჯელის მოხდისგან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
ვინ და რატომ გაათვისუფლა ციხიდან, სამჯერ ნასამართლევი, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა?
მიხეილ გრიგოლის ძე მგალობლიშვილი: დაბადებული 1979 წელს, გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმა.
ნასამართლევია სამჯერ:
პირველად – 2008 წლის 25 მარტს- 273-ე და 353-ე მუხლებით, ნარკოტიკული ნითიერების მოხმარება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მისჯილი ქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პლუს ორი პირობით, ასევე 3000 ლარის ჯარიმა. მაშინ მგალობლიშვილს 9 თვეში შეეხო ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან. იგი სასჯელს ქსნის N 7-ე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. მსჯავრდებულმა დაწესებულება 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.
მეორედ მგალობლიშვილი გაასამართლდა 2009 წლის 12 დეკემბერს, იგი დიღმის მასივში დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინეს ნარკოტიკული საშუალებების (ოპიუმის ჯგუფის, მეტანფეტამინის და ამფეტამინის) მოხმარების ფაქტი. 2010 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რითაც მიხეილ მგალობლიშვილმა წარდგენილი დანაშაული სრულად აღიარა და თავი სცნო დამნაშავედ. მოსამართლე ზვიად ესებუამ, ამჯერად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვის ვადით შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითით შეუცვალა. ამასთან, დააკისრა ჯარიმაც – 2 ათასი ლარის ოდენობით.
მესამედ მგალობლიშვილი გაასამართლდა 2011 წლის 4 მაისს- 109 მუხლის II-ე ნაწილით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
მგალობლიშვილმა 2010 წლის 31 აგვისტოს, ლესელიძის ქუჩაზე თანამზრახველებთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი მკვლელობის მიზნით დანით დაჩეხა – მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, მგალობლიშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი – 14 წლით აღუკვეთა თავისუფლება.
– თუმცა, სამჯერ ნასამართლევი ცოლისძმა 17 წლის ნაცვლად 3 წელში შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, აბა რის სიძეა?
რაც შეეხება ამ შეწყალებას, შეყალების კომისიის თავმჯდომარის ქორიძის განცხადებით, შეწყალება მაშინ შეეხო ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორიც იყო ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, ასევე მსუბუქი დანაშაულები,ხოლო რაც შეეხება ძალადობრივ დანაშაულებს, მაშინ ქორიძემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტი მაქსიმალურად იკავებდა თავს!
პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმის, მიხეილ მგალობლიშვილისა და სიძის, მინდია გოგოჭურის კრიმინალურ წარსულზე დუმილს ამჯობინებენ.
თეა სირაძეს არ უშვებენ ციხიდან და ამ კრიმინალებს კი
~