Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტის ინიციატივა დიდ სამამულო ომში გამარჯვების მემორიალის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად

პრეზიდენტის ინიციატივა დიდ სამამულო ომში გამარჯვების მემორიალის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად

197
პრეზიდენტის ინიციატივა დიდ სამამულო ომში გამარჯვების მემორიალის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად

2021 წლის 9 მაისს 76 წელიწადი შესრულდა საბჭოთა ხალხების ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების დღიდან. ამ დღეს, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა პატივსაცემად, “საქართველოს უკვდავი ჯარისორგანიზატორ გულბაათ რცხილაძის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისთავმჯდომარემ ტარიელ გაგნიძემ, მათმა მხარდამჭერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს ქართველი მხედართმთავრის, გენერალპოლკოვნიკის, საბჭოთა კავშირის გმირის _ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძის ძეგლი, რომელიც მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობდა, სანამ ქუჩას სახელი არ გადაარქვეს (მკითხველისთვის ცნობილია, რომ გამარჯვების, იგივე ვაკის პარკი, სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია).

მოგვიანებით საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან მიმდინარე აქციას, რომელსაც მართავდა საქართველოს კომუნისტური პარტია მისი ხელმძღვანელის თემურ ფიფიას (საბჭოთა კავშირის გმირის, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმმართველის მელიტონ ქანთარიას შთამომავალი) თაოსნობით. სიტყვით გამომსვლელები ზურაბიშვილს გონიერებისკენ მოუწოდებდნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს მიმართვის ტექსტიდან, რომელიც ერთიანი კომუნისტურის პარტიის ლიდერმა თემურ ფიფიამ წაიკითხა:

საქართველოს პრემიერმინისტრს,

. თბილისის მერს

საქართველოს მოქალაქეთა მიმართვა

2021 წლის 9 აპრილს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “70-წლიანი საბჭოთა იდეოლოგია და ტოტალიტარული სისტემა… ყველა საშუალებით ცდილობდა, დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები”. იქვე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ “ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობისა და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა”.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გამარჯვების პარკში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მემორიალის შექმნის თაობაზე, რომლითაც პრეზიდენტმა მიმართა ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომლებსაც ხელეწიფებათ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ეჭვგარეშეა, რომ გამარჯვების პარკის მემორიალურ კომპლექსს საფრთხეს უქმნის. დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ წითელარმიელთა ხსოვნას მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი, სულ ცოტა, ჩაიკარგება “ერთიან მემორიალში”, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლობირებს. ამით ნიადაგი იქმნება კომპლექსის განადგურების ან გადატანისთვის სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილას. შესაბამისი მაგალითები პოსტსაბჭოთა ისტორიაში ბევრი გვაქვს. ყველაზე აშკარა მაგალითი ყველას გვახსოვს: “დიდების მემორიალის” განადგურება ქუთაისში 2010 წელს. მიგვაჩნია, რომ ზურაბიშვილის ინიციატივით შემოთავაზებული გამარჯვების პარკის რეკონსტრუქცია მოემსახურება ისტორიის გადაწერას, სრულიად საპირისპირო შინაარსით დატვირთავს რა მემორიალურ სივრცეს, რომელშიც უნდა განვიხილოთ პარკის მთელი ტერიტორია. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა კონტრპროდუქტიული და მავნებლურია და ემსახურება “გამარჯვების პარკის” შინაარსობრივი დატვირთვის შეცვლას. ე.წ. ერთობლივი მემორიალისათვის შეიძლება უამრავი სხვა სივრცის გამოყოფა, მათ შორის თბილისშიც.

ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას და მოვითხოვთ “გამარჯვების პარკის” რეაბილიტაციას (რომელიც უკვე მიმდინარეობს) _ უცნობი ჯარისკაცის საფლავისა და მემორიალური კომპლექსის (პარკის მთელი სივრცის) მხატვრული სახისა და შინაარსის უპირობო შენარჩუნებას. მოვითხოვთ, “გამარჯვების პარკში” არ მოხდეს, არც ერთი სხვა მემორიალური, საერთოდ, სხვა მხატვრული არტეფაქტის განთავსება”.

ამ მიმართვას ხელი მოაწერეს აქტივისტებმა და სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან შეკრებილი საზოგადოების წევრებმაც.

პრეზიდენტის სასახლესთან სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, თავი დაანებოს გამარჯვების პარკს!”

თემურ სამნიძე, აჭარის ერთიანი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი:

_ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკან უნდა წაიღოს თავისი ინიციატივა და ბოდიში მოუხადოს ქართველ საზოგადოებას, რადგან შეეხო ქართველისათვის ყველაზე წმინდას _ სამასი ათასი დაღუპული ქართველის ხსოვნას! ჩვენ აჭარიდან ჩამოვედით, მაგრამ აქ იმყოფებიან ყველა რეგიონიდან და რაიონიდან ჩამოსული ადამიანები, წარმომადგენლები ჩვენი პარტიისა. ჩამოვედით, რადგან აღგვაშფოთა პრეზიდენტის ინიციატივამ.

ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, გაითვალისწინოს სრულიად საქართველოს მოსახლეობის და განსაკუთრებით იმ ოჯახების თხოვნა, რომლებსაც დიდ სამამულო ომში ახლობლები დაეღუპათ _ თავი დაანებოს გამარჯვების პარკს!

სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს შეიაღარებული ჯარების მთავარსარდალი, ამიტომ ვურჩევთ, გაიწვიოს ეს უგვანი ინიციატივა გამარჯვების პარკისა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალის სახეცვლილების შესახებ და პრემიერთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ, რადგან 1945 წლის 24 ივნისს გრანდიოზული აღლუმი ჩაატარა დიდმა ბელადმა, უდიდესი გამარჯვების ავტორმა იოსებ სტალინმა, სწორედ 24 ივნისს აღადგინოს ქალაქ გორში სტალინის ძეგლი, რომელიც 11 წლის წინათ აიღო სააკაშვილმა, ძეგლი, რომელსაც ხელი ვერ ახლო ნიკიტა ხრუშჩოვმაც კი…

ქალბატონო სალომე, სტალინის ძეგლის აღდგენა, უფრო ზუსტად, თავის ადგილას დაბრუნება, თქვენი მხრიდან იქნება მსოფლიო მნიშვნელობის საქციელი. საქართველოს ხვალინდელი დღე სტალინის ძეგლის აღდგენით რადიკალურად შეიცვლება, მსოფლიო დაგვაფასებს. აიტაცეთ ეს ინიციტივა, ქალბატონო პრეზიდენტო, და საქართველოს მოსახლეობა და არა მხოლოდ ჩვენ, დაგაფასებთ, გვერდით დაგიდგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, თქვენ უგვანი ინიციატივებით ხართ დაკავებული, იძულებულნი ვიქნებით, აქ, თქვენს სამყოფელთან უფრო მეტნი შევიკრიბოთ და დაგიძახოთ _ წადი სახლში, იქ, საიდანაც ჩამოხვედი!

თუ მაინცდამაინც ინიციატივის

გამოჩენა უნდა, დიდგორის გამარჯვების  მემორიალის შექმნისა და ამ თარიღის ზეიმით აღნიშვნის წინადადებას რატომ არ აყენებს ეს ქალბატონი?

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისთავმჯდომარე:

სრულიად ვიზიარებ აქ შეკრებილი საზოგადოების პათოსს. ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არაა, ის უფრო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი იმ ძალების რეზიდენტია, რომელთაც ქართველების და, საერთოდ, მართლმადიდებელი ხალხების გადაგვარება აქვთ განზრახული. სხვა მრავალ ხრიკთან ერთად ახლა ზურაბიშვილის პირითა და სახელით ცდილობენ, წაგვართვან ყველა შეგნებული ქართველისათვის წმიდათაწმიდა ისტორიული მონაპოვარი _ კაცობრიობის ისტორიაში უსასტიკეს მსოფლიო ომში ბრძოლითა და თავგანწირვით მოპოვებული დიადი გამარჯვება და ამ გამარჯვების სიმბოლო _ ვაკის პარკის მემორიალი. ქართველი კაცის ეროვნულ თვითშეგნებას, ჩვენს ეროვნულ, _ გნებავთ, ადამიანურ, _ ღირსებას ორი განმსაზღვრელი შემადგენელი აქვს: მართლმადიდებლური რწმენა და ჩვენი ისტორიის სხვადასხვა საკვანძო-საბედისწერო ეტაპზე შემოსეულ მტერზე მოპოვებული საომარი გამარჯვებები. აი, ამ ორივე ფაქტორის ამოშლა უნდათ ჩვენგან, ეროვნული ღირსება და საერთოდ, ადამიანური სახე უნდათ, რომ დაგვაკარგინონ. ღმერთს თუ განუდგები და ერთხელ მაინც ბრძოლაში მტერი თუ არ დაგიმარცხებია, რა ქვეყანა და რა ხალხი ხარ მაშინ? გარდა ამისა, დიდ სამამულო ომში ერთობით მოპოვებული ყველას გამარჯვება ის მთავარი შემაკავშირებელი ფაქტორია, რომელიც ქართველებს რუსეთთან, რუს ხალხთან და მთლიანად საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან გვაერთიანებს და ამ ერთობის მოშლა-წართმევაც უნდათ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს, რომელთა ქვემძრომობასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს ზურაბიშვილი. მინდა თქვენი გაზეთის წინა ნომერში გულბაათ რცხილაძის მიერ ნათქვამი აზრი გავიმეორო: თუ მაინცდამაინც ინიციატივის გამოჩენა უნდა, დიდგორის გამარჯვების მემორიალის შექმნისა და ამ თარიღის ზეიმით აღნიშვნის წინადადებას რატომ არ აყენებს ეს ქალბატონი?

ამ ქვეყანაში არ არსებობს ოჯახი, რომლის წინაპარსაც დიდ სამამულო ომში

არ უბრძოლია, ამიტომ ვთხოვთ პრეზიდენტს, ნუ დაყოფს და გახლეჩს მოსახლეობას

გულბაათ რცხილაძე, “საქართველოს უკვდავი ჯარისორგანიზატორი:

_ ქალბატონი სალომე მავნებელი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ ინიციატივა, რომლითაც ის 9 აპრილს პარლამენტის წინაშე წარდგა, ბოროტებაა. აღმოჩნდა, რომ ის ბოროტიცაა და ამას, მერწმუნეთ, დიდი გულისტკივილით ვამბობ.

ქალბატონი პრეზიდენტი შეეხო უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ამით დაიწყო მანიპულირება. ზურაბიშვილს საქმე არ აქვს, ამიტომ მე მას მოვუტანე საქსოვი ძაფები და ჩხირები, ასევე მოვუტანე ლობიო, რათა ისწავლოს ქსოვა და ხარშოს ლობიო, ესაა ქალის საქმე, ქალის, რომელიც უსაქმურობით აფუჭებს რაღაც-რაღაცებს…

აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე ადამიანები, მაგრამ ყველას გვაერთიანებს ფაშიზმზე გამარჯვების დიადი დღისადმი პატივისცემა.

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის წინაპარსაც დიდ სამამულო ომში არ უბრძოლია, ამიტომ ვთხოვთ პრეზიდენტს, ნუ დაყოფს და გახლეჩს მოსახლეობას, პირიქით, გააერთიანოს ერი _ ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა.

ჩვენს კითხვაზე მხოლოდ ამ ღონიძიებებით ამოიწურებოდა თუ არა 9 მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნა, გულბაათ რცხილაძემ გვიპასუხა:

_ 2019 წელს გრანდიოზული ღონისძიება-მსვლელობა მოვაწყვეთ გამარჯვების პარკში, რომელმაც შესანიშნავად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ინცინდენტები იყო… დღეს კი ვითარება მძიმეა, რადგან სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოსთვის მიუღებელი ინიციატივით გამოვიდა, ამიტომ იძულებულნი ვართ, რადიკალურ ზომებს მივმართოთ. პრეზიდენტის სასახლესთან ჩვენი დღევანდელი მცირე აქცია-მიტინგიც ამის გამოხატულებაა.

ვცდილობთ, შევიმუშავოთ გარკვეული ხაზი, გზა, რომელსაც გავყვებით. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მნიშვნელოვანი და გნებავთ, პროპაგანდისტულიც, რათა ხელი შევუშალოთ ზურაბიშვილის ე.წ. ინიციატივებს, რომლებიც მომავალი თაობების ცნობიერების შეცვლისკენაა მიმართული.

მაქვს მოკრძალებული გეგმები:

* ქარელში არის პატარა პარკი, იქ დგას მონუმენტი, რომელზეც შენარჩუნებულია სტალინის გამონათქვამები, იქვეა პატარა ძეგლი, მსგავსი _ მონუმენტისა “დედასამშობლო გვეძახის”… ძეგლი დაზიანებულია, მაგრამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ, გავწმენდთ, სკვერს გავაახლებთ და ყველაფერს გავალამაზებთ. ვიმედოვნებთ, ამ სკვერს პატივი დაედება _ ყოველ 9 მაისს იქ მივა ადგილობრივი ხელისუფლება და პატივის მიაგებს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

* ასევე ვთხოვთ სასულიერო პირებს, რომ აკურთხონ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა საფლავები ყველგან, სადაც შემორჩენილია. თუკი ეს ინიციატივა ამ საცხრამაისოდ ვერ განხორციელდება, მაშინ საფლავები აკურთხონ 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს.

* ვეძებოთ სამამულო ომში დაღუპულთა საფლავები, ვაკურთხებინოთ, პატივი მივაგოთ _ ეს ყველას ვალია, ეს მხოლოდ ჩემი და რამდენიმე ადამიანის სათქმელი არ არის, ეს ქართველების ვალია, ჩვენი დიდი წინაპრების დაფასებაა!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here