ვირუსებმა, კონფლიქტებმა და უამრავმა სხვა რეგიონულმა უბედურებამ ბიძგი მისცა ხალხებს, დაძრულიყვნენ სხვა ქვეყნებისკენ. 2013 და 2016 წლებში პოტენციური მიგრანტების რაოდენობამ 710 მილიონს მიაღწია. ამას ადასტურებს Gallup–ის გამოკითხვის მონაცემები.
მთელ მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის 14 პროცენტს ემიგრირების სურვილი აქვს. ყველაზე დიდი მაჩვენებლით გამოირჩევა აფრიკა _ საჰარიდან სამხრეთისკენ (30 პროცენტი) და ევროპის რაიონები ევროკავშირის საზღვრებს მიღმა (21 პროცენტი), შემდეგ _ ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი (18 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა (19 პროცენტი), ევროსაბჭო (20 პროცენტი), დსთ (15 პროცენტი), ავსტრალია, ახალი ზელანდია, ოკეანია (9 პროცენტი) და ჩრდილოეთ ამერიკა (10 პროცენტი).
ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა აზია: სამხრეთ აზიაში 8 პროცენტია, აღმოსავლეთ აზიაში _ 8 პროცენტი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 7 პროცენტი.
მიგრანტების ყველაზე დიდი ტალღა მიაწყდა ევროპის რაიონებს ევროკავშირის მიღმა, სადაც პროცენტული მაჩვენებელი 6 პუნქტით გაიზარდა, ასევე, კარიბის აუზისა და ლათინური ამერიკის რაიონებს _ ზრდა 5 პუნქტით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას.
ზოგიერთ რაიონში მიგრირების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენის ტემპის შენელების გამო.
გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს 31 ქვეყანაში 10 ზრდასრული ადამიანიდან, სულ ცოტა, სამს სურს, მუდმივად გადადიოდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. ასეთი ქვეყნები ყველა რეგიონშია, აზიის, ოკეანიისა და ჩრდილოეთ ამერიკის გარდა.
გამოკითხვით დადგინდა, რომ არსებული პირობებით უკმაყოფილო ყველაზე მეტი სიერა-ლეონეში იყო (62 პროცენტი), როგორც ჩანს, ებოლას ვირუსის გავრცელების გამო 2014 წელს. ჰაიტი და ალბანეთი მეორე და მესამე ადგილებზეა (56 პროცენტი), მეოთხეზე _ ლიბერია (54 პროცენტი).
ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ კვლავ რჩება პოტენციური მიგრანტების ყველაზე სასურველ ადგილად.
ყოველი ხუთი მიგრანტიდან ერთი აშშ-ს მიიჩნევს თავისი მომავალი რეზიდენციის შესაძლო ადგილად, შემდეგ _ გერმანიას, კანადას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ავსტრალიასა და საუდის არაბეთს.
მაშინ, როცა პოტენციური მიგრანტების რაოდენობა, რომლებსაც სურთ ამერიკაში ჩასახლება, არ შეცვლილა, გერმანიაში წასვლის მსურველთა რაოდენობამ შესამჩნევად მოიმატა _ 28 მილიონიდან 39 მილიონამდე. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, არის კანცლერ მერკელის დაპირება, რომ გერმანია მიიღებს ლტოლვილებს.
ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების განხორციელებამ გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულის რაოდენობის 50 პროცენტით გაზრდა გამოიწვია.
დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის შემდეგ დაკარგა მიმზიდველობა, როგორც მიგრანტებისთვის სასურველმა ქვეყანამ. გამოკითხვის მიხედვით, პოტენციური მიგრანტების რაოდენობა, რომლებმაც დიდი ბრიტანეთი სასურველ ქვეყნად მიიჩნიეს (43 მილიონიდან 2010 წელს), 2012 წლის მონაცემებით, 35 მილიონამდე შემცირდა.
სავსებით შესაძლებელია, რომ აშშ-მა ტრამპის პოლიტიკის გამო სასურველი ქვეყნის ხიბლი დაკარგოს, მაგრამ Gallup -ის მონაცემები საწინააღმდეგოს ამტკიცებს: 147 მილიონი პოტენციური მიგრანტი აცხადებს, რომ აშშ კვლავ რჩება უპირატეს რეგიონად.