Home ახალი ამბები მსოფლიო პორტლენდში არეულობის მონაწილეებმა თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ძეგლები ჩამოაგდეს და „მრისხანების...

პორტლენდში არეულობის მონაწილეებმა თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ძეგლები ჩამოაგდეს და „მრისხანების დღე“ გამოაცხადეს.

900
პორტლენდში არეულობის მონაწილეებმა თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ძეგლები ჩამოაგდეს და „მრისხანების დღე“ გამოაცხადეს.

Associated Pressის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლის დღის, 12 ოქტომბრის დღესასწაული _ მკვიდრი ხალხის დღე _ მკვიდრი ხალხის მრისხანების დღით ჩაანაცვლეს, რადგან აქტივისტები კოლუმბს ადგილობრივი ამერიკელების გენოციდის ქმედებებში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 200-მა ადამიანმა პორტლენდის ცენტრში მსვლელობა მოაწყო. მათ საღებავებით დაამახინჯეს ძეგლები და ჯაჭვის გამოყენებით კვარცხლბეკებიდან ჩამოაგდეს. ორეგონის ისტორიული საზოგადოების შენობას კი მინები ჩაუმტვრიეს. იმავე გაიმეორეს პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის პოლიციის განყოფილებასთან.

პოლიციამ განაცხადა, რომ ყველას, ვინც ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის ვანდალიზმში, დააპატიმრებენ.

alt-info.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here