უკრაინის იუსტიციის ექსმინისტრმა ელენე ლუკაშმა რელიგიურ სფეროში პოროშენკოს ე.წ. გამარჯვებას კონსტანტინოპოლის ქვაბში მომწყვდევა უწოდა.
“წავიკითხე ახალი საეკლესიო წესდება. კონსტანტინოპოლის ქვაბი მივიღეთ.
_ არც დამოუკიდებლობა.
_ არც თავისუფლება.
_ არც წმინდანების კანონიზაცია.
_ არც მირონი.
_ არც საკუთარი პატრიარქია გათვალისწინებული.
_ ყველა საკამათო საკითხს კონსტანტინოპოლი გადაწყვეტს.
_ მას უნდა დაუჯეროს მიტროპოლიტმა. უკრაინას უარი უთხრეს, ჰყავდეს თავისი პატრიარქი, მიტროპოლიტი საკმარისიაო.
ეს “მარაოსებრი თითებიც” კი არ არის, ეს მუხლებისა და იდაყვების პერემოგაა (გამარჯვება _ ნ.კ.)”.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა