Home ახალი ამბები მსოფლიო პოროშენკო გაექცა დაკითხვაზე იძულებით მიყვანას

პოროშენკო გაექცა დაკითხვაზე იძულებით მიყვანას

1866
პოროშენკო გაექცა დაკითხვაზე იძულებით მიყვანას

უკრაინის ექსპრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დატოვა უკრაინა გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე მისვლის წინა დღეს.

პოროშენკო 8 მარტს ოჯახთან ერთად გაფრინდა ესპანეთში ფრანკფურტის გავლით. ცნობილი არ არის, იგი დღემდე იმყოფება ესპანეთში თუ იქიდან სხვა ქვეყანაში გადავიდა.

პოროშენკოს ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ შეძლებს დაკითხვაზე მისვლას, რადგან დატოვა ქვეყანა.

კიევის სასამართლომ ნება დართო პოროშენკოს იძულებით მიყვანაზე გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დასაკითხად.

15 მარტს პოროშენკო კიევში მაინც დაბრუნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here