Home ახალი ამბები მსოფლიო პოროშენკო ავიწროებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ბართოლომეოსისა და “რასკოლნიკების” საამებლად

პოროშენკო ავიწროებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ბართოლომეოსისა და “რასკოლნიკების” საამებლად

“მხოლოდ პოჩაევის ლავრაში ბერი იმაზე მეტია, რამდენი “რასკოლნიკიცაა” სრულიად უკრაინაში”

1017
პოჩაევის ლავრა

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას პოჩაევის ლავრის კომპლექსის გამოყენების უფლების 2013 წლის სახელმწიფო რეგისტრაცია გაუუქმა. ოფიციალური კიევის განცხადებით, ეს მოხდა 2003 წელს კანონმდებლობაში დაშვებული შეცდომის გამო.

“პოჩაევის მიძინების ლავრის გადაცემა კრემენეც-პოჩაევის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მასშტაბურ წნეხში მოქცევაა”, _ განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა გაიხსენა უკრაინის ხელისუფლების ადრინდელი ნათქვამი, რომ ახალ ავტოკეფალიურ ეკლესიას სხვადასხვა თემი ნებაყოფლობით შეუერთდებოდა. “მიღებული ინფორმაცია კი მიუთითებს უკრაინის კანონიკური ეკლესიის, მისი მონასტრებისა და ტაძრების მასშტაბურ წნეხში მოქცევაზე.

დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა განმარტა, რომ “მხოლოდ პოჩაევის ლავრაში ბერი იმაზე მეტია, რამდენი “რასკოლნიკიცაა” სრულიად უკრაინაში”.

ამასთანავე, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის იუსტიციის გადაწყვეტილება ლავრის გამოყენების უფლებას არ ზღუდავს.

“პოჩაევის ლავრას მომავალშიც კანონიერად გამოიყენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მამათა მონასტრის საძმო”, _ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა სოციალურ ქსელში.

მან განმარტა, რომ 2003 წლის შეთანხმება პოჩაევის ლავრის შენობა-ნაგებობების (ტაძრების, სამრეკლოს და სხვ.) გამოყენების თაობაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მამათა მონასტრის მიერ დღესაც “მოქმედია და გაუქმებული არ არის”.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარმა იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (ლავრის შენობა-ნაგებობების გამოყენების უფლების ამოღება ჩანაწერების რეესტრიდან) არ აუქმებს 2003 წლის შეთანხმებას გამოყენების თაობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here