კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს კორტეჟის ავტომობილი პენსიონერს დაეჯახა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პენსიონერს ავტომობილი იმ მომენტში დაეჯახა, როდესაც მოხუცი წითელ შუქზე ცდილობდა გზაზე გადასვლას. პრეზიდენტის კორტეჟის ავტომობილი არ გაჩერებულა, პენსიონერს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.