Home ახალი ამბები მსოფლიო პოროშენკომ თავში ხელი წაიშინა

პოროშენკომ თავში ხელი წაიშინა

916
პოროშენკო

ასე შეიძლება შეფასდეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს  განცხადება, რომელიც მან ქვეყნის უმაღლესი რადის წინაშე ყოველწლიურ გამოსვლაში გაასაჯაროა. მან თქვა, რომ უკრაინამ, რეფორმების რეალიზაცია თუ არ მოახდინა, შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაკარგოს.

თითქოს თვითონ არ იყო ვალდებული, განეხორციელებინა რეფორმები, ამიტომ მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო მისი დაპირება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა არ დაკარგოს. რეფორმების განუხორციელებლობის პერსპექტივა მან პესიმისტურ სცენარად შეაფასა:

_ არ მჯერა მისი და არ დავუშვებ, რომ ასე მოხდეს, _ თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება რეფორმები და მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

უფრო ადრე უმაღლესი რადის ექსდეპუტატმა ვლადიმერ ოლეინიკმა განაცხადა, რომ პოროშენკოს გადადგომას სრულიად უკრაინა ელოდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here