Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლ კრეიგ რობერტსი: ორი თვის შემდეგ აშშ-ში შეიძლება რევოლუცია დაიწყოს

პოლ კრეიგ რობერტსი: ორი თვის შემდეგ აშშ-ში შეიძლება რევოლუცია დაიწყოს

628
პოლ კრეიგ რობერტსი

აშშსა და მის კონსტიტუციას ორი თვე დარჩა, შემდეგ ქვეყანაში დაიწყებაფერადი რევოლუცია”, _ წერს თავის ბლოგში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური და ეკონომიკური მიმომხილველი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშის ფინანსთა მინისტრის თანაშემწე _ პოლ კრეიგ რობერტსი.

აშშ-ში ერთ-ერთმა წამყვანმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გაზეთ The Washington Post-ის რედაქტორმა ბობ ვუდვორდმა განაცხადა, რომ პენტაგონის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯეიმს მეტისმა და ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა დენ კოუტსმა (ორივე 2019 წელს დაითხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა) იმსჯელეს თანამდებობიდან დონალდ ტრამპის გადაყენების “კოლექტიურ ქმედებაზე”.

“ტრამპი სახიფათოა, ის უვარგისია”, _ განაცხადა მეტისმა. ასე ლაპარაკობდნენ პენტაგონისა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში პრეზიდენტ ჯონ კენედიზეც.

როდესაც ისინი ამბობენ, პრეზიდენტი სახიფათოაო, გულისხმობენ, რომ ის სახიფათოა მათი პირადი ბიუჯეტისთვის. “უსარგებლობაში” კი ისინი გულისხმობენ იმას, რომ ომის მომხრე არ არის, შესაბამისად, არ მოუმატებს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს. მათ ეს არ სურთ, რადგან იღვწიან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებისთვის და არა თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ტრამპს, ისევე როგორც კენედის, სურს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და ამერიკელი სამხედროების შინ დაბრუნება.

პოლ კრეიგ რობერტსი: ორი თვის შემდეგ აშშ-ში შეიძლება რევოლუცია დაიწყოს

კენედი ვერ შეაჩერეს და ამიტომ მოკლეს. ტრამპის შესაჩერებლად შეთითხნეს რაშაგეიტი უამრავი დაუსაბუთებელი და დაუმტკიცებელი ბრალდებით, შემდეგ კი შეეცადნენ იმპიჩმენტს, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი იყო.

ტრამპის წინააღმდეგ ახლა “ფერადი რევოლუციის” აგორებას ცდილობენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნოემბერში. ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის დაშლის წერტილს, თუმცა ეს ბევრს არ სჯერა.

ამერიკულ და ევროპულ მედიასაშუალებებს, უკვე დიდი ხანია, აკონტროლებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. გაზეთები, ტელეარხები, ვებგვერდები არ აწვდიან მოსახლეობას რეალურ ახალ ამბებს. ისინი გადასცემენ “სიღრმისეული სახელმწიფოსთვის” საჭირო ინფორმაციას, რათა რეალობამ ხელი არ შეუშალოს დღის წესრიგს.

არსებობს ორი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო: პირველი _ ეს არის ყველასთვის ცნობილი სამმართველო, რომელიც მეტ-ნაკლებად ობიექტურ ინფორმაციას აწვდის პოლიტიკოსებს, მეორე _ საიდუმლო ოპერაციების სამმართველო, რომელიც კლავს ადამიანებს და ამხობს მათთვის მიუღებელ მთავრობებს.

პრეზიდენტი კენედი აცნობიერებდა საფრთხეს და ამბობდა, რომ აპირებს, “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დაშალოს ათას ნაწილად”, მაგრამ მათ დაასწრეს და მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტი. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შეეძლო ტრამპიც მოეკლა, მაგრამ “მარტოხელა მკვლელი” ძალიან ხშირად იყო გამოყენებული, ამიტომ გადაწყვიტეს, ტრამპი სხვა გზით მოიშორონ.

მას შემდეგ, რაც ცენტრალური სამმართველო ტრამპს დაამხობს, რასებს შორის ომის გასაღვივებლად გამოიყენებს მოძრაობა “ანტიფას” და Black Lives Matter-ს, ამის შემდეგ მოსახლეობა სრულიად დაემორჩილება ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, აშშ-ში ხომ მატყუარებს უფრო ენდობიან, ვიდრე სიმართლის მთქმელებს.

topcor.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here