Home ახალი ამბები მსოფლიო პოლ კრეიგ რობერტსი: არმაგედონამდე ორ-ნახევარი წუთია. ამერიკა საფლავში ითრევს მსოფლიოს

პოლ კრეიგ რობერტსი: არმაგედონამდე ორ-ნახევარი წუთია. ამერიკა საფლავში ითრევს მსოფლიოს

პოლ კრეიგ რობერტსი

პუბლიცისტმა, ჰუვერის ინსტიტუტისა და სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილმა მეცნიერმა თანამშრომელმა, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის თანაშემწე პოლ კრეიგ რობერტსმა თავის ვებგვერდზე შემაშფოთებელი შინაარსის სტატია გამოაქვეყნა.

მზად ხართ სიკვდილისთვის? ჩვენ მალე მოვკვდებით, ოღონდ არა ხანდაზმულობის, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი თანამემამულეები ისე ბრიყვები და უვიცები არიან, ისე აქვთ ტვინი გამორეცხილი, სჯერათ ტყუილისა, რომელსაც უეჭველ დაღუპვამდე მივყავართ. ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ატომურ ენერგიაზე მომუშავე მეცნიერები. და ისინი მართალს ამბობენ.

შეგიძლიათ, გაიგოთ ეს აბსურდი? პრეზიდენტ ტრამპს ყოველი მხრიდან უტევს სამხედრო კომპლექსი, აშშ-ის მასმედია, დემოკრატიული პარტია და ბევრი რესპუბლიკელი, ისეთები, როგორებიც არიან რესპუბლიკელი სენატორი სამხრეთი კაროლინიდან _ ლინდსი გრემი და რესპუბლიკელი სენატორი არიზონიდან _ ჯონ მაკეინი, უბრალოდ, იმიტომ, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეამციროს სახიფათო დაძაბულობა ბირთვული იარაღის მქონე ორ ძირითად სახელმწიფოს შორის.

რით შეიძლება აიხსნას სამხრეთი კაროლინისა და არიზონის მოსახლეობის მხრიდან საკუთარი სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეზე შეშფოთების სრული უქონლობა? მათ ხომ სენატში გაგზავნეს ორი დებილი, რომლებმაც გადაწყვიტეს აშშ-სა და რუსეთს შორის ომის პროვოცირება?! ანალოგიური კითხვის დასმა შეიძლება 50-ვე შტატში მცხოვრებთა მიმართაც.

შეგიძლიათ იგივე კითხვა დაუსვათ სამეძაო სახლს, რომელიც ცნობილია როგორც “ამერიკული მედია”. მალე ცოცხალი აღარავინ დარჩება, ვინც მათი მასალების სათაურების წაკითხვას შეძლებს ომზე, რომლის წამოწყებასაც ხელს უწყობენ.

ამერიკის შეერთებული შტატები და საერთოდ, დედამიწაზე სიცოცხლე საფლავში ჩაწვება ამერიკის ხელმძღვანელობის სრული ჩაფლავების გამო.

რატომ სხედან ამერიკელები ყოველ საღამოს ტელევიზორების წინ და ყლაპავენ ტყუილს, რომელიც უეჭველი სიკვდილისკენ მიაქანებთ?

ამერიკა საფლავში ითრევს მსოფლიოს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here