Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონური გამოცემა: ინგლისსა და უკრაინასთან კავშირი სახიფათოა პოლონეთისთვის

პოლონური გამოცემა: ინგლისსა და უკრაინასთან კავშირი სახიფათოა პოლონეთისთვის

ისტორიას ახსოვს, რომ ბრიტანეთს ყოველთვის შეუძლია გიღალატოს, მაგრამ ახსოვს კი ეს პოლონეთს?”

“ჭადრაკში არის ცნება “ცუგცვანგი”. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოთამაშის ნებისმიერი სვლა მხოლოდ აუარესებს მის პოზიციას, პარტია კი დასასრულისკენ მიდის. ეს ტერმინი სრულიად მიესადაგება უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ამჟამად ცუგცვანგში აღმოჩნდა პრეზიდენტი ზელენსკი: რაც უნდა გააკეთოს მან, საქმე მაინც ცუდად ექნება. დონბასს რომ შეუტიოს, რუსეთი უპასუხებს. ამის შესახებ, დიდი ხანია, გაფრთხილებულია. თუ მინსკის შეთანხმების შესრულებას დაიწყებს, თავს დაესხმება ოპოზიცია, რომელსაც ვერ გაუმკლავდება, როგორც ვერ გაუმკლავდება რუს სამხედროებს. ამჟამინდელი ვითარების დიდხანს შენარჩუნებაც არ შეიძლება, რადგან არის მისი გაუარესების ტენდენციები”, _ წერს პოლონური გაზეთი Mysl Polska.

რუსეთსაც არ სურს ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია. ეს არ შედის პუტინის გეგმებში, _ აღნიშნავს გამოცემა. ომი არც დასავლეთს სურს: რუსეთს უპირატესობა აქვს შეიარაღებაში, თანაც ხარისხობრივიც (ჰიპერბგერითი რაკეტები) და რაოდენობრივიც. ჩინეთიც ელოდება, როდის ჩაერთვება აშშ კონფლიქტში რუსეთთან, რათა თავისი პრობლემები მოაგვაროს. ამასთანავე, მომენტით ისარგებლეს ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ, სხვა ქვეყნებმაც, რომლებმაც დაარღვიეს მყიფე წონასწორობა მსოფლიოში. ეს ესმით რუსეთშიც და ევროპაშიც, ამიტომ ვარაუდობენ რაღაცაზე შეთანხმებას. სამაგიეროდ, ბრიტანეთსა და ამერიკას სურთ, ძალების მოსინჯვა რუსეთთან, ამისთვის კი ისინი იყენებენ უკრაინას და შეიძლება _ პოლონეთსაც, მიაჩნია Mყსლ Pოლსკა-ს. აბა, სხვანაირად როგორ უნდა აღვიქვათ უკრაინის გაძეძგვა იარაღით და, ამასთანავე, განცხადებები, რომ უკრაინის გამო არ იომებენ?

გამოცემა მკითხთველს შეახსენებს, რომ ბრიტანეთი ნოემბერში საომრად განწყობილი იყო და პირობას დებდა, რომ უკრაინაში 600 ბრიტანელ სპეცნაზს გაგზავნიდა, დეკემბერში კი, როცა ძალიან გამწვავდა ვითარება, ყველას აუწყა, რომ უკრაინაში არანაირ სამხედრო ქვედანაყოფს არ გაგზავნიდა. ეს, თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვა მოხალისეების ძებნაზე ომისთვის და ამ მოხალისეებში პოლონეთს გულისხმობს. სწორედ აქედან გაჩნდა სამმხრივი კავშირის _ ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის _ შექმნის იდეა.

პოლონეთში ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს, რა სამწუხარო შედეგებით დასრულდა ჩვენთვის 1939 წელს დიდ ბრიტანეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება. ამ ხელშეკრულების გამო ჩვენი ქვეყანა ომში ჩაება. თავდაპირველად, ბრიტანეთი არ დაგვხმარებია. 1943 წელს კი ბრიტანელები დაეთანხმნენ პოლონეთისთვის თითქმის ნახევარი ტერიტორიის წართმევას. დღეს ინგლისს კვლავ არ სურს საომარ მოქმედებებში ჩართვა, სამაგიეროდ, სურს, სხვისი ხელით ნარის გლეჯა”, _ წერს სტატიის ავტორი სტანისლავ ლევიცკი და დასძენს, რომ რეფორმაციის პერიოდიდან ინგლისი ყოველთვის იყო პოლონეთის მტერი და მხარს უჭერდა ყველას, ვის წინააღმდეგაც პოლონეთი იბრძოდა. ასე რომ, 1931 წელს პოლონელები მოტყუვდნენ და, როგორც ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, არა უკანასკნელად.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here