Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონელი ქალები ფემინისტების წინააღმდეგ ამბოხდნენ

პოლონელი ქალები ფემინისტების წინააღმდეგ ამბოხდნენ

2562
პოლონეთი

ყველა ქალი ფემინისტი დედაკაცების მოწოდებებით როდია აღფრთოვანებული. პოლონელმა ქალბატონებმა, მაგალითად, ჩაწერეს ვიდეომოწოდება “რატომ არ ვარ ფიმინისტი” და თანამზრახველებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს

“ამბობენ, რომ ქალები უფრო სუსტები და მოწყვლადები ვართ. მათ სურთ, რომ ასე იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვაინტერესებს ფემინისტების შექმნილი სამყარო. მიგვიფურთხებია ძველი გენდერული თეორიებისთვის, ეკოლოგიზმისთვის და სხვა მემარცხენე იდეებისთვის. მოგვბეზრდა ზოგიერთი უკმაყოფილო ფემინისტის ჭკუის დარიგება, რა ვაკეთოთ, სად ვიმუშაოთ და რა ჩავიცვათ. ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და ასეთებად დავრჩებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გსურთ ჩვენი გადაქცევა მამაკაცებად. ჩვენ გვაღიზიანებს, რომ მხოლოდ ფემინისტი ქალები და მემარცხენე შეხედულების ადამიანები ლაპარაკობენ და ნორმალურ ქალებს ყურადღებას არ გვაქცევენ. დადგა დრო, რომ ფემინისტებს ვუთხრათ _ თქვენი იდეოლოგია სულელურია და მავნებელი.

დადგა დრო ნორმალურ ქალებს ვუთხრათ, რომ მილიონები ვართ.

შემოგვიერთდით!”

ერთი კვირის წინ ამ მოწოდებას 334 ათასი ადამიანი გამოეხმაურა. ვნახოთ, რას უპასუხებენ ფემინისტები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here