Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთში აშშ-ის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვენ. ქართველებს პოლონელებამდე ბევრი გვიკლია

პოლონეთში აშშ-ის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვენ. ქართველებს პოლონელებამდე ბევრი გვიკლია

“ისე იქცევა, თითქოს პოლონეთის გუბერნატორი იყოს”

2457
პოლონეთში აშშ-ის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვენ. ქართველებს პოლონელებამდე ბევრი გვიკლია

პოლონეთის პარლამენტის დეპუტატებმა ევროსკეპტიკოსებისა და ნაციონალისტების გაერთიანებაკონფედერაციიდანმოითხოვეს, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს აშშის ელჩი პოლონეთში _ ჯორჯეტ მოსბახერი.

“დადგა დრო, ითქვას, რომ მისის მოსბახერი პერსონა ნონ გრატაა პოლონეთში. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მწვავე რეაქცია იქონიოს ამ საკითხზე. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ისეთი გამომეტყველების მიღება, თითქოს ელჩი ისე არ იქცევა, როგორც პოლონეთის გუბერნატორი”, _ განაცხადა სეიმის (პარლამენტის ქვედა პალატა) დეპუტატმა რობერტ ვინიცკიმ 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვინიცკიმ აღნიშნა, რომ, “კონფედერაციის” აზრით, “აშშ-ის ელჩი ერევა პოლონეთის საშინაო საქმეებში და არ ერიდება ქვეყნის ხელისუფლების გაკრიტიკებას”.

ამას გარდა, დეპუტატმა მიუთითა “პოლონეთის ხელისუფლების ურეაქციობაზე ელჩის გამონათქვამების მიმართ. “ის იცავდა Uber-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებისგან, აკრიტიკებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაეწესებინა გადასახადი ციფრულ მომსახურებაზე, რომელიც შეეხებოდა ამერიკულ კორპორაციებს, აზრს გამოთქვამდა 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე აშშ-ის ინტერესების შესაბამისად”, _ განაცხადა დეპუტატმა, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის ელჩის ქმედება ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here