Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონეთს მიუთითეს, როგორ უნდა იცხოვროს

პოლონეთს მიუთითეს, როგორ უნდა იცხოვროს

390
პოლონეთს მიუთითეს, როგორ უნდა იცხოვროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლებიც 1-2 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამ ღონისძიებების ფარგლებში ტრამპი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას.

პოლონეთის მიმართ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა ყურადღება არ სუსტდება. იმის შესახებ, თუ რა სურს აშშ-ს პოლონეთისგან, საუბრობს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” რედაქტორი სტანისლავ სტრემიდლოვსკი: “პოლონეთში აშშ-ის ელჩი ჯორჯეტ მოსბახერი ამბობს, რომ პოლონეთმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს “საფრთხე, რომელიც მომდინარეობს გაძლიერების სტადიაზე მყოფი ორი სახელმწიფოსგან”. ეს სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, არის რუსეთი და ჩინეთი. “პოტენციურ აგრესორზე” ნართაულად ლაპარაკით მოსბახერი ლოგიკურად გამოკვეთს როლს პოლონეთისთვის აშშ-ის მიერ ორგანიზებულ დაპირისპირებებში.

მოსბახერი მიუთითებს “იდეოლოგიურ მდგენელზე”, რომელიც აქვს ფულს, და პოლონეთს არიგებს, უარი თქვას ჩინეთთან სავაჭრო და, საერთოდ, პრაგმატულ ურთიერთობაზე: დაიწყებს ვაჭრობას პეკინთან და ნელ-ნელა უღალატებს ოკეანის გაღმელ სუზერენს, რომელსაც ჩინეთთან სავაჭრო ომი აქვს გაჩაღებული. პოლონეთი უფრო ახლო პარტნიორებთანაც ფრთხილად უნდა იყოს. არ უნდა გაიტაცოს კონტაქტებმა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ევროკავშირთანაც.

ვაშინტონის ასეთი მითითებების შესრულება პოლონეთს უკვე დაუჯდა ურთიერთობის გაცივებად ევროკავშირელ მეზობლებთან. სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს ეძღვნება, პოლონეთისთვის კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა იქნება, რომელიც მას შეიძლება მოუწყონ გერმანიამ და საფრანგეთმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here