Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი რუსეთის კვალზე გეიპროპაგანდის აკრძალვას აპირებს. ევროკავშირი წინააღმდეგია

პოლონეთი რუსეთის კვალზე გეიპროპაგანდის აკრძალვას აპირებს. ევროკავშირი წინააღმდეგია

2068
ანჯეი დუდა

არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა სკოლებში უნდა აიკრძალოს, _ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. მან თქვა, რომ ლიბერალური დემოკრატიისა და ქრისტიანული დემოკრატიის მომხრეთა დაპირისპირება მწვავდება, როგორც კი დღის წესრიგში თავისუფლების საკითხი დგება. განმარტა, რომ უკიდურესი ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, თავისუფლებაყველაფრის ნებადართულობასნიშნავს. “ასეთ მიდგომას მე არ ვეთანხმები. ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს”.

“მიმაჩნია, რომ (ჰომოსექსუალიზმის) ასეთ პროპაგანდას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს სკოლაში. ამას მშვიდად და თანმიმდევრულად უნდა შევეწინააღმდეგოთ”, _ მოუწოდა ანჯეი დუდამ პოლონელებს.

“ასეთი კანონი რომ არსებობდეს და კარგადაც იყოს დაწერილი, არ გამოვრიცხავ, სერიოზულად მოვეკიდებოდი”, _ დასძინა მან.

პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza შეგვახსენებს, რომ არასრულწლოვანთა შორის გეიპროპაგანდა რუსეთში უკვე მოქმედებს. გამოცემა იმოწმებს SLGA-Europ-ის რეიტინგს, რომლითაც განსაზღვრულია არატრადიციული სექსუალური მიმართულების პირების თანასწორობის დონე, და აღნიშნავს, რომ პოლონეთმა 100 შესაძლებლიდან მხოლოდ 18 ქულა მიიღო, რუსეთმა _ 11 ქულა. რეიტინგის ლიდერია მალტა, რომელმაც 73 ქულა დააგროვა.

არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღების საკითხი გარკვეული ხნის წინათ ევროპაშიც განიხილებოდა, მაგრამ სტრასბურგისთვის გეების უფლებების დაცვა ბავშვთა უფლებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბავშვებს შორის გეიპროპაგანდა რუსეთში კანონით 2013 წლის ივნისის ბოლოს აიკრძალა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფონდებმა 2 მილიონი დოლარი გამოყვეს ამ კანონის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პრეზიდენტი პუტინი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ რუსეთში “არატრადიციონალისტებს” სამართლებრივად არ დევნიან, და ხაზგასმით ამბობდა, რომ რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალეს იმიტომ, რომ ბავშვები მშვიდ გარემოში აღზრდილიყვნენ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here