Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთის პრემიერი: დასავლეთ ევროპიდან ვერავინ გვასწავლის, რა არის დემოკრატია

პოლონეთის პრემიერი: დასავლეთ ევროპიდან ვერავინ გვასწავლის, რა არის დემოკრატია

144

ნუ ასწავლით პოლონელებს დემოკრატიას!” _ განაცხადა 3 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ პოლონეთისთვის მილიარდი ევროს გადახდაზე მოლაპარაკებები გრძელდება კანონის უზენაესობასთან პრობლემების გამო (პოლონეთში ქვეყნის კონსტიტუცია მაღლა დგას ევროკავშირის კანონებზე და ევროკავშირი მოითხოვს, პირიქით იყოს _ ..).

“ჩვენ ვერავინ გვასწავლის, რა არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, იმიტომ, რომ პოლონეთს ტოტალიტარიზმის ყველა სახეობასთან ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს”, _ დაწერა მორავეცკიმ “ფეისბუკში”. “ჩვენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისთვის ვიბრძოდით კომუნიზმის წლებში, მაგრამ ჩვენ დემოკრატიის გაცილებით ძველი ტრადიციები გვაქვს და არ გვინდა, რომ დასავლეთ ევროპიდან ვინმემ გვასწავლოს, რა არის დემოკრატია, რა არის კანონის უზენაესობა, იმიტომ, რომ ჩვენ ეს უკეთესად ვიცით”, _ დასძინა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

მანამდე პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზებრომ ევროპის კომისია პოლონეთის მთავრობისთვის შანტაჟის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ზებროს თქმით, არავის აქვს ვარშავის შანტაჟის უფლება იმით, რომ მას ფინანსურ სახსრებს გამოუყოფენ იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდება ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ პირობებს. ბრიუსელი ვარშავასა და ბუდაპეშტს ედავება ისეთ საკითხებში, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და მასმედიის თავისუფლება.

iarez.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here