Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთის მომავალი ევროკავშირში გაურკვეველია

პოლონეთის მომავალი ევროკავშირში გაურკვეველია

913
დონალდ ტუსკი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობის მატების ფონზე პოლონეთის მომავალი ევროკავშირში გაურკვეველია.

“დღეს არსებობს კითხვები ევროკავშირში პოლონეთის მომავალზე”, _ განაცხადა პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ახლა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელია.

“ევროპის ტრიბუნალის გადაწყვეტილების ასეთი ქედმაღლური უარყოფა რაღაც ძალიან სახიფათოზე მეტყველებს. ეს აშკარა მცდელობაა, შექმნან კონფლიქტი პოლონეთსა და ევროკავშირს შორის. ეს იმის გამოცხადების მცდელობას ჰგავს, რომ პოლონეთს არ სჭირდება ევროკავშირი და პოლონეთი არ სჭირდება ევროკავშირს. ვშიშობ, ჩვენ ახლოს ვართ ამ მომენტთან”, _ განაცხადა ტუსკმა.

დაძაბულობა პოლონეთსა და ევროკავშირს შორის პოლონეთის მიერ სასამართლოს სისტემის რეფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და უნგრეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან ერთად მიგრანტების მიღებაზე უარის თქმას მოჰყვა.

ევროკავშირი იმუქრება, რომ, თუ ეს ქვეყნები მიგრანტების მიღებაზე არ დათანხმდებიან, ევროკავშირი მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიიღებს, რაც დაფინანსების შეჩერებაში, ხმის უფლების ჩამორთმევასა და ბლოკიდან გაძევებაში შეიძლება გამოიხატოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here