Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური მინიატურები

პოლიტიკური მინიატურები

89

საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კარნახით, მკითხველს განსასჯელად პოლიტიკურ მინიატურებს ვთავაზობ.

ახლახან, 9 ნოემბერს, ბათუმში აშშ-ის სამხედრო ხომალდი ვიხილეთ, რომელმაც საქართველოში სამხედრო-საზღვაო წვრთნებისათვის აღჭურვილობა ჩამოიტანა. ასეთი წვრთნები მეზობელი რუსეთის სიახლოვეს საქართველოს სარგებლობის ნაცვლად დიდად აზიანებს _ რუსეთი მას ბორდერიზაციის, მავთულხლართების გავლების, მცოცავი ოკუპაციის პრაქტიკით პასუხობს.

ვეკითხები ქოცებს, ნაცებს, სხვა პარტიებს _ ყველას, ვინც აშშ-დასავლეთს ბრმად ეთაყვანება: ბატონებო, რა ჭკუაზე დადგებოდა და როგორი რეაქცია ექნებოდა ძია სემს, რუსეთს მექსიკის ან კუბის წყლებში ამ ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო-საზღვაო წვრთნები რომ გაემართა? ხომ დიდი უბედურება დატრიალდებოდა? ამას, უწინარესად, ძია სემი უნდა ჩაუფიქრდეს და, როგორც არაკეთილმოსურნე, თავის წვრთნებიანად საქართველოს გაეცალოს.

* * *

უზნეობა-უხამსობის შედევრი ვუწოდე წიგნს, რომელიც “ბიბლუსის” ვიტრინებში გასაყიდადაა გამოფენილი. მისი სახელწოდებაა “ყველაფერი ტრა* შია”; თურმე ყველაფერი ძია სემის უკანალში ყოფილა მოთავსებული. მრავლიმსთქმელია ის ფაქტიც, რომ ეს წიგნი ბესტსელერად არის აღიარებული. წიგნის ავტორი გახლავთ მარკ მენსონი, ხოლო ინგლისურიდან ქართულად მთარგმნელი _ დავით ახალაძე. ბატონი დავითი აცხადებს, რომ წიგნი უხამსი გამონათქვამებითაა გამორჩეული. მადლობა მთარგმნელს, რომ მან ქართველ მკითხველს გააცნო ცხოვრების ამერიკული წესის მთელი სიბინძურე და ყოფიერება.

ვკითხულობთ წიგნს და ძალაუნებურად გვახსენდება მასთან მიახლოებული შორეული წარსულის ანალოგი _ ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის ვაითხზულებები, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც სადისტური.

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here