Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკოსებო, დაფიქრდით. ფიქრი ხომ ადამიანის მუდმივი თანამგზავრია!

პოლიტიკოსებო, დაფიქრდით. ფიქრი ხომ ადამიანის მუდმივი თანამგზავრია!

56

განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირებას უკლებლივ ყველა ქვეყანაში გარკვეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები რომ აქვს, საყოველთაოდ ცნობილია. საქართველოში შიდაპოლიტიკური მოვლენების ისეთი დომხალია, რომ ძალაუფლების სათავეში მოსაბრუნებლად ოპოზიციური სპექტრისდამრტყმელიძალის, “ნაცმოძრაობის”, წარმომადგენელთა თითქმის ყოველი აქციააბსურდის თეატრსწააგავს, ვიდრე ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ გადადგმულ თუნდაც მცირე ნაბიჯს.

ასეთი უთავბოლო ფაფხურის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამჯერად მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ნაცების ვაი-პოლიტიკოსების ერთ უსაქციელობაზე, რომელსაც ამ პოლიტიკური ძალის საქართველოს პარლამენტში გაუთავებელი “შესვლა-გამოსვლა” ჰქვია და მინდა, მათ მივმართო:

ქალბატონო და ბატონო ნაციონალებო, თქვენ საქართველოს პარლამენტიპრახადნოი დვორინუ გგონიათ, რომელსაც, როცა მოგესურვებათ, დემონსტრაციულად დატოვებთ, მერე, როცა წყენა გადაგივლით, ისევ მიბრუნდებით და კვლავ წამოსკუპდებით სავარძლებში, თუმცა მახინჯურ აქციებს მაინც ვერ ელევით.

ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება _ პარლამენტის თავხედურად და დემონსტრაციულად დატოვების შემთხვევაში დეპუტატს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, იმუნიტეტი, ხელფასი და ყველა სხვა პრივილეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უმსგავსობა გაუთავებლად გაგრძელდება.

ცოტა ხნის წინათ თქვენ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შეცვლა მოინდომეთ რუსეთის სალანძღავი რეზოლუციით. რუსეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალისა და შთამბეჭდავი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო. დიახ, მის ძალას მსოფლიო ანგარიშს უწევს და მასთან კონფლიქტს ერიდება. ჩვენ კი, 30 წელია, მის ლანძღვა-გინებაში ვათენ-ვაღამებთ. ჰოდა, განა რაიმე შედეგი გამოიღო ამ ჩვენმა უგუნურებამ? რა თქმა უნდა, არა! პირიქით _ ბევრს ვზარალობთ (მარტო ბორდერიზაცია რად ღირს).

ნაციონალებო, კარგად დაიმახსოვრეთ: უკრაინა საქართველოს კი არა, სააკაშვილის მეგობარია, სააკაშვილი კი შოუმენ ზელენსკის ძმაკაცია.

მადლობა ღმერთს, რომქართული ოცნებისძალისხმევით პარლამენტმა სწორედ ის რეზოლუცია მიიღო, რომელიც სჭირდება უკრაინელ ხალხს და არა ნაციონალებს!

უკრაინას ებრაელები მართავენ, ისინი მთელი მოსახლეობის 0,2%-ია, მაგრამ რადაში 43%-ია, ხოლო მინისტრთა კაბინეტში _ 62%, უკრაინაში უკრაინელები თითქმის 80%-ია, მაგრამ რადაში _ 22%-ს შეადგენენ, მინისტრთა კაბინეტში კი _ 15%-ს.

ნაციონალებო, კაბინეტებში გიკიდიათ ჩვენი კლასიკოსების _ ილიას, აკაკის, ვაჟას მშვენიერი პორტრეტები, მაგრამ მათი არც ნაწარმოებები, არც წერილები, არც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გამოთქმული მოსაზრებები რუსეთის მიმართ არ წაგიკითხავთ. მეტიც, არც გაინტერესებთ!

საქართველოში მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ჩვენი სანაქებო სტრატეგიული პარტნიორები თითს თითზე არ დააკარებენ! მეტიც, არც ნატოს იმედი არ უნდა გვქონდეს. ის აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც ჩვენ არასდროს არ დაგვიცავს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ნატოს წევრობასაც არ გვაღირსებენ _ ნუთუ ეს კიდევ საკამათოა?!

რაც შეეხება შერიგებას, ამაზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ, დროის კარგვა და წყლის ნაყვაა ყველაფერი. შერიგება განუხორციელებელი ილუზიაა.

ნაცებო, თუ რუსეთის ლანძღვაგინებას განაგრძობთ, ხელისუფლება კი თქვენ მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას კვლავაც გამოიჩენს, იცოდეთ, სამუდამოდ დავკარგავთ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც, დავკარგავთ დამოუკიდებლობასაც, სუვერენიტეტსაც და, რაც მთავარია, ქვეყნის სხვა ტერიტორიებსაც _ აჭარასა და მის მიმდებარე მხარეებს, ასევე ახალქალაქის, წალკის, ნინოწმინდისა და ახალციხის რაიონებს.

საუკუნის წინათ საქართველოს იმჟამინდელმა უდღეურმა მთავრობამ, როცა სამშობლო დატოვა და საფრანგეთში გადაიხვეწა, თან გაიყოლა 248 ყუთი განძეულობა ქვეყნიდან, რომელიც 10 მილიონ 471 770 ოქროს მანეთად იქნა შეფასებული. ამ უძვირფასესი განძიდან საქართველოში მხოლოდ 39 ყუთის დაბრუნება მოხერხდა, ისიც იოსებ სტალინისა და შარლ დე გოლის ერთობლივი ძალისხმევით. დანარჩენი 209 ყუთი კი მენშევიკების უფუნქციო მთავრობის წევრებს შორის გაუთავებელი დავისა და კამათის შედეგად გაიყიდა პირადი მოხმარებისთვის, ამიტომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში კიდევ არ ჩავიგდოთ თავი.

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ამ ურთიერთობაში ბევრი სიკეთეა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც დანახვა და სათანადო დაფასება უნდა.

ქართველო პოლიტიკოსებო, უმორჩილესად გთხოვთ, ამაღლდეთ პირად და პარტიულ ამბიციებზე _ რუსეთის გაღიზიანებით ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოს ვერაფერს ვერ მივაღწევთ. გონს მოდით, თორემ თქვენი უსაქციელობით საქართველოს დაღუპავთ! განა ვერ ხედავთ, საქართველოში აშშის ელჩი როგორ თავხედურად ერევა ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში? საქართველოს, ფაქტობრივად, ის მართავს და არა თქვენ!

უმორჩილესად გთხოვთ, დაფიქრდეთ, ქვეყნის მართვის პრეტენზიის მქონენო: ფიქრი ხომ ადამიანის მუდმივი თანამგზავრია! იქნებ გადააფასოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, რათა ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის სწორ გზას დავადგეთ, თორემ მალე სამშობლო აღარ გვექნება!

იმისთვის, რომ ეს უდიდესი საფრთხე თავიდან ავირიდოთ და ქვეყანა აღმავლობის გზით წავიყვანოთ, საჭიროა, ყველა გზით _ როგორც პოლიტიკურით, ისე დიპლომატიურით _ შევეცადოთ რუსეთთან კეთილმეზობლური, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების დალაგებას. რუსეთი ასეთი ურთიერთობების დამყარებისგანარც ისე შორსაა”. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დასავლეთი გაჭირვებული მდგომარეობიდან ვერ და არ დაგვიხსნის.

ევროკავშირს ყოფილ საბჭოთა კავშირს თუ შევადარებთ, მათ შორის ისეთივე მკაფიო და დამაღონებელი განსხვავებაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. საბჭოურ პერიოდში საქართველოში უმუშევრობა არ არსებობდა, ყველა შრომისუნარიანი მოქალაქე დასაქმებული იყო და საკუთარი ხელფასით ოჯახს არჩენდა, თანაც იმხანად რესპუბლიკაში 5,5 მილიონი მცხოვრები ვიყავით, ახლა კი მხოლოდ 3 მილიონიღა დავრჩით. იცლება ქვეყანა შრომისუნარიანი, კვალიფიციური კადრების უცხოეთში გადინებით, ემიგრანტების მიზანი იქ ნაშოვნი ფულით აქ ოჯახების რჩენაა. სწორედ ამის გამოა, რომ უმუშევრობა ქვეყანაში, თქვენი სტატისტიკით, თითქოს მცირდება, მაგრამ ამით არავინ არ ტყუვდება. საქართველოში შობადობა კატასტროფულად მცირდება, თუმცა ისევ თქვენი სტატისტიკით შობადობა იზრდება _ უცხოელი მუსლიმებისა და სხვა ჯიშისა და ჯილაგის შემოდინების ხარჯზე. ვის ატყუებთ, არ გრცხვენიათ?!

სოფლის მეურნეობა და ეკოლოგია უდაბლეს დონეზეა. განათლება, მეცნიერება და ეკონომიკა საერთოდ არ გვაქვს ამ დარგების მინისტრების წყალობით.

ნაციონალებო, ყოველივე ამას გეუბნებათ ადამიანი, რომელსაც თითქმის ნახევარი საუკუნის გამოცდილება აქვს საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან ურთიერთობისა. პოლიტიკაში მეგობარი ქვეყანა არ არსებობს, განსაკუთრებით სამეზობლოში. მეზობლები მუდამ ცდილობენ, დაგამცირონ, დაგჩაგრონ, შელახონ შენი რეპუტაცია, წაგგლიჯონ მიწა-წყალი. მით უმეტეს ასეთი მტრები ულევად ჰყავს ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას, თავისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობით.

ქართველო პოლიტიკოსებო, ისტორიულად ისედაც გატანჯული ხალხი ახალი გასაჭირისთვის ნუთუ არ გებრალებათ?! უძვირფასესი ტყეები რომ გვეწვოდა და ნადგურდებოდა, შემოთავაზებულ დახმარებაზე რუსეთს უარი ვუთხარით: განა ამას გამართლება აქვს?

საგანგებოდ მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ვიცი, რომ პრესას საერთოდ არ ეცნობით. და ეს თქვენი ნაკლია და არა ღირსება. ჩვენ უყურადღებოდ და უპატრონოდ მიტოვებული, საკუთარი რედაქციებიდან გამოყრილი და თქვენი ყურადღებისა და მზრუნველობის მიღმა დარჩენილი ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი გვყავს, რომლებიც ჯერ კიდევ გადარჩენილ გაზეთებში მეტად საგულისხმო წერილებს აქვეყნებენ. ჩვენი პრესა პარლამენტი არ არის, სადაც ხმაურის, კინკლაობის, ურთიერთშეურაცხყოფის, უზრდელობის, თავხედობის მეტს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვისმენთ. საკანონმდებლო ორგანო სალაყბოს დაემსგავსა. ხალხს შეჯავრდა ტელევიზია, განსაკუთრებით ოპოზიციური არხები, მათი უზრდელი ჟურნალისტები და უგუნური დამფინანსებლები. თუკი სააკაშვილი ახერხებდა მისთვის მიუღებელი ტელეარხების ბარბაროსულად დარბევას ან სულაც დახურვას, თქვენ ვერ მოახერხეთ ხალხისთვის მიუღებელი არხების ფუნქციობის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება. აბა, ამაზრზენი მელაძის ან ხაბეიშვილის ღნავილის მოსმენა შეიძლება?! ანდა რატომ არ ჩამოართმევთ მიშას დედას უკანონოდ მითვისებულ უზარმაზარ ქონებას, გეშინიათ?!

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here