Home ახალი ამბები საქართველო პირს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი იმსხვერპლა, 9 წლით აღუკვეთეს...

პირს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი იმსხვერპლა, 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება

833
სასამართლო გადაწყვეტილება

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ტარიელ ჯამალაშვილი დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ “ფორდ-ტრანზიტის” მარკის ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მართვის უფლების არმქონე ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და “ოპელ-ვექტრას” მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით “ოპელ-ვექტრას” მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ “ფორდ-ტრანზიტის” ორი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here