2021 წლის 20 იანვარს აშშ–ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას “გენდერული იდენტურობის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის თავიდან აცილების შესახებ”, _ იუწყება თეთრი სახლის ვებგვერდი.
ბრძანებულების თანახმად, “ყველა ადამიანს უნდა მივუდგეთ კანონის საფუძველზე, მათი გენდერული იდენტურობის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად”.
“ყველა ადამიანს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. მიუხედავად იმისა, ვინ არის და ვინ უყვარს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სწავლის საშუალება, არ უნდა აღელვებდეთ, რომ საშუალებას არ მისცემენ, ისარგებლოს ტუალეტით, გასახდელით ან დაკავდნენ სასკოლო სპორტით”.
ტუალეტებით სარგებლობის წესების ხსენებას პრეზიდენტის ბრძანებულებაში, უკაცრავად, მაგრამ ძველ საბჭოთა მასობრივი მოხმარების ტუალეტების კედლებზე მიწერილი “უბორნიის პოეტების” ლექსიკის ნიმუშების ყროლი სუნი ასდის:
“Товарищи, друзъя
Нас пол с***ъ нелъзя,
Для етого естъ яма,
Держите ж***у прямо”.
უკანალის დასამიზნებლადაა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების პათოსი.
ალბათ, ეს პრობლემა აწუხებს ყველაზე მეტად ამერიკის საგანმანათლებლო სისტემას _ მამათმავლებისთვის კომფორტის უზრუნველყოფა: მოზარდებისთვისაც და უფროსებისთვისაც.
ამასთანავე, “უფროსებს უნდა შეეძლოთ, იმუშაონ თავიანთი პროფესიის მიხედვით, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ არ დაითხოვენ იმის გამო, ვისთან მიდიან სახლში, ან მათი ტანსაცმელი არ შეესაბამება სექსუალურ სტერეოტიპებს”, _ მითითებულია ბრძანებულებაში.
ცოტაც და, რომ მიეთითებინათ, თავიანთი პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად შესრულებისთვის ქუჩის ნებისმიერ მონაკვეთში დგომის უფლებაც მიეცეთო, გაიხარებდნენ თბილისელი სექსმუშაკები, რომლებსაც ცირკის ახლოს, ტროტუარზე, ხიდის ყურეში საველე “ოფისი” ჰქონდათ მოწყობილი… მაგრამ ვერ მოუსწრო მათ ბაიდენის ბრძანებულებამ, რომელსაც ქართული ინტერპრეტაციით ჩვენებიც გადმოიღებდნენ: ტირაჟიდან გამოვიდნენ ის უბედური მახინჯმანები, ასეთი “სტავკა” რომ ჰქონდათ: “სეანსი” 5 მანეთი.
“სტავკაც” და ის ადგილიც გაუქმებულია: ნეოლიბერალური თავისუფლების კუნძული ყოფილ ჩელუსკინელების ქუჩაზე…
აშშ-ის პრეზიდენტი წუხს იმის გამო, რომ “შავკანიან ამერიკელ ტრანსგენდერებს სამუშაო ადგილზე ხელს უშლის გაუმართლებლად მაღალი დონე დისკრიმინაციის, ძალადობის ისეთი დონე, რომელიც მსხვერპლით მთავრდება”.
ჰოოო! ეს საკითხი ჩვენც გვაღელვებს, რადგან შავკანიანებში ვინ ვინ არის, გარკვევა კი არა, მშობლიური პოლიტიკური ტრანსგენდერების ამოცნობაც გაგვჭირვებია.
არადა, ცოტანი არ არიან.