Home სხვადასხვა დაიჯესტი პირველი დეფოლტი ახალი ეკონომიკური კრიზისის ფონზე

პირველი დეფოლტი ახალი ეკონომიკური კრიზისის ფონზე

1376
პირველი დეფოლტი ახალი ეკონომიკური კრიზისის ფონზე

7 მარტს ლიბანის პრემიერმინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა უარი თქვას 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების დაფარვის ნაკისრ ვალდებულებაზე.

ამ პრობლემის შესახებ ერისადმი მიმართვაში მან აღიარა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მოსახლეობისთვის სურსათისა და წამლების შესაძენი ფული.

“სახელმწიფოს ამჟამად არ შეუძლია დახარჯოს ვალუტის მარაგი დავალიანების დასაფარავად, რადგან ფული საჭიროა მოსახლეობისთვის სურსათისა და წამლების შესაძენად”, _ თქვა დიაბმა.

მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკება კრედიტორებთან სახელმწიფოს ვალის რესტრუქტურიზაციაზე, რომელმაც 90 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება ლიბანის ეკონომიკას _ მშპ-ს 170 პროცენტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here