Home ახალი ამბები მსოფლიო “პირველივე წამებზე ნოკაუტში ჩავაგდებდი” _ ტრამპმა რინგზე ორთაბრძოლის გამართვა ისურვა ბაიდენთან

“პირველივე წამებზე ნოკაუტში ჩავაგდებდი” _ ტრამპმა რინგზე ორთაბრძოლის გამართვა ისურვა ბაიდენთან

118

ევანდერ ჰოლიფილდისა და ვიტორ ბელფორტის რინგზე შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშის ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხეს, ვისთან ისურვებდა ორთაბრძოლის გამართვას რინგზე. ტრამპმა განაცხადა, რომ პროფესიონალ მოკრივესთან დაპირისპირებაზე უარს იტყოდა, მაგრამ რინგზე სიამოვნებით გამართავდა ორთაბრძოლას მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

9 სექტემბერს აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპი ტელეფონით ჩაერთო პრესკონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ამერიკელ ევანდერ ჰოლიფილდისა და ბრაზილიელ ვიტორ ბელფორტის ორთაბრძოლას.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ვისთან ისურვებდა რინგზე შეხვედრას. “პროფესიონალთან შეხვედრისგან თავს შევიკავებდი… მაგრამ, თუ არჩევანის საშუალება მომეცემოდა, ვისურვებდი ჯო ბაიდენთან ორთაბრძოლის გამართვას. მას (ბაიდენს) დიდი პრობლემები შეექმნებოდა, თუ ასეთ ორთაბრძოლაში მონაწილეობას გადაწყვეტდა, პირველივე წამებზე ნოკაუტში ჩავარდებოდა”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პოლიფილდისა და ბელფორტის შეხვედრაზე დონალდ ტრამპი და მისი ვაჟი დონალდ ტრამპი (უმცროსი) კომენტატორებად მოევლინენ საზოგადოებას.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here