თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, პირველად საქართველოში გაიმართა ვეტერან მოფარიკავეთა შორის ღია ტურნირი, რომლის ინიციატორები იყვნენ ვეტერან მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში (1963წ.) და ვეტერანთა შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ბატონი ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე და ვეტერანი მოფარიკავე ზურაბ ბოკუჩავა. შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლდათ ეროვნული კატეგორიის მსაჯი ლუდვიგ ღაღანიძე. ასპარეზობაში 53 ვეტერანი სპორტსმენი მონაწილეობდა.
რაპირაში ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:
კაცებს შორის – ირაკლი გობეჯიშვილი (I ადგილი), ვიტალი გრიგოლია (II), ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე და მერაბ კარტოზია (III).
ქალებს შორის – რუსუდან ჟვანია (I), ქეთევან ერემეიშვილი (II), ეკა ღუნაშვილი და ხათუნა მამუკაშვილი (III).
დაშნაში გამარჯვება წილად ხვდათ:
კაცებს შორის – ალექსანდრე ზახაშვილს (I), გიორგი კოკოჩაშვილს (II), ზურაბ ბოკუჩავასა და მალხაზ კვაჭაძეს (III).
ქალებს შორის – ხათუნა ჭუმბურიძეს (I), თამუნა ჭუმბურიძეს (II), სოფო დიდიასა და ნანა ვარდანაშვილს (III).
ხმლით ასპარეზობის გამარჯვებულნი კი არიან ლევან იოსებიძე (I), ალეკო ჩიტიშვილი (II), გელა ჩიხრაძე და თემურ ბოჭორიშვილი (III).
საუკეთესოები ვეტერანთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.
მსგავსი შეჯიბრებები საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიურად გაიმართება.