Home ახალი ამბები საქართველო პირველად გერმანიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ქართველი ჩოგანი გახდა

პირველად გერმანიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ქართველი ჩოგანი გახდა

986
ნიკოლოზ ბასილაშვილი

29 ივლისს ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35- ნომერი გახდა.

“თანაბარი თამაში იყო, საუკეთესოდ არ მიასპარეზია, ჭკვიანურად ვითამაშე. ბედნიერი და დაღლილი ვარ, დავისვენებ და ავსტრიული ტურნირისთვის მოვემზადები. ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი ქართველი ვარ”, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. 

მან ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here