8 სექტემბერს გერმანიის განათლების ცენტრებში წერა–კითხვის უცოდინარი ადამიანების გასანათლებლად რამდენიმე პროგრამა წარადგინეს, _ იუწყება ტელეარხი Das Erste.
გერმანიის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 6 მლნ ადამიანია, რომლებმაც წერა-კითხვა სათანადოდ არ იციან. ბევრს ამის გამო რცხვენია და ცდილობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოამჟღავნოს უცოდინარობა, ამიტომ ისეთ ადგილზე იწყებენ მუშაობას, წერა-კითხვის ცოდნა აუცილებელი რომ არ არის.