Home ახალი ამბები მსოფლიო პენტაგონი უკრაინას მოკავშირედ არ მიიჩნევს

პენტაგონი უკრაინას მოკავშირედ არ მიიჩნევს

ვინსენტ სტიუარტმა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისმეგობრობარომ დროებითია და ეს ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ზრუნავს, კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალლეიტენანტ ვინსენტ სტიუარტის რამდენიმე დღის წინანდელმა განცხადებამ.

“უკრაინა აშშ-ის პარტნიორია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მოკავშირეთა კატეგორიაშია. ვიცი, რომ ის ძლიერი პარტნიორია, მაგრამ არაფერი მსმენია იმაზე, რომ ჩვენ უკრაინასთან ალიანსში ვარ”, _ განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ვინსენტ სტიუარტმა.

ექსპერტთა აზრით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმარველოს ხელმძღვანელის განცხადება იმას ნიშნავს, რომ უკრაინა დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს გადაწყვეტილებებს (ან როდის იღებდა? _ ლ.მ.) და იძულებული შეიქნება, ვაშინგტონის მითითებები უსიტყვოდ შეასრულოს. აშშ სამხედრო დახმარებას უკრაინას მხოლოდ მაშინ გაუწევს, თუ სანაცვლდ რამე დასჭირდება, მაგალითად, ტერიტორია ან უკრაინის მზადყოფნა, დაემორჩილოს ვაშინგტონის წესებს.

ვინსენტ სტიუარტის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე The Wall Street journal-ი იუწყებოდა, რომ აშშ-ს განზრახული აქვს, უარი თქვას იმ ქვეყნების უანგარო დახმარებაზე, რომლებსაც ფული სამხედრო მიზნებისთვის სჭირდებათ.

ამ ქვეყნებს შორის არის უკრაინა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯი 32%-ით, ანუ 3,5 ტრილიონი დოლარით უნდა შემცირდეს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here