Home სხვადასხვა დაიჯესტი პენტაგონი კონტროლს აწესებს პათოგენებსა და ეპიდვითარებაზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში

პენტაგონი კონტროლს აწესებს პათოგენებსა და ეპიდვითარებაზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში

984
პენტაგონი კონტროლს აწესებს პათოგენებსა და ეპიდვითარებაზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში

ამერიკული სამხედრო სააგენტო DTRA ასრულებს ონლაინსისტემის მონტაჟს დსთის ქვეყნებში შენახული განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური პათოგენების გასაკონტროლებლად და მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. პენტაგონში არ მალავენ, რომ ცდილობენ, აშშ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავარი პარტნიორი გახდეს და მაქსიმალურად შეამცირონ რუსეთის გავლენა მათ საზღვრებთან.

უსაფრთხოების შემცირების სააგენტო (DTRA) გეგმავს, 2020 წელს დაასრულოს “პათოგენების ხელმისაწვდომობაზე კონტროლის სისტემების” (PACS) დანერგვა უკრაინაში იქ, სადაც სახიფათო პათოგენები ინახება. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი სააგენტო განაგრძობს მხარდაჭერას უკვე არსებული სისტემებისადმი, _ ნათქვამია ორგანიზაციის 2020 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში.

DTRA-სა სპეციალისტები უახლოესი 3 წლის განმავლობაში გეგმავენ, დაასრულონ მუშაობა “დაავადებების გამოსავლენი ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის” (EIDSS) სრული მასშტაბით ასამოქმედებლად 4 ქვეყანაში. მხოლოდ ამ პროექტების განხორციელება პენტაგონს შესაძლებლობას მისცემს, თითქმის რეალურ დროში გააკონტროლოს ეპიდემიოლოგიური ვითარების ნებისმიერი ცვლილება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და განსაზღვროს ადგილმდებარეობა და გამოყენება ყველა განსაკუთრებით საშიში პათოგენისა, მათ შორის, მაგალითად, ციმბირის წყლულის.

სისტემები _ PACS-ი და EIDSS-ი შეიმუშავეს DTRA-ს შეკვეთით.

“PACS არის დახურული ქსელიკლიენტისერვერი” _ ბიოლოგიური აგენტების კონტროლის დამოუკიდებელი ქსელი. პათოგენების მარკირების უნიკალური ბარკოდის მეშვეობით, სისტემა აკვირდება ამ პათოგენების ნებისმიერ მოქმედებას”, _ ნათქვამია PACSის სრულყოფისთვის გამოცხადებულ ტენდერზე DTRA მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EIDSS-ი წარმოადგენს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მრავალდონიან პლატფორმას. პირველ ეტაპზე ინფორმაციას გასცემენ საავადმყოფოები და სხვა მედდაწესებულებები, სოფლის მეურნეობის საწარმოები და ვეტერინარული ორგანიზაციები. ამის შემდეგ ერთი პლატფორმის ჩარჩოებში ინფორმაცია ხვდება რეგიონულ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებსა და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებში და გადაეცემა სახელმწიფოებრივ დონეზე, სადაც იქმნება ქვეყნის საერთო ეპიდემიოლოგიური ვითარების სურათი. შემდეგ ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ჯერჯერობით ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება მხოლოდ DTRA-ს, რომელიც აკონტროლებს EIDSS-ს.

სურათი მაქსიმალურად ფართო და ობიექტური რომ იყოს, ამერიკული სააგენტო აპირებს, განაგრძოს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში რეგიონული ქსელების განვითარება ბიოლოგიურ საფრთხეებზე დასაკვირვებლად და პერსონალის მოსამზადებლად იმ ლაბორატორიებისთვის, რომელთაგან ბევრი შეიქმნა DTRA-ს ამერიკული მოიჯარეების სპეციალისტების მიერ, მათ შორის, ძირითადია Black and Veatch-ი.

სამუშაოები მიმდინარეობს ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის (BTRP) ჩარჩოებში. ადრე მას ერქვაერთობლივი მონაწილეობის ბიოლოგიური პროგრამა” (CBEP). პროგრამის ანოტაციაში DTRA მიუთითებს, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ ბიოლოგიური საფრთხეების განსაზღვრისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, არამედ იმისკენაც, რომ მაქსიმალურად შემცირდეს რუსეთის გავლენა და მოიმატოს ამერიკულმა, რაც გასაკვირი არ არის, “ეს (პროგრამა), აგრეთვე, ამცირებს ლოკალიზებული აფეთქებების რისკს რეგიონულ მადესტაბილიზებულ მოვლენებში და ამაღლებს აშშის სამხედრო ქვედანაყოფების უსაფრთხოებას”, _ დასძენენ DTRA- 2020 წლის ბიუჯეტის ავტორები BTRP- მიზნების შესახებ.

თუ გასულ წელსბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამაზე” 172 მლნ დოლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს ამ თანხამ 197 მლნ შეადგინა, გაისად კი 183 მლნია დაგეგმილი. ამ თანხებში შედის ლაბორატორიის განახლება უკრაინაში და ცენტრალური რეფერენსლაბორატორიის ამუშავება აზერბაიჯანში.

ჩვენი ვწერდით აშშ-ის მიერ ათეულობით ბიოლაბორატორიის შექმნაზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და უკრაინაში (“პენტაგონის ბიობაქტერიოლოგიური საქმიანობა _ საფრთხე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევრაზიაში”, იხ. “საქართველო და მსოფლიო” #36, 2019 წ.). იქ ატარებენ კვლევებს პათოგენებზე, რომლებსაც DTRA, დიდი ხანია, შეისწავლის, როგორც ბიოიარაღს: ციმბირის წყლული, ბრუცელოზი, ჭირი, ღორის აფრიკული ჭირი და ტულარემია. მიმდინარე წლის მაისში ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების (NCBI) ვებგვერდმა გამოაქვეყნა უკრაინაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები _ “სხვადასხვა წყაროს Bacillus anthracis-ის (ციმბირის წყლულის) უკრაინული შტამების ფილოგენეტიკური ანალიზი”. ეს კვლევები ჩაატარეს მოლეკულური დიაგნოსტიკის ნაციონალური სამეცნიერო ცენტრის “ვეტერინარული მედიცინის ექსპერიმენტული და კლინიკური ინსტიტუტის” ხარკოვის ლაბორატორიის სპეციალისტებმა. ეს ლაბორატორია შეიქმნა DTRA-ს სახსრებით. კვლევებში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ბუნდესვერის მიკრობიოლოგებიც. სპეციალისტები შეისწავლიდნენ ნიკოლაევში, ხერსონსა და ხარკოვში გამოვლენილ ციმბირის წყლულის შტამებს.

სექტემბერში კი NCBI-ზე გაჩნდა სამეცნიერო ნაშრომი „Bacillicus anthracis-ით (ციმბირის წყლულის) დასნებოვნების სამი ახალი ბაზილისკოპური ფაგის გენომური დახასიათება”. კვლევა ჩატარდა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში DTRA-ს დაფინანსებით და ამერიკის უოლტერ რიდის სახელობის კვლევითი სამხედრო ინსტიტუტის სპეციალისტების მონაწილეობით. პენტაგონის ეს კვლევითი დაწესებულება DTRA-ს ქვედანაყოფია. ქართულ ლაბორატორიას, თავისი ე.წ. ღიაობის მიუხედავად, დაწესებული აქვს მკაცრი შეზღუდვები. მაგალითად, ლაბორატორიის მესამე დონეში შეღწევა შეუძლიათ მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის უფლება. მათ ყველას აქვს დიპლომატიური სტატუსი სამხედრო სფეროში 2002 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე.

ხოლო აშშის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს 2005 წლის შეთანხმების მიხედვით, უკრაინის მთავრობას ეკრძალებამგრძნობიარეინფორმაციის გახმაურება ამერიკული პროგრამის შესახებ და უკრაინა ვალდებულია, პენტაგონს გადასცეს სახიფათო პათოგენები ბიოლოგიური გამოკვლევებისთვის. მეტიც, ამერიკელ სამხედროებს ხელი მიუწვდებათ უკრაინის სახელმწიფო საიდუმლოებებზე, რომლებიც ამ პროექტებთან არის დაკავშირებული, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო კი ვალდებულია, პენტაგონს გადასცეს სახიფათო პათოგენების შტამების ასლები. სომხეთში ამერიკელებს ხელი მიუწვდებათ მონაცემთა სრულ ბაზაზე და შეუძლიათ, განსაკუთრებით საშიში პათოგენები გაიტანონ თბილისში _ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამერიკელი ბიოლაბორატორიების ამოქმედებას დაემთხვა ამ სახელმწიფოებში სახიფათო დაავადებების კერების გაჩენა. თანაც ლაბორატორიებში კვლევებსა და სამუშაოებს აწარმოებდნენ იმ ამერიკული კომპანიების მეცნიერები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში.

EIDSS-ისა და PASS-ის სისტემების დანერგვა პენტაგონს შესაძლებლობას აძლევს, რუსეთის საზღვრების გასწვრივ გააძლიეროს ბიოლოგიურ ვითარების კონტროლი, როგორც მშვიდობიანი, ისე სამხედრო მიზნით. DTRA-მ ოფიციალურად განაცხადა “ერთობლივი მონაწილეობით ბიოლოგიური პროგრამის” რამდენიმე მიზნით განხორციელებისა და ბიოლაბორატორიების დაფინანსებისა და მათი პერსონალის სწავლების შესახებ ათეულობით ქვეყანაში. პირველი _ ეს არის განსაკუთრებით სახიფათო პათოგენების კოლექციების შეგროვება და შენახვა საიმედო და უსაფრთხო ობიექტებში; მეორე _ ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სისტემების განმტკიცება განსაკუთრებით საშიში პათოგენების გამოსავლენად.

2013 წელს სტრატეგიული კვლევების ცენტრმა RAND-მა, რომელიც თეთრი სახლის შეკვეთებს ასრულებს, გამოაქვეყნა ანგარიში “წინ ინტეგრირებული სამხედრო ბიოდაზვერვისკენ: შეფასებები და შესაძლებლობები”. დოკუმენტში ანალიტიკოსებმა ცოტა განსხვავებულად წარმოაჩინეს პროგრამის მიზნები. მაგალითად, CBEP-ის პროგრამით მოქმედი ლაბორატორიები უნდა შევიდნენ აშშ-ის არმიის ჯანდაცვის ცენტრის მონაცემთა შეგროვების ერთიან ქსელში (AFHSC). მათი ამოცანაა კვლევების ჩატარება განსაკუთრებით საშიში პათოგენების მიმართ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაფასებლად.

პენტაგონს ხელს აძლევს ის, რომ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია მიღებული კი არის, მაგრამ აქამდე არ შექმნილა საორგანიზაციო სტრუქტურები ამ კონვენციის შესრულებაზე კონტროლის დასაწესებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აშშ დაადანაშაულა, რომ ეს ქვეყანა ფარისევლურ პოლიტიკას ეწევა ბიოლოგიური იარაღის სფეროში: “აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით ნაციონალური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ხორციელდება აქტიური სამედიცინო-ბიოლოგიური საქმიანობა, რომელიც გვაშფოთებს და აჩენს კითხვებს, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის ჩარჩოში და უცნაურად გამოიყურება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მცდელობები, დაბლოკონ მოლაპარაკებების განახლება ვერიფიკაციის მექანიზმზე, ამასთანავე, ცალმხრივად მიუწვდებოდეთ ხელი მათთვის საინტერესო უცხოურ მიკრობიოლოგიურ ობიექტებზე, რომელთა შესახებაც ინფორმაციის გავრცელებით არ იღლებიან და რომლებიც, ჩვენი შეფასებით, არ შეესაბამება სინამდვილეს”.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here