Home ახალი ამბები პეკინზე ახალგაზრდა ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა

პეკინზე ახალგაზრდა ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა

764

თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც   თბილისის საპატრულო პოლიციის პრესსამსახურში აცხადებენ, შემთხვევა პეკინის გამზირზე მოხდა. გზაზე გოგონას მიკროავტობუსი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაეჯახა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე აღძრულია 274 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here