Home სხვადასხვა დაიჯესტი პედოფილს, რომელმაც ოთხი წლის გოგონა გააუპატიურა, მხოლოდ 2 წელიწადი მიუსაჯეს

პედოფილს, რომელმაც ოთხი წლის გოგონა გააუპატიურა, მხოლოდ 2 წელიწადი მიუსაჯეს

1141
პედოფილი

38 წლის აბერდინელმა ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, წლების შემდგომ განუცხადა პოლიციას, როგორ გააუპატიურა იგი ჯერ კიდევ 4 წლისა ჯონ ბარბურმა, რომელიც იმხანად 19 წლისა იყო.

ბარბურის წინააღმდეგ (იგი ამჟამად 52 წლისაა) აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 1984 და 1986 წლებში ჩადენილი ძალადობის გამო.  მოსამართლემ სავსებით საკმარისად მიიჩნია მისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ციხეში 2 წლის გატარების შემდეგ კი მას უფლება ექნება, ითხოვოს ვადამდელი პირობითი გათავისუფლება.

“მან მომპარა ჩემი უბიწობა და ბავშვობა. ეს მაწუხებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. გაოცებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლემ მას ასეთი მსუბუქი სასჯელი შეუფარდა”, _ ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი.

ქალის განცხადებით, ჯონის გამო ახლაც არ ენდობა მამაკაცებს. მისი ორი ქორწინება უიღბლო გამოდგა. სექსს კი აღიქვამს, როგორც საშინელებას, ტკივილსა და გადაულახავ შიშს…

ჯონი ატერორებდა გოგონას, რათა მომხდარი არ გაეთქვა; ფულს აძლევდა, ჩუმად რომ ყოფილიყო, და პრაქტიკულად ყოველდღე ძალადობდა მასზე. გოგონას თავი მეძავ ქალად მიაჩნდა და საკუთარი თავისა რცხვენოდა. მხოლოდ 17 წლისამ გაუმხილა დედას თავს დამტყდარი უბედურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here