Home სხვადასხვა დაიჯესტი პედოფილიისთვის მსჯავრდებული ესტონეთის მოქალაქე დააჯილდოვეს

პედოფილიისთვის მსჯავრდებული ესტონეთის მოქალაქე დააჯილდოვეს

348
პედოფილიისთვის მსჯავრდებული ესტონეთის მოქალაქე დააჯილდოვეს

ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა საპატიო ნიშნითთავისუფლების მუხის გვირგვინიდააჯილდოვა სილვერ სილდი. გაზეთი Postimees იუწყება, რომ ეს კაცი 2008 წელს პირობით იყო მსჯავრდებული პედოფილიის ბრალდებით.

ამ საპატიო ნიშნით გამოარჩევენ ესტონეთის თავისუფლებისთვის მებრძოლ და ესტონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ ადამიანებს. უწყების ცნობით, სილდი დააჯილდოვეს ესტონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის გარკვევაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ქალაქ ვირუში დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალის შექმნაში მონაწილეობისთვის.

იუსტიციის მინისტრ ურმას რეინსალუს განცხადებით, ჯილდოს გადაცემის მომენტისთვის მან არაფერი იცოდა დაჯილდოებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. უახლოეს დღეებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტს პედოფილისთვის ჯილდოს ჩამორთმევის საკითხს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here