2021 წლის შემოდგომაზე ევროპაში პედოფილებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს _ იტალიაში სექსუალურ კავშირზე თანხმობის ასაკი 14 წლამდე შეამცირეს. ეს ნიშნავს, რომ 14 წლის მოზარდებთან სექსუალური ურთიერთობა ამიერიდან კანონიერად ითვლება პირობითი შესწორებით: თუ “აქტი ნებაყოფლობით მოხდება ორი მხარის თანხმობით”. როგორც ხედავთ, ასეთ ვითარებაში მშობლებს არ შეუძლიათ, გავლენა იქონიონ პროცესზე. მათ შვილს სრული უფლება აქვს, თავის სხეულს ისე მოექცეს, როგორც სურს, ხოლო “ადამიანის უფლებების” დარღვევა ევროპულ თანამეგობრობაში არასასიამოვნო შედეგების მომტანია.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ე.წ. თანხმობის ასაკი კიდევ უფრო დაბალია ზოგიერთ ქვეყანაში: არგენტინაში, ბურკინა-ფასოში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში 13 წელია; მექსიკაში, ფილიპინებში, ანგოლაში _ კიდევ უფრო ნაკლები. იქ 12 წლის მოზარდთან დასაშვებია სექსუალური ურთიერთობის დამყარება. რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციაა, დაკავშირებული სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხალხების ცხოვრების პირობებთან. რაც უფრო ხანმოკლეა სიცოცხლე, მით ადრე უნდა დატოვოს ორგანიზმმა შთამომავლობა.
იემენში 9 წლის გოგონას გათხოვებაა დაშვებული. იემენი კონსერვატიული მუსლიმანური ქვეყანაა, იქ გადაკვრით ლაპარაკიც კი არ შეიძლება ბავშვთა პროსტიტუციასა და ქორწინებამდე კავშირებზე.
რაც შეეხება ფილიპინებს _ “პედოფილებისთვის აღიარებულ სამოთხეს”, იქ მთავრობა ყველანაირად ებრძვის აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას (ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო განლაგებული). ქვეყნის კანონმდებლობაში არსებულ ხვრელებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედოფილები იყენებენ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფილიპინებზე 10 ადამიანიდან, რომლებზეც სექსუალურად იძალადეს, 7 ბავშვია. ქვეყანაში პროსტიტუცია, მით უმეტეს ბავშვთა, კანონით არის აკრძალული და, თუ დამტკიცდება, რომ ვინმემ აქტის შესრულებაზე თანხმობას ჯილდოს გაცემით მიაღწია, აკრძალული გართობის მოყვარულს კანონთან უსიამოვნებები ექნება. ამას გარდა, პარტნიორებს შორის სხვაობა 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ მოთხოვნებს თითქმის არავინ იცავს და კუნძულზე მთელი მსოფლიოდან ჩადიან პედოფილები.
შექმნილი ვითარების გამოსწორებას ფილიპინების ხელისუფლება შეეცდება ახალი კანონით, რომლის მიხედვით თანხმობა დასაშვები იქნება 16 წლის შესრულების შემდეგ. სწორედ 16 წელია დაწესებული ბევრ ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, რუსეთში, ისრაელში, ბელარუსში, ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში. მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპინელი ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვის მიზნით სექსუალური თანხმობის წლოვანების მომატებას ამ ქვეყნის სენატორთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და შესაბამისი დადგენილების პროექტი პრეზიდენტს გადაეცა განსახილველად.
ანალოგიური ტენდენცია იკვეთება ჩინეთსა და იაპონიაშიც. იაპონიის 47-ვე პრეფექტურაში შესწორება შევიდა კანონში და ახლა იმ პირის წლოვანებამ, რომელიც სექსუალურ აქტზე თანხმაა, 13-დან 18 წლამდე მოიმატა. უფლებადამცველებმა ჩინეთში დაწესებული 14-წლიანი ზღვარიც არასაკმარისად მიიჩნიეს. კანონის გადახედვას ხელი შეუწყო ცნობილი სანავთობე კომპანიის ვიცეპრეზიდენტის, ბაო იუიმინის, გარშემო აგორებულმა სკანდალმა _ იუიმინი 14 წლის გოგონას მეურვე იყო, რომელთანაც სექსუალური კავშირიც დაამყარა. ამრიგად, აშკარაა დადებითი კორელაცია საზოგადოების კეთილდღეობის მატებასა და მოზარდი თაობის წარმომადგენელთა სექსზე თანხმობას შორის.
ახლა კი გავიხსენოთ კაცობრიობის ზნეობრივი და სულიერი გამოცდილება სიძვის მიმართ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
თანამედროვე მატერიალური კეთილდღეობის პიკზე მყოფ პოსტქრისტიანულ დასავლურ სამყაროში უკუპროცესებს ვხედავთ. კარგა ხანია, იქ მიმდინარეობს პროცესები თავსართით “დე”: დეგრადაცია, დემარში, დეპოპულაცია.
წერილის დასაწყისში აღწერილი იტალიური შემთხვევის არაორაზროვნება არის ის, რომ, მოზარდებთან სექსუალური კავშირის დამყარების წლოვანების შემცირებასთან ერთად, შემცირდა პორნოფილმების გადაღებებში მათი მონაწილეობის წლოვანებაც. ნორმატიულ აქტში ილუზორული მითითებაა, რომ “ყველაფერი უნდა მოხდეს ურთიერთთანხმობით და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის”.
ამით იტალიის უზენაესი სასამართლო, რომელმაც ეს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 ოქტომბერს გამოიტანა, პრაქტიკულად დათანხმდა ბავშვთა პორნოგრაფიას.
პორნოგრაფიულ ფილმებს ცხოვრებაში მორიდებულად უწოდებენ “ფილმებს დიდებისთვის”. აშკარაა: თანხმობის წლოვანება დაკავშირებული არ არის ბავშვების უფლებებთან და ამ საკითხს ლობირებენ დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსანი პედოფილები. ეს განსაკუთრებით ეხება ჰომოსექსუალურ კავშირებს.
ევროპის ქვეყნებში ბავშვებთან ჰომოსექსუალური სექსის ლეგალიზაციის მხრივ პირველი იყო გერმანია, იქ თანხმობის წლოვანება 14 წელია. XX საუკუნეში კანონმდებლობაში შეიტანეს შესწორებები, რომ მოცემული შეზღუდვა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ურთიერთობაზეც ვრცელდება, ანუ, თუ მოზარდი “წინააღმდეგი” არ არის, მაშინ ჰომოსექსუალური კავშირი დასაშვებია. რამდენიმე წლის შემდეგ ანალოგიური შესწორებები შეიტანეს სხვა ქვეყნების კანონებშიც: ლიეტუვაში ჰომოსექსუალური კავშირის თანხმობისთვის წლოვანება 17-დან 14 წლამდე შემცირდა, უნგრეთში _ 18-დან 14-მდე, ჩეხეთში _ 18-დან 15-მდე, სერბეთში _ 18-დან 14-მდე. ყველაზე დიდ წარმატებას პედოფილებმა ესპანეთში მიაღწიეს, სადაც 1995 წელს თანხმობის წლოვანება 12 წლამდე დასწიეს, თუმცა კათოლიკების პროტესტის შემდეგ ჰომოსექსუალებისთვის შეზღუდვა გაზარდეს.
პედოფილიის ძირითად შემკვეთად ჰომოსექსუალიზმს მიიჩნევენ. სან–ფრანცისკოელი გეების მომღერალთა გუნდმა ცოტა ხნის წინათ გამოუშვა სკანდალური კლიპი, რომელშიც საზოგადოებას დაჰპირდნენ: “ჩვენ გადავაკეთებთ თქვენს შვილებს!” მათ “პედოფილების ჰიმნის” შექმნის იდეა მიაწოდა ლგბტ აქტივისტმა მაილო იანოპულოსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიჭებს შორის სექსუალურ კავშირში “ცუდი არაფერია”. სკანდალის აგორების შემდეგ კლიპი წაშალეს YOUTUBE–დან, მაგრამ მსოფლიომ, ბოლოს და ბოლოს, შეიტყო, რა სურთ ჰომოსექსუალებს.
გამონათქვამები, რომლებითაც მტკიცდება, რომ პედოფილიის ლეგალიზაციის უკან დგანან ადამიანები სექსუალური პერვერსიებით, საკმარისზე მეტია. ტრანსგენდერმა ელან უოკერმა, ამერიკული უნივერსიტეტის, ოლდ დომინონის სოციოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფაკულტეტის დოცენტმა რამდენიმე დღის წინათ საჯაროდ მოუწოდა ხელისუფლებას პედოფილიის ლეგალიზაციისა და მისი, როგორც სექსუალური ორიენტაციის აღიარებისკენ. ქალყოფილის აზრით, სიტყვა “პედოფილის” ნაცვლად უნდა გამოიყენონ ტერმინი “ის, ვისაც იზიდავს არასრულწლოვნები”. ამასთანავე, ტრანსგენდერმა მოითხოვა, საზოგადოება “მიმტევებელი” იყოს პედოფილების სურვილების მიმართ და გაითვალისწინონ მათი უფლებები.
უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახსოვთ, სსრკ–ის პერიოდში როგორ უხატავდა მოქალაქეებს პროპაგანდა კაპიტალისტური საზოგადოების საშინელებებს. საბჭოთა კავშირი დასავლეთის ძალისხმევით დაინგრა 30 წლის წინათ. და სინამდვილე, რომელიც გადაიშალა “განთავისუფლებული” საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრებთა თვალწინ კიდევ უფრო კოშმარული აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოედგინა. როგორც გაირკვა საბჭოელებს სიმართლეს ეუბნებოდნენ.
რუსეთი კი, რომელმაც ქარტეხილები გამოიარა, კვლავ ზესახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამიტომ უტევს მას შეუპოვრად დასავლეთი და ცდილობს, თავს მოახვიოს დასავლური “ფასეულობები” და “თავისუფლებები”.
ბევრი იფიქრებს, რომ “რკინის ფარდა”, რომელიც საბჭოელებს სიბინძურის ნაკადისგან იცავდა, არც ისე ცუდი იყო.
russtrat.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა