Home რუბრიკები პოლიტიკა პედოფილების საქმე _ ანგლოსაქსების ელიტაში მკვლელობები გრძელდება

პედოფილების საქმე _ ანგლოსაქსების ელიტაში მკვლელობები გრძელდება

2394
ჯეფრი ეფშტეინი და გილეინ მაქსველი

პედოფილი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი მსოფლიოს გავლენიან ადამიანებთან მეგობრობდა და საქმიან პარტნიორებს ანგარიშს უსწორებდა ორგიებით, რომლებშიც არასრულწლოვანი გოგონები მონაწილეობდნენ. ეპშტეინი იმქვეყნად ძალიან საეჭვო გარემოებებში წავიდა, მაგრამ მის საქმეს _ ყველაზე სკანდალურს აშშის, ბრიტანეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უდიდესი ბანკების ისტორიაში _ როგორც სპორტსმენები იტყვიან, მეორე სუნთქვა გაეხსნა და კვლავ განაგრძობს გვამებისმოპოვებას”.

ცნობილია, რომ აშშ-ის მოსახლეობა კბილებამდეა შეირაღებული, ამიტომ იქ საკმაოდ ხშირია მკვლელობები _ 5-6-ჯერ მეტი, ვიდრე ევროპაში, მაგრამ ამერიკაში არის კატეგორია მოქალაქეებისა, რომელთა სიცოცხლეს იშვიათად ხელყოფენ. ესენი არიან ფედერალური მოსამართლეები.

ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის პერიოდიდან (1945-1953 წწ.) აშშ-ში სულ 4 მოსამართლე მოკლეს, ბოლო მკვლელობა კი მოხდა 30 წელზე მეტი ხნის წინათ. ეს ადვილი ასახსნელია: საქმე ის კი არ არის, რომ ასეთ ადამიანებს კარგად იცავენ, არამედ ის, რომ მოსამართლეზე თავდასხმა ბოროტმოქმედს ძალიან ძვირად დაუჯდება _ მთელ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს, ხოლო, თუ ასეთ დანაშაულს ისეთ შტატში ჩაიდენს, რომელშიც სიკვდილით დასჯა გაუქმებული არ არის, სიცოცხლეს გამოეთხოვება.

მოკლედ, ფედერალურ მოსამართლეს იარაღი რომ დაუმიზნო, ან ფსიქოპატი უნდა იყო, ან ადამიანი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს ან პირიქით _ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბევრი დაკარგოს.

რამდენიმე დღის წინათ ასეთმა ადამიანმა, რომელიც მიტანის სერვისის სამსახურის თანამშრომლის სამოსში იყო გამოწყობილი, ნიუჯერსის შტატის მოსამართლე ესტერ სალასის სახლის კარზე დააკაკუნა. რამდენიმე წუთის შემდეგ სალასის ვაჟი მკვდარი იყო, ქმარი _ მძიმედ დაჭრილი, თვითონ სალასი კი გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თავდასხმის მომენტში სარდაფში იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დღისით მოხდა, მკვლელმა შეძლო მიმალვა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მალე დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა _ ეს იყო როი დენ ჰოლანდერი. ის თავისებურად ცნობილი ადამიანია _ პერიოდულად მონაწილეობდა ტელეშოუში ანტიფემინისტისა და “მამაკაცის უფლებების საზოგადოებრივი დამცველის” როლში.

მოსამართლე ესთერ სალასი
მოსამართლე ესთერ სალასი

რა პრეტენზიები ჰქონდა მას მოსამართლის მიმართ, უცნობია, ამის გამორკვევა კი არც ისე ადვილი იქნება.

ჰოლანდერის გვამი ნიუიორკის ერთერთ გარეუბანში იპოვეს. მისი სიკვდილის ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა. მარტოსული ფსიქოპათის ვერსიას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ამ ისტორიას კონსპიროლოგიის ნაკადად აქცევს _ მოსამართლე სალასი დაკავებული იყო ფინანსისტი პედოფილის _ ჯეფრი ეპშტეინის საქმით, რომელმაც, ოფიციალური ვერსიის თანახმად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როცა კამერაში სასამართლო პროცესს ელოდებოდა.

ამ საქმეზე, რომელმაც მძლავრად დაარტყა ამერიკის პოლიტიკურ ელიტასა და ბრიტანეთის მონარქიას, ბევრი რამ დაიწერა დასავლეთის მედიასაშუალებებში. გავიხსენოთ მთავარი.

ამერიკის ელიტის წარმომადგენელი და მილიონერი ჯეფრი ეპშტეინი ფლობდა მსოფლიოში ცნობილი ტრენდების აქციებს და სიმდიდრესა და ფუფუნებას განასახიერებდა _ ყველაზე დიდი რეზიდენცია მანჰეტენზე, საკუთარი თვითმფრინავები, რეგულარული წვეულებები სხვადასხვა კუნძულზე, მეგობრობანაღები საზოგადოებისწარმომადგენლებთან. ის აშშის დემოკრატიული პარტიის ერთერთი მნიშვნელოვანი სპორსორი იყო, რის გამოც სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდნენ ამ პარტიის პირველი პირები, რომლებიც თითქოს ვერ ამჩნევდნენ ფინანსისტის ერთ უცნაურ მიდრეკილებას _ მას ძალიან მოსწონდა პატარა გოგონებთან ურთიერთობა.

2005 წელს გამომჟღავნდა სიმართლის ნაწილი: ეპშტეინი არასრულწლოვნებთან სექსუალურ ურთიერთობაში დაადანაშაულეს, მაგრამ მილიარდერმა შეძლო საქმიდან გამოძრომა _ თანამშრომლობა დაიწყო გამომძიებლებთან და დანაშაულის მიტევების სანაცვლოდ წელიწადზე ცოტა მეტი გაატარა ციხეში, პლუს კომპენსაციების გადახდა დაეკისრა 30-მდე მსხვერპლისთვის.

სახელი და გვარი პროკურორისა, რომელიც ამ გარიგებას დათანხმდა, არის ალექსანდრე აკოსტა. 2019-ში, როცა აკოსტა შრომის მინისტრი იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ამ საქმემ ის “კუთხეში მიიმწყვდია” _ ეპშტეინის გარშემო აგორებული ახალი სკანდალის გამო იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო, პედოფილთან დადებული გარიგება კი უკანონოდ აღიარეს, რადგან ამის შესახებ არც ერთმა მსხვერპლმა არაფერი იცოდა.

ამ მომენტიდან ეპშტეინის საქმე დამძიმდა. გაირკვა, რომ არასრუწლოვნებთან სექსის მოყვარული გაქნილი სუტენიორიც იყო, რომელიც ლობისტებსცოცხალი საქონლითუსწორებდა ანგარიშს. წვეულებები, ლუქსნომრები, კუნძულები, არასრწლოვანი მეძავები _ ეს ყველაფერი არა მხოლოდ დასვენება იყო ნუვოროშისთვის, არამედ ბიზნესიც, ქრთამი სარფიანი კონტაქტებისა და სპეციფიკური მომსახურებისთვის.

ეს იპოვეს ჯეფრი ეპშტეინის სახლში
ეს იპოვეს ჯეფრი ეპშტეინის სახლში

რამდენი ბიზნესმენი და მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი მონაწილეობდა ამ ორგიებში, იცოდა მხოლოდ ეპშტეინმა, მაგრამ მას არასოდეს აკლდა მდიდარი და გავლენიანი მეგობრები. მათ შორის იყო, მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც რეგულარულად სარგებლობდა ეპშტეინის თვითმფრინებით და ერთხელ ეპშტეინის კუთვნილ ერთ-ერთ კუნძულზეც კი შენიშნეს. ამ კუნძულებზე პედოფილი ფინანსისტი არასრუწლოვან გოგონებს სთავაზობდა საზოგადოების “ნაღებ” წარმომადგენლებს.

ორმა მსხვერპლმა ჩვენება მისცა დიდი ბრიტანეთის დედოფლის _ ელისაბედ II-ის უმცროსი ვაჟის, პრინც ენდრიუს წინააღმდეგ, რომელიც ჯერ გაიხლართა თავის წინააღმდეგობრივ მოგონებებში, შემდეგ კი უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ზემოაღნიშნული ორი მსხვერპლის დასაბუთებული ბრალდება საკმარისია ანგლოსაქსური სამყაროს პოლიტიკური საფუძვლის შესარყევად.

ბრიტანეთის დედოფლის ვაჟით არ შემოიფარგლება ჯეფრი ეპშტეინის ახლო მეგობრების სია. მასში არიან ისრაელის ექსპრემიერი ეჰუდ ბარაქი, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი ტონი ბლერი, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედი (ყველაზე გავლენიანი საუდელი მისი მამის, 84 წლის მეფის, შემდეგ) და დონალდ ტრამპიც კი. ისიც სათქმელია, რომ ტრამპთან მეგობრობა ეპშტეინმა მაშინ დაიწყო, როცა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის გავლენა ახლოსაც ვერ მივიდოდა კლინტონის გავლენასთან. თანაც, როგორც კი ეპშტეინის საქმე გახმაურდა, ტრამპმა მყისვე შეწყვიტა მასთან ურთიერთობა. თანაც ამ საქმის გახმაურებამდე ტრამპი მათ შორის იყო, ვინც ყურადღებას ამახვილებდა ეპშტეინის სიყვარულზე პატარა გოგონებისადმი. ამერიკული მედია, რომელსაც ტრამპი სძულს, ამაზე თვალს ხუჭავს, ამიტომ ეპშტეინზე გადაღებული სერიალიგარყვნილი მდიდარი ჯეფრი ეპშტეინიდამონტაჟებულია პროპაგანდისტული ვიდეორგოლივით _ მსხვერპლი გოგონების აღიარებები მიმდინარეობს ეპშტეინისა და ტრამპის და არა ეპშტეინისა და კლინტონის ან პრინც ენდრიუს ფოტოების ფონზე. ასეა თუ ისე, ეპშტეინი მკვდარია და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავისი ნებით არ წასულა იმქვეყნად. აშშში ყველასთვის გასაგებია, რომ პედოფილის დადუმებაში ყველაზე მეტად დაინტერესებული იყო ტრამპის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დემოკრატიული პარტია და განსაკუთრებით კლინტონების წყვილი, რომელთა გარშემოც უკვე წარმოიქმნა თავისებური ნეკროპოლი იმ ადამიანებისა, რომლებიც საეჭვო გარემოებებში დაიღუპნენ.

სუპერგავლენიანი პედოფილის საქმე ამჟამად დახურულია, მაგრამ რჩება თაღლითობის საქმე _ როგორც აღინიშნა, არასრულწლოვანი გოგონები ბინძური გარიგების ნაწილი იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი გარიგება დაკავშირებულია გერმანიის უდიდეს ფინანსურ კონგლომერატ დოიჩე ბანკთან”, რომელსაც ეპშტეინი ბანკის ხელმძღვანელებთან ახლო ურთიერთობის წყალობით ფულის გასათეთრებლად იყენებდა.

ამ კავშირებისა და ურთიერთობის საფასურს ეპშტეინი კუნძულებზე გამართული ორგიებით იხდიდა თუ არა, უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, რომ ფედერალური მოსამართლე ესტერ სალასი, რომელიც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული.

ჯეფრი ეპშტეინისა და მისი გავლენიანი მეგობრების გარშემო სკანდალს სწორედ ახლა გაეხსნა “მეორე სუნთქვა”. ივლისის დასაწყისში დააპატიმრეს გილეინ მაქსველი _ მედიამაგნატის ქალიშვილი, ეპშტეინის ახლო მეგობარი ქალი და, სავარაუდოდ, თანამზრახველი, რომელსაც არ სჯერა, რომ ფინანსისტმა თავი მოიკლა. გილეინ მაქსველი ერთადერთია, ვისაც შეუძლია, ნათელი მოჰფინოს პედოფილური ორგიების მონაწილეების ვინაობას.

თუ, რა თქმა უნდა, იცოცხლებს სასამართლომდე და მკვდარს არ იპოვიან, შემდეგ კი უკვე მერამდენედ გამოაცხადებენ ოფიცილურ ვერსიას: “თვითმკვლელობა”.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here