Home ახალი ამბები “პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა განაახლა

“პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა განაახლა

704

პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა განაახლა.

“კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის უმთავრესი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. ასევე, ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს ახალგაზრდებისთვის ეროვნული ცნობიერების ამაღლებაზე და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. აქ არის საუბარი სოციალურ თემებზეც, ვინაიდან ქვეყანაში არის უმძიმესი ფონი”, – აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატრიოტთა ალიანსი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამართავს.

პარტიამ შიმშილობის აქცია თბილისში თავდაპირველად სექტემბერში დაიწყო, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დროებით შეწყდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here