Home რუბრიკები პოლიტიკა “პატრიოტთა ალიანსი” _ ალტერნატივა საქართველოსთვის?

“პატრიოტთა ალიანსი” _ ალტერნატივა საქართველოსთვის?

1681
დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი

.. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ვწერდით, რომ ასევე 28 ოქტომბრის, ოღონდ 1990 წლის საპარლამენტო არჩევნების, შემდეგ, რომლის შედეგადაც ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული ხელისუფლება იყო ქვეყნის სათავეში, ლამის 30 წელიწადია, საქართველოს მუდამ ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევნის გაკეთება.

ასევე ვწერდით, რომ მართალია, ქოცები და ნაცები იდეოლუგიურად ერთი ლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტები არიან, მაგრამ პირსისხლიანი სააკაშვილის ვაშაძესა და ბაქრაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილის სალომე ზურაბიშვილი სჯობია… მაგრამ ისე მძიმედ თუ იყო საქმე, რომ ნაცები მეორე ტურში გააღწევდნენ, ამას ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უკლებლივ ყველა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი, როგორც თვითონ ამბობდა, მოსახლეობის ჭარბი ნდობით სარგებლობდა და, სარიც რომ ჩაერჭო მიწაში, ბიძინას ხათრით იმასაც ხმას მისცემდა ამომრჩეველი _ ასეთი “სარები” აგვარჩევინა ბიძინამ: თბილისის მერად _ დავით ნარმანია, საქართველოს პრეზიდენტად _ გიორგი მარგველაშვილი, რაიონის გამგებლებზე ხომ ლაპარაკიც არ ყოფილა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბიძინას სასარგებლოდ მუშაობდა 9 წელიწადზე საუბარი, რადგან ამ თემას პარლამენტის ტრიბუნიდან ის ადამიანები ჩრიდნენ ნაცებს ცხვირში, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებად წოდებულ რევოლუციაში ლომის წილი დაიდეს. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი იმიტომ აღარ იმუშავა ეფექტიანად 9 წლის თემამ, რომ ამაზე, ძირითადად, საუბრობდა 2016 წლის მოწვევის გალიბერასტებული პარლამენტისსასტავი” _ ჩუგოშვილთალაკვაძეები და მდინარაძეკობახიძეები და .. რომლებიც 2012 წლამდე ან საერთოდ არ ჩანდნენ, ან თუ ჩანდნენ, ნაცების ბანაკში და ამიტომ მათ 9 წელიწადის თემაზე საუბრის მორალური უფლება არ ჰქონდათ.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ 6 წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას უბრალო ხალხისთვის თითქმის არაფერი გაუკეთებია და ისიც, რომ ნაცებზე არანაკლებ გაუმაძღარები არც ქოცები აღმოჩნდნენ და, მეორე ტური კი არა, პირველივე ტურში რომ არ გაიმარჯვეს ნაცებმა, ესეც საკვირველად მოგვეჩვენება…

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ მიშნაცების შედეგი ქოცების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების ბრალიც არის.

დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობოები, როგორც მათ უწოდებენ, მესამე სექტორი _ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და .. სამართლიანი არჩევნები, პლუს სახალხო დამცველი, აშკარად იდგნენ და დგანან მიშნაცების მხარეს. ამათ პლუსრუსთავი 2” და კიდევ პლუს ნაცების მიერ მოსყიდული ევროსაბჭოს დეპუტატები; .. შვილმოკლული მამების ნაცების მიერ აშკარად მართული პოლიტიკური აქცია და ერთუჯრედიანი ზაზა ოქუაშვილი ზემოთ ხსენებული შეთქმულების ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია.

ამ ყველაფრის დასტურად გავიხსენოთ, კაპიტან გიგაურის “ენჯეოებმა” სახალხო დამცველ ლომჯარიასთან ტანდემში როგორ პროვოკაციულად გაშალეს კარვები რუსთაველზე შვილმოკლული მამების საამებლად. ეს ის ხალხი და ორგანიზაციებია, რომლებსაც ყური არ შეუბერტყავთ მაშინ, როდესაც კანცელარიის წინ მოშიმშილე “პატრიოტთა ალიანსის” წევრებსა და მათ თანამოაზრეებს, კარვები გააშლევინეს კი არა, უბრალო ცელოფნის გადაფარების ნებასაც არ აძლევდნენ იმ სუსხსა და ქარ-წვიმაში! ეს ის ხალხი და ორგანიზაციებია, რომლებიც იმ ავბედითი 9 წლის განმავლობაში აშშ-ევროპაში წერილებს გზავნიდნენ იმის შესახებ, როგორ ყვაოდა ადამიანის უფლებები “დემოკრატიის შუქურის” საქართველოში.

აქცია

ევროსაბჭოს დეპუტატები? თუ აქამდე სისხლიანი მიშნაცების მფარველი .. ევროპის სახალხო პარტია შეფარვით ცდილობდა ქართველთა ჯალათების ლობირებას, ახლა ეს ნიღაბიც მოიხსნეს და უკვე ღია ტექსტით ამუნათებენ ქოცების ხელისუფლებას, იქამდეც კი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებას 600 ათასი ადამიანისთვის საბანკო ვალების განულების შესახებ უაპელაციოდ უწოდებენ ამომრჩევლის მოსყიდვას არჩევნების მეორე ტურის წინ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთქმულს, ქოცების დასაცავად კი არა, ობიექტურობის გამო ვიხსენებ, რადგან, რაც არჩევნებზე მარცხი იწვნიეს, ღირსი იყვნენ, მაგრამ ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რა დავაშავეთ?!

სწორედ აქედან გამომდინარე ირაზმება მეორე ტურის წინ სრულიად საქართველო, თუმცა დარაზმვაც არის და დარაზმვაც _ ქოცების ხელისუფლების დარაზმვა სხვა არაფერია, ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზაციის გარდა.

აქედან გამომდინარეა, ალბათ, ის, რომ დავით მაღრაძის მეთაურობით რეგიონებში მივლინებული სააგიტაციო ბრიგადები პატარა ზომის დახურულ სივრცეში შეხვედრებსა და იქ “აკადემიურ” საუბრებს ამჯობინებენ სისხლიანი 9 წლის შესახებ, ვიდრე ხალხმრავალ დარბაზებში. ასე იყო ქუთაისში, ბათუმსა თუ თელავში. პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურის წინ სპორტის სასახლეში შეკრებას ვეღარ ბედავდნენ ქოცები, _ ემანდ იქნებ ვერ შევავსოთ და სირცხვილი ვჭამოთო. დიდ მოედნებზე თუ სტადიონებზე ხომ ლაპარაკიც არ არის.

ვინც მსგავსი გამოწვევა მიიღო, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, რომელმაც მეორე ტურის წინ პოლიტიკური პარტიებიდან ერთადერთმა გამოუცხადა თანადგომა სალომე ზურაბიშვილს _ რეალური ძალის მქონე პარტიებზე გვაქვს საუბარი, თორემ ე.წ. ორკაციანი პარტიები რა სახსენებელია?!

რეალურ ძალას რომ ფლობენ, ეს “პატრიოტებმა” ჯერ 23 ნოემბერს ბათუმში დაამტკიცეს, სადაც ერას მოედანი 15 ათასამდე ადამიანმა შეავსო და შემდეგ, 25 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე 100 ათას კაცზე მეტი გამოვიდა.

მავანმა შეიძლება დამამუნათოს, რომ ამდენი ხალხი, “პატრიოტთა ალიანსთან” კი არა, იდეის გამო მივიდაო, თუმცა რაღა მავანმა, როცა ზუსტად ეს მითხრა აქციაზე ერთმა ყოფილმა და, შესაბამისად, დაბოღმილმა “პატრიოტელმა”…

იქნებ ნაწილობრივ ასეც იყო, მაგრამ არც ის არის უმნიშვნელო, ვინ არის აქციის ორგანიზატორი _ ახლა შალვა ნათელაშვილმა რომ დააანონსოს აქცია ლოზუნგით “არა ნაცებს”, მხოლოდ ლოზუნგის გამო 100 ათასი კაცი მივა?

ცნობილი ამბავია, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს არჩევნების პირველი ტურის წინ სრული თავისუფლება მიანიჭა, მათგან ზოგი საერთოდ არ წავიდა არჩევნებზე და, ვინც წავიდა, უმრავლესობამ ყველა კანდიდატი გადახაზა.

იქიდან გამომდინარე, რა რაოდენობის ხალხი გამოიყვანეს ალიანსის წევრებმა ბათუმსა და თბილისში, “პატრიოტთა ალიანსს” 28 ოქტომბერს რომ მოეწოდებინა პარტიის წევრებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ, თამამად შეიძლება იმის თქმა, ქალბატონი სალომე პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.

თუმცა ნათქვამია: “ზოგი ჭირი მარგებელიაო” და პირველ ტურში ამომრჩევლის მიერ ქოცებისთვის სილის გაწვნამ მეორე ტურის წინა საარჩევნო პერიოდში ერთი დადებითი შედეგი უკვე გამოიღო.

დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ე.წ. მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ და თქვენი მონა-მორჩილი უფრო შორსაც წავალ.

დასავლეთის წამყვან ქვეყნებში, უკლებლივ ყველგან, შეინიშნება ეროვნული, კონსერვატიული ძალების მომძლავრების აშკარა ტენდენცია. მაგალითად, საფრანგეთში ეს არის მარინ ლე პენის პარტია, ხოლო გერმანიაში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა ბუნდესტაგის არჩევნებზე პოლიტიკურმა პარტიამ “ალტერნეტივა გერმანიისთვის”…

აქედან გამომდინარე, ჩვენშიც უნდა შეიქმნას, მესამე ძალა კი არა, “ალტერნატივა საქართველოსთვის”. ამაზე საფუძვლიანი პრეტენზია შეიძლება “პატრიოტთა ალიანსმა” განაცხადოს. მაგრამ ეს “შეიძლება” რეალობად რომ იქცეს საჭიროა, მათ მიერ ორგანიზაბულმა მრავალათასიანმა აქციებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს. მაგალითად, თუ არჩევნების შემდეგ ქართველი საზოგადოების მიერ გადარჩენილმა ქოცების პარლამენტმა პატრიოტების მიერ ინიცირებული რეზოლუცია სააკაშვილიბოკერიას ხელისუფლების დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებისა და დამნაშავეთა დასჯის შესახებ არ მიიღო (რისი დიდი შანსიც არის, რადგან, ვიმეორებ, ქოცები და ნაცები იდეოლოგიურად ერთნი არიან), რადგან ნათქვამია: “ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო”, პატრიოტებმა მრავალათასიანი მიტინგი უნდა გამართონ და, თუ მაინც არ შეისმინეს ხალხის ხმა, მაშინ აქციამ პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს უფრო რადიკალური მოთხოვნით: გადადგეს ქოცების ხელისუფლება და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!

ასეთ შემთხვევაში, თუ ჭკუა ეყო, “პატრიოტთა ალიანსს” მხარში უნდა ამოუდგეს სალომე ზურაბიშვილი, რადგან მართალი თქვა ირმა ინაშვილმა: მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილი კი არ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ მისი უდიდებულესობა ქართველი ერი აირჩევს სალომე ზურაბიშვილს და, თუ ჭკვიანად არ იქნება, მასაც პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებსო.

“პატრიოტთა ალიანსი” ასევე დემონსტრაციულად უნდა გაემიჯნოს ე.წ. მესამე სექტორს, როგორც ნეოლიბერალების მეხუთე კოლონას საქართველოში.

პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის ლოგიკიდან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ პარლამენტში დაიწყება “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი, სავარაუდოდ, “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ _ ეროვნულად მოაზროვნე დეპუტატების უმრავლესობა ალიანსის რიგებში გადაინაცვლეს, რის შედეგადაც ყოველგვარი მიტინგების გარეშეც “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.

პარტიამ, რომელსაც პრეტენზია ექნება, იყოს “ალტერნატივა საქართველოსთვის”, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მიაფურთხოს ეშმაკს და ქართველ ხალხს უთხრას სიმართლე, რომ ფარისეველი დასავლეთის შემყურე საქართველო ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შაგრენის ტყავივით დაპატარავდა, რომ ათასი ჯურის მიგრანტებმა წალეკეს საქართველო და ქართველი ერი, რომელიც უკონტროლო მიგრაციის გამო მენტალური გადაგვარების, ფიზიკური გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე დგას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ერთმორწმუნე რუსეთშია და არა ლიბერასტულ ვაშინგტონ-ბრიუსელში, როგორც ამას ერთ ხმაში გვიგალობენ ქოცები და ნაცები.

დავით მხეიძე

3 COMMENTS

  1. ყველა სხვა უბეურებებთან ერთად, როდესაც ქვეყნიდან 700 ათასი კაცი გარბის საზღვარგარეთ თავშესაფრის საძებრად და, როცა ახლახან მათ რიგებს შეუერთდნენ ნაღდი მამულიშვილები გაბედავა და ვაჩნაძე, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დიამეტრალურადაა შესაცვლელი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. ეს შეუძლია გააკეთოს “ალტერნატივას საქართველოსთვის”, რომელსაც ჩამოაყალიბებს “პატრიოტთა ალიანსი” პროგრესულ ეროვნულ ძალებთან გაერთიანებით. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიოტთა ასეთი გაფართოებული ალიანსი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ეშველება ქვეყანას.

  2. რუსეთისკენ სავალი გზა გავერანებულია… მის აღდგენაას დიდი დრო დასჭირდება… თანაც, უკვე, უპერსპექტივოა… ერთადერთი შანსი, შეიძლება ისევ დასავლეთის ცვლილებაში აღმოჩნდეს… იქნებ, პროცესები ჩვენს სასარგებლოდ განვითარდეს… თუმცა, ჩვენც რიგიანად ვიცვლებით და მალე შეიძლება სულ სხვა მენტალურ ველში ვიგრძნოთ საკუთარი “იდენტოობა”… რისი ნიშნებიც აშკარად ჩანს… სამწუხაროდ…

  3. ამ ეტაპზე ხალხის მხრიდან „პატრიოტთა ალიანის“ – თვის მხარდაჭერაა უპირველესი. დასავლეთიც და
    რუსეთიც უფრო მეტად გააცნობიერებენ, რომ საქართველო ანგარიშგასაწევი ქვეყანაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here