Home სხვადასხვა დაიჯესტი “პატრიარქი ბართოლომეოსი გასცდა თავისი იურისდიქციის საზღვრებს”

“პატრიარქი ბართოლომეოსი გასცდა თავისი იურისდიქციის საზღვრებს”

1653
“პატრიარქი ბართოლომეოსი გასცდა თავისი იურისდიქციის საზღვრებს”

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სიტუაციაში გასცდა თავისი იურისდიქციის საზღვრებს, _ განაცხადა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ვიდინსკის მიტროპოლიტმა დანიელმა (ნიკოლოვმა).

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალი ეკლესიის” არჩეული წინამძღოლი 6 იანვარს, შობის დღესასწაულის წინა დღეს, მიიწვია სტამბოლში, სადაც გადასცემს მას ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ.

“უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება _ ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ორ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და ის გავლენას ახდენს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროზე, მართლმადიდებელთა შორის ურთიერთობაზე. ის ანგრევს ეკლესიის ათასწლოვან კანონიკურ უფლებას, რომლის მთავარი პრინციპი არის ეკლესიის იურისდიქციის პრინციპი, და ეს შეზღუდვები მკაფიოდ არის განსაზღვრული”. _ განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა ბულგარეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე.

მიტროპოლიტმა განმარტა, რომ თითოეულ ავტოკეფალიურ ეკლესიას აქვს უფლება თვითმმართველობაზე თავის საზღვრებში და არ აქვს უფლება, თავიანთი იურისდიქცია გაავრცელონ სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე.

ჩვენ აქ შეგვიძლია მივუთითოთ მეორე მსოფლიო კრების მეორე და მესამე მსოფლიო კრების მერვე მუხლებზე, რომლებიც უკრძალავს ცალკეულ მართლმადიდებელ ეკლესიებს, გაავრცელოს იურისდიქცია თავიანთი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

კითხვაზე _ გასცდა თუ არა პატრიარქი ბართოლომეოსი თავისი იურისდიქციის საზღვრებს ამ სიტუაციაში, მიტროპოლიტმა დანიელმა უპასუხა: “ჩვენ ვთვლით, რომ ეს ასეა”.

“პატრიარქი ბართოლომეოსი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სათავეშია 1991 წლიდან. ის ყოველთვის აღიარებდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ახლა კი უცებ განაცხადა, რომ კიევის მიტროპოლია არასოდეს ყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში”, _ აღნიშნა მან.

დანიელმა გაიხსენა, რომ 1686 წლის ცნობილ დოკუმენტში, რომელშიც კონსტანტინოპოლის ეკლესია მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის უფლებას აძლევს, იყო მოთხოვნა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახელი მოხსენიებულიყო ღვთისმსახურებაში, რაც არის ნიშანი იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას კიევის მიტროპოლიაზე.

უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან იანვრის დასაწყისში მიიღებს ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ. 15 დეკემბერს კიევში გაიმართა “გამაერთიანებელი კრება”, რომელზეც “ახალი ეკლესიის” მეთაურად აირჩიეს არაკანონიკური ეკლესიური სტრუქტურის მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო).

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here