Home ახალი ამბები საქართველო პატრიარქის მილოცვა ბახტაძეს, გახარიასა და ცქიტიშვილს

პატრიარქის მილოცვა ბახტაძეს, გახარიასა და ცქიტიშვილს

820
პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მისალოცი წერილები გაუგზავნა. მისალოცი წერილები საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პატრიარქის წერილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს

“თქვენთან შეხვედრები ჩვენთვის შთამბეჭდავი და იმედის მომცემი იყო, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებთ. გულითადად გილოცავთ პრემიერად დანიშვნას; ეს არის დიდი პატივიც და დიდი პასუხისმგებლობაც. ღმერთი შეგეწიოთ და მოგცეთ ძალა თქვენს გზაზე დაუბრკოლებელი სვლისა”.

პატრიარქის წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიას

“მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა, რაც არის გარანტი თქვენზე ამჟამად დაკისრებული პასუხისმგებლობის ღირსეულად აღსრულებისა. გილოცავთ ვიცეპრემიერად დანიშვნას და გისურვებთ ღვთის შეწევნას ქვეყნის სამსახურად”.

პატრიარქის წერილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს

“თქვენ, დიდი ხანია, ამ სისტემაში ბრძანდებით და კარგად იცით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. მიიღეთ ჩვენი მილოცვა თქვენს ვიცეპრემიერად დანიშვნაზე. შევთხოვთ ღმერთს, მოგცეთ ძალა, დაკისრებული მოვალეობის საქართველოს სასიკეთოდ წარმატებით აღსრულებისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here