Home სხვადასხვა დაიჯესტი პატარძალი იმუქრებოდა, რომ მეგობრების სიიდან ამოშლიდა მათ, ვინც მისი ქორწილისთვის 3000 დოლარს...

პატარძალი იმუქრებოდა, რომ მეგობრების სიიდან ამოშლიდა მათ, ვინც მისი ქორწილისთვის 3000 დოლარს არ გადაიხდიდა

673
პატარძალი იმუქრებოდა, რომ მეგობრების სიიდან ამოშლიდა მათ, ვინც მისი ქორწილისთვის 3000 დოლარს არ გადაიხდიდა

პატარძალს უნდოდა ქორწილის გადახდა ტაილანდში, ამიტომ ყველა სტუმარს თავისი ხარჯი თავადვე უნდა დაეფარა.

მეგობრებმა უარი თქვეს და პატრძალმა თავისი აღშფოთება “ფეისბუკში” მრისხანე “პოსტით” გამოხატა. ეს ამბავი გაცხადდა მას შემდეგ, რაც ის “ფეისბუკის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა Reddit-ში განათავსა.

ქორწილი, რომელიც ტაილანდში უნდა გამართულიყო, ჰავაის კუნძულებზე გადაიტანეს, აშშ-თან ახლოს. ამით გამგზავრება ათასი დოლარით გაიაფდა, მაგრამ დამსწრეთა რაოდენობა მაინც ვერ გაიზარდა; პირიქით, კიდევ 2 კაცი გამოაკლდა.

“რაც ნაკლები ხარჯია, იმდენად ცოტაა სტუმარი?! _ დაწერა “ფეისბუკში” აღშფოთებულმა პატარძალმა, _ თქვენ უარს ამბობთ, გაიღოთ 2 ათასი დოლარი ჩვენს გაბედნიერებაში მონაწილეობის მიღებისთვის?!”

მეგობრებისადმი მიმართვა ქალიშვილმა დაამთავრა მიმართვით:

“თქვენ გაქვთ სამი დღე ჩვენს მოპატიჟებაზე პასუხის გასაცემად. არადა, ამოგშლით მეგობართა სიიდან და ჩვენი გზები გაიყოფა. გარბიან მხოლოდ იაფფასიანები. გეფიცებით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მეგობრები საუკეთესონი იყვნენ”.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სასიძოს ურჩიეს, დროზე გასცილდეს საპატარძლოს, რადგან ის, რაც მან გამოამჟღავნა, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here