Home ახალი ამბები საქართველო პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო

პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო

784
კანაფი

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, კანონპროექტის განხილვის გადავადების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს  მიმართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი კონსულტაციების გამო კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და, შესაბამისად, განხილვა უნდა გადავადდეს.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა. ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here