Home სხვადასხვა დაიჯესტი პარიზელ პოლიციელებს პატიმრობა მიუსაჯეს ტურისტი ქალის გაუპატიურებისთვის

პარიზელ პოლიციელებს პატიმრობა მიუსაჯეს ტურისტი ქალის გაუპატიურებისთვის

582
პარიზელ პოლიციელებს პატიმრობა მიუსაჯეს ტურისტი ქალის გაუპატიურებისთვის

ორ პოლიციელს 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა პარიზის სასამართლომ კანადელი ტურისტი ქალის გაუპატიურებისთვისუშუალოდ სამართალდამცავთა შტაბბინაში, _ იუწყება ტელეარხი BFMTV.

გაზეთმა “ფიგარომ” დაიმოწმა საფრანგეთის გენერალური პროკურორის მოადგილე და დაწერა, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს “აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიები”, მაგრამ პოლიციელების ვერსია “შესაბამობის დაფარვის(?) მცდელობის შემცველია”.

ინციდენტი თითქმის ხუთი წლის წინათ მოხდა _ 2014 წლის 23 აპრილის ღამეს, როცა კანადელმა ტურისტმა ემილია ს-მ გაიცნო ორი პოლიციელი ირლანდიურ პაბში, რომელიც მდებარეობს პარიზის სისხლის სამართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს კომისარიატის მოპირდაპირე მხარეს, ორფევსის სანაპიროზე.

იუწყებოდნენ, რომ 39 წლის ქალმა და მისმა ახალგაცნობილებმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი დალიეს, შემდეგ გადაწყვიტეს, კომისარიატის დათვალიერება. შევიდნენ შენობაში. საათ-ნახევრის შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათზე, იქიდან გამოვიდა ეს ტურისტი ქალი, თვალცრემლიანი, უკოლჰოტოდ, “შოკურ მდგომარეობაში”.

ბრალდებაწაყენებულმა პოლიციელებმა _ ანტუან კ-მ და ნიკოლა რ-მ არ უარყვეს, რომ დაზარალებულთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ განაცხადეს, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა.

2016 წელს გამომძიებლებმა საქმე დახურეს. მათი დასკვნით, დაზარალებულის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, მაგრამ პროკურატურის აპელაციის შემდეგ ვნებააშლილი პოლიციელების საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here