Home სხვადასხვა დაიჯესტი პარალიზებულ კაცს ევთანაზიის ნება დართეს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ

პარალიზებულ კაცს ევთანაზიის ნება დართეს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ

922
პარალიზებულ კაცს ევთანაზიის ნება დართეს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ

საფრანგეთის ქალაქ რეიმსში დაიწყო ვენსან ლამბერის ევთანაზიის პროცესი, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ ათი წლის განმავლობაში ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლამბერს შეუწყვეტენ კვებას, არ დაალევინებენ წყალს. პალიატიური დახმარების ექიმის აზრით, პაციენტი თანდათან გარდაიცვლება.

“სიკვდილის უფლების” კანონის თანახმად, რომელიც საფრანგეთში მოქმედებს, ლამბერის ცოლმა და რამდენიმე ნათესავმა გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ მისი სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივების პროცესი. ეს გადაწყვეტილება მოიწონა ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ, მაგრამ ავადმყოფის მშობლები არ დაეთანხმნენ და თავიანთი პოზიცია რელიგიური მიზეზებით დაასაბუთეს.

კამათმა ლამბერის ნათესავები ევროპულ სასამართლომდე მიიყვანა, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას. აპელაციებმა შედეგი ვერ გამოიღო.

2018 წლის 20 თებერვალს ბელგიაში ექიმებმა პირველად განახორციელეს ევთანაზია ავადმყოფის თხოვნის გარეშე, ანუ მოკლეს იგი. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ექიმმა ვილემ დისტელმანსმა თავისი ღია წერილი გამოაქვეყნა. მისი თქმით, პაციენტი პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა, პრაქტიკულად გათიშული იყო, ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. ევთანაზია ნათესავებმა მოითხოვეს, ექიმებმა კი მხარი დაუჭირეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here