Home ახალი ამბები მსოფლიო პაკისტანელი ქალიშვილი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებით გააუპატიურეს

პაკისტანელი ქალიშვილი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებით გააუპატიურეს

1305
პაკისტანი

პაკისტანის ქალაქ მულტანში (პენჯაბის პროვინცია) დააკავეს 20-მდე კაცი იმიტომ, რომ მათ გასცეს ბრძანება 17 წლის ქალიშვილის გაუპატიურების შესახებ. ამას იუწყება გაზეთი Pakistan Dawn.

“სოფლის საბჭომ დაადგინა, გაეუპატიურებინათ 17 წლის ქალიშვილი, იმიტომ, რომ მისმა ძმამ გააუპატიურა 12 წლის გოგონა”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა. მან თქვა, რომ ივლისის დასაწყისში ადგილობრივ ხელისუფალთ მიმართა გაუპატიურებული გოგოს ძმამ და სთხოვა მათ, აღედგინათ ოჯახის ღირსება. ამ ახალგაზრდა კაცს დაავალეს სასჯელის განხორციელება საბჭოს წევრი კაცებისა და ქალიშვილის მშობლების თვალწინ.

2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ასეთი დანაშაულის მსხვერპლმა, 44 წლის პაკისტანელმა ქალმა მუხთარ მაიმ (ნამდვილი სახელი მუხთარან ბიბი) მოდელის პროფესია აირჩია. მას შემდეგ, რაც მის ძმას ბრალად დასდეს მასტოის ტომის ქალიშვილზე ძალადობა, მას ღირსების შელახვის გამო გაუპატიურება მიუსაჯეს. ამ ტომის უხუცესთა გადაწყვეტილებით, მასტოელმა კაცებმა ჯერ ეჭვმიტანილი გააუპატიურეს, შემდეგ კი მისი უფროსი და _ მუხთარან ბიბი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here