29-31 მარტს იტალიის ქალაქ ვერონაში გაიმართა მსოფლიოს საოჯახო კონგრესი, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე მსოფლიოში ოჯახების მხარდაჭერის მეთოდებზე. კონგრესმა მწვავე პოლემიკა გამოიწვია იტალიის მასმედიაში. პრესის თავდასხმებთან ერთად ქუჩაში გამართულმა ლგბტ პირების მანიფესტაციებმა კონგრესი თავდაცვის რეჟიმში გადაიყვანა, თუმცა ასეთი ატმოსფერო ქრისტიანებისთვის დასავლეთ ევროპაში, მათ შორის _ იტალიაში, კარგა ხანია, შექმნილია.
შეტევები პრესაში
კონგრესის მუშაობაში ათეულობით ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეები მონაწილეობდნენ. მთავარი პოლიტიკური ვარსკვლავი იყო იტალიის ვიცეპრემიერი მატეო სალვინი. მისი პარტია “ლიგა” შეხვედრის ორგანიზატორი იყო.
ღონისძიების კრიტიკოსებს ნაკლებად აინტერესებდათ კონგრესზე განსახილველად გამოტანილი კონკრეტული საკითხები. კონგრესის კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2019 წელს ვიღაცას შეუძლია აბორტს მკვლელობა უწოდოს და დასძინოს, რომ, თუ არ აიკრძალება, სულ ცოტა, უნდა დაეხმარონ მომავალ დედებს მკვლელობის თავიდან აცილებაში. უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2019 წელს ვიღაცას შეუძლია თქვას, “გეი-კავშირები” იგივე არ არის, რაც ოჯახი. ამიტომ ჰომოსექსუალების უფლებებიც (მაგალითად, შვილად აყვანა) ანალოგიური არ უნდა იყოს.
ძირითად იტალიურ მედიასაშუალებებს აკონტროლებენ დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ-ს დადგენილ საერთო ჩარჩოებში _ “დაკავდით, რაც გინდათ, იმით, რეალური ძალაუფლების გარდა”. ამასთანავე, ლგბტ პირების მიმართ ტოლერანტობა არა მხოლოდ მოდურია, არამედ ის პროგრესული ევროპელის, პრაქტიკულად, შეუცვლელ აქსესუარად იქცა.
კონგრესზე შეტევა მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. წამყვანი მასმედიის უმრავლესობა განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვათა წყობას: “კონგრესი მიმდინარეობს კონფრონტაციის ატმოსფეროში”, თუმცა ეს ატმოსფერო კრიტიკოსებმა თვითონ შექმნეს. პლუს ტექსტის ტრადიციული დამახინჯება: “კონგრესის მონაწილეები ქალების უფლებების შეზღუდვის მოთხოვნით გამოდიან” _ ასე თარგმნეს ლგბტ ენაზე ფრაზა “აბორტი _ ეს არის მკვლელობა”. და უბრალო ტყუილი: “შუასაუკუნეების კონგრესი, რომლის მონაწილეებსაც ქალის როლი მხოლოდ ბავშვების გაჩენამდე დაჰყავთ”.
აღსანიშნავია, რომ საოჯახო კონგრესს მხარი არ დაუჭირა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა. პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იზიარებს თვალსაზრისს ვერონაში განსახილველად გამოტანილი თემების მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ მიაჩნია, რომ მუშაობის მეთოდიკა მცდარია. ამ პოზიციას იტალიელი კათოლიკეები თვითმკვლელობის ტოლფასს უწოდებენ… მეთოდების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.
და კიდევ _ ფრანცისკეს მიაჩნია, რომ მიგრანტებით სავსე ხომალდები უნდა მიიღონ, თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებს არც ხალხის და არც მრევლის უმრავლესობა. ოპონენტების პოზიციის (“მიგრანტები არ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ არ უნდა წავაქეზოთ ადამიანების დამამცირებელი მიგრაცია”, “დავეხმაროთ მათ მათივე სახლებში”) შეფასებისგან ფრანცისკე თავს იკავებს.
პოლიტიკურ სპექტრში იტალიელი კათოლიკეები ორი პარტიით არიან წარმოდგენილნი. ესენია: ჯორჯ მელონის “იტალიის საძმო” (რეიტინგი 5%) _ სრულიად კათოლიკური პარტია და სალვინის “ლიგა” (33%) _ ფასეულობების მიხედვით, “იტალიის საძმოსთან” ძალიან ახლოს მდგომი პარტია. დანარჩენი პარტიები ქრისტიანული ფასეულობების მტრები არიან. ყოფილი მმართველი დემოკრატიული პარტია (20%) ლგბტ თემის ლიბერალური ბურჯია. მმართველობის მრავალი წლის განმავლობაში ამ პარტიამ დააკანონა გეიქორწინებები და ჩამოხსნა ჯვრები საკლასო ოთახებიდან.
ბოლო შანსი
ევროპარლამენტის არჩევნებამდე თვე–ნახევრით ადრე ყველა პარტია “საოჯახო” ინიციატივებს აფრქვევს. ყველა პარტია იბრძვის ოჯახების სიმპათიის მოსაპოვებლად და ტრადიციული ფასეულობების მხარდასაჭერად. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთია საზოგადოების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, თუ რის თავს მოხვევას ცდილობს ლგბტ. თუმცა “რადიკალურ ქრისტიანებს”, მათ, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს აბორტების მიუღებლობასა და იმაზე, რომ “გეიწყვილებს” ბავშვის შვილად აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ლგბტ საზოგადოება თანამიმდევრულად დევნის. ლგბტ თემის ისტერიკას იწვევს მათი წარმომადგენლების უბრალო აღსარებაც კი. ლიბერალური ფასეულობების დაცვა, სანამ ქრისტიანებთან სრულად არ გადასულა პოლიტიკური ძალაუფლება ქვეყანაში _ ეს არის ამოცანა-მინიმუმი, ის ბასტიონი, რომელიც უნდა დაიცვან.
ქრისტიანული მსოფლმხედველობის ადამიანებთან ძალაუფლების გადასვლა სრულიად რეალურია, გაცილებით რეალური, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ იყო. ამ სცენარის განსახორციელებლად საჭიროა, “ლიგისა” და “იტალიის საძმოს” ჯამურმა რეიტინგმა, რომელიც ამჟამად 38%-ს შეადგენს, გადააჭარბოს 50%-ს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ეს ჯამური რეიტინგი 20%-იც არ იყო, ამოცანა სულაც არ ჩანს გადაუჭრელი. მატეო სალვინისადმი სიმპათიის მატება გამოწვეულია იმით, რომ ის ხალხს დაჰპირდა მიგრაციის ნაკადის შეჩერებას და შეაჩერა კიდეც, თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ არის. სალვინის პოპულარობა გამოწვეულია იმით, რომ ის არის “ნორმალური ადამიანი ნორმალური მოსაზრებებით”. და ეს ნორმალურობა ჩანს როგორც წვრილმანებში, ისე გლობალურ საკითხებში; იმაში, რომ ის ლაპარაკობს ოჯახებზე, სარწმუნოებაზე, მიგრანტებზე, ნარკოტიკებზე, არმიასა და ფეხბურთზე.
ტოლერანტობის პროპაგანდამ მოქალაქეებს აუკრძალა, საჯაროდ ილაპარაკონ, რომ რაღაც არის მართებული და რაღაც უმართებულო, რაღაც _ ნორმალური და რაღაც _ არანორმალური. რეიტინგი კი მატულობს მხოლოდ იმ ორი პარტიისა, რომლებიც გამოდიან ტრადიციული ფასეულობების დაცვის მოწოდებით, თუმცა ჯერჯერობით უთქმელად და ქვეცნობიერის დონეზე, მაგრამ იტალია ამ გზას ირჩევს.
სააგენტო “რეგნუმ”-ის მასალების მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
ნამდვილად ასეა. ოჯახს ებრძვიან რადგან ოჯახი პატარა სახელმწიფოა. მტკიცე ოჯხი, სიყვარულზე და პატივისცემაზე დაფუძნებული კი სახელმწიფოს სიმტკიცის საფუძველია. ეს რაღათქმა უნდა ეშმაკის ძალებს არ აწყობთ. აუმხედრდნენ ღმერთს და ყოველივე მის სათნოებას და მის კეთილგონიერებას. არადა ადამიანი უღვთო სიბრტყეზე ნამდვილად მოკვდება და დაიღუპება, ღმერთია სიცოცხლე და ბედნიერება. ის რაც ხდება საქართველოში არის გაათმაგებულად უფრო თვალსაჩინო, რადგან გაათმაგებულად გვებრძვიან და ამას მრავალი მიზეზი აქ, აქ ხალხი უფრო გატეხილია, უფრო პატარა სახელმწიფო ვართ და არაცნობილი, ამიტომ ბოროტ ძალებს შესანიშნავი ლაბორატორია მიეცათ ხელში თავიანთი ბინძური იდეების განსახორციელებლად. რასაც გაგვიბედავენ ჩვენ სხვა ქვეყნებს ჯერ ვერ უბედავენ მაგრამ აქ ტესტავენ და სხვაგან როგორც გამოუვათ ისე გადააქვთ,,სიტუაციიისდამიხედვით””” ამის გამახორციელებელი კი საქართველოში ბევრია, ყველა სფეროში უკვე მათიანები ყავთ ანუ სულგაყიდული მედროვე, უპრინციპო, ამორალური, ლიბერასტი ადამიანები. მათი საქმიანობის შედეგს ყოველდღე იმკის საქართველო და მისი მოსახლეობა, იქნება ეს ტერიტორიების დარიგება, მოსახლეობის განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების შევიწროვება, განადგურება და გადაჯიშება. მოკლედ მიმდინარეობს ძლიერი ფესვების განადგურება. ისტორიიის დამახინჯება, შეცვლა. გაუფასურება ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანების, ანუ დასცინიან კულტებს და პატივსაცემ ადამიანებს. არ სურთ მათ კულტები და ღირებულებები გაგვაჩნდეს, ამიტო გადაიქცა საქართველო უაზრო, ერთ უჯიშო ქარხანად , სადაც გამოყავთ ახალი ადამიანები, უპრინციპო, უთვისტყომო, უიმედო და მონა ფსიქოლოგიიით. მე მაპატიეთ და ასეთ უინტერესო და უბედურ ქვეყანას ჯერ არსად არ გადავყრილვარ , როგორიც დღეს საქართველოა. როგორც იქნა კარგს და ცუდს ვეღარ ხედავს ბევრი. არადა სულ ქონდა ქართველს სიმართლის შეგძნება მაგრამ ესეც დაეკარგა. მომრავლდა თავსრეტდასხმული ადამიანოზავრები.