მეშვიდე გადაცემა
ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ამთავითვე მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა, რომელსაც, როგორც ჟურნალისტი, ხელისუფლების სათავეში თქვენი ყოფნის ორი ათეული წლის განმავლობაში ყოველთვის ღიად და გულწრფელად გამოვხატავდი, თუმცა (ამასაც ღიად და გულწრფელად მოგახსენებთ) ამ წლების განმავლობაში მიგროვდებოდა და მაწუხებდა შეკითხვები, რომელთა დასმის დრო, როგორც ჩანს, დადგა.
ახლოვდება დიდი სამამულო ომის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში უნდა აღინიშნოს. მსოფლიო პანდემიის გამო ამ თარიღის აღნიშვნა 9 მაისს რაკი ვერ მოხერხდა, გაგვახარა მისი ჩატარების თარიღად 2020 წლის 24 ივნისის გამოცხადებამ, ვინაიდან გამარჯვების პირველი აღლუმი წითელ მოედანზე, 75 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს ჩატარდა. ჩემი ღრმა რწმენით, ამას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ბატონო პრეზიდენტო, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს თარიღი თავისთავად განსაკუთრებულია, არამედ უფრო იმის გამო, რომ საერთაშორისო ვითარებაა განსაკუთრებული. პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ზნეობრივ ჩიხში მყოფი მსოფლიო ბორგავს და გამოსავალს ეძებს. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი ღობე–ყორეს აწყდება, წვალობს, წრიალებს, მაგრამ, როგორც ეკლესიასტე გვეუბნება ძველ აღთქმაში, _ არაფერი ახალი არ არის ამ ცისქვეშეთში, ყველაფერი საკუთარ წრეში ტრიალებს და საკუთარ თავს უბრუნდება. რამდენჯერაც უნდა გადაფასდეს მოვლენები, რამდენჯერაც უნდა გადაისინჯოს ღირებულებები და გადაიწეროს ისტორია, ეშმაკი ღმერთის ადგილზე ვერ დამკვიდრდება, თუმცა ეშმაკი არ ისვენებს, როგორც საქართველოში ვამბობთ ხოლმე, ეშმაკს არ სძინავს.
ვერ ვიტყვი, რუსეთის ხელისუფლების სათავეში თქვენი მოსვლის დღიდანვე-მეთქი, მაგრამ მიუნხენის 2007 წლის კონფერენციაზე თქვენი ისტორიული გამოსვლის შემდეგ ეშმაკს ნამდვილად არ სძინავს, უფრო სწორად, ვეღარ სძინავს. რა დააძინებს ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ?!
“Предлагавшийся после «холодной войны» однополярный мир не состоялся… Однако что же такое однополярный мир? Как бы ни украшали этот термин, он в конечном итоге означает на практике только одно: это один центр власти, один центр силы, один центр принятия решения.Это мир одного хозяина, одного суверена. И это в конечном итоге губительно не только для всех, кто находится в рамках этой системы, но и для самого суверена, потому что разрушает его изнутри. И это ничего общего не имеет, конечно, с демократией…
Считаю, что для современного мира однополярная модель не только неприемлема, но и вообще невозможна. И не только потому, что при единоличном лидерстве в современном – именно в современном – мире не будет хватать ни военно-политических, ни экономических ресурсов. Но что еще важнее: сама модель является неработающей, так как в ее основе нет и не может быть морально-нравственной базы современной цивилизации”.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ეშმაკს ძილი გაუკრთა, მაგრამ პლანეტის მშრომელებმა და კეთილი ნების ადამიანებმა შვებით ამოისუნთქეს, ვინაიდან ამ სიტყვებში მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე ძალებისთვის ამოდებული და ძლიერი ხელით მოქაჩული აღვირის ძალა იგრძნეს. ხალხმა ირწმუნა ამ ნათქვამის ჭეშმარიტება, ვინაიდან ამავე განწყობით გაჯერებული სხვა დებულება ადრეც ჰქონდა მოსმენილი თქვენგან, კერძოდ, ფედერალური საკრებულოსთვის 2005 წლის მიმართვის ტექსტში: “Прежде всего следует признать, что крушение Советского Союза было крупнейшей геополитической катастрофой века.”
ეშმაკს პირველი რეჩხი აქ უყო გულმა, რადგან პირველად აქ იგრძნო ის, რომ, რაც საბოლოოდ დაძლეული და დანგრეული ეგონა _ იდეა საბჭოთა კავშირისა, თურმე არ ყოფილა ბოლომდე დანგრეული.
დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა მას მერე ბევრჯერ შეგახსენეს ეს ნათქვამი და თქვენც გულწრფელად უხსნიდით, რა იგულისხმეთ და რა შინაარსი ჩააქსოვეთ მათთვის ასე შემაშფოთებელ განცხადებაში: “Десятки миллионов наших сограждан и соотечественников оказались за пределами российской территории. Эпидемия распада к тому же перекинулась на саму Россию. Накопления граждан были обесценены, старые идеалы разрушены, многие учреждения распущены или реформировались на скорую руку. Целостность страны оказалась нарушена террористической интервенцией и последовавшей хасавюртовской капитуляцией.
Олигархические группировки, обладая неограниченным контролем над информационными потоками, обслуживали исключительно собственные корпоративные интересы. Массовая бедность стала восприниматься как норма. И все это происходило на фоне тяжелейшего экономического спада, нестабильных финансов, паралича социальной сферы.”
თქვენს ამ განმარტებაში, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ლოგიკურად, მარტივად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მათ უკვე აღარაფრის გაგონება არ სურთ. რადგან რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დანგრევას უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მიიჩნევს, მაშასადამე, არ არის გამორიცხული, დანგრეულის აღდგენის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, _ ფიქრობენ ისინი. არა, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, დასავლეთი არასოდეს გენდობათ. თქვენთვის გაცილებით ადვილია დასავლეთის დაჩოქება, ვიდრე მათგან თუნდაც უმცირესი ნდობის მოპოვება.
თქვენთან პირველი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) დიპლომატიურად განაცხადა, რომ თქვენს თვალებში თქვენი სული დაინახა, მაგრამ პრეზიდენტის ეს “შეცდომა” დაუყოვნებლივ გამოასწორა სენატორმა მაკკეინმა, რომელმაც სალდაფონური უტაქტობით წამოროშა გულისნადები: “მე დიდი გულშემატკივარი ვარ პრეზიდენტ ბუშისა, მაგრამ მას პუტინის თვალებში მხოლოდ სამი ასოს დანახვა შეეძლო _ КГБ”. ოდნავ მოგვიანებით, ბატონმა მაკკეინმა დააზუსტა და ახალი შინაარსით შეავსო მის მიერ თქვენს შესახებ ადრე ნათქვამი: “ეს ის კაცია, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს”.
მიხეილ სააკაშვილმა თქვენი პიროვნების წინაშე მთელი დასავლეთის ცხოველური შიშის არსი ერთ წინადადებაში ჩაატია: “ვლადიმერ პუტინმა 2024 წლისთვის საბჭოთა კავშირის აღდგენა გადაწყვიტა და საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, ბელარუსისა და უკრაინის ძირითადი ნაწილის მიერთებას გეგმავს”.
ამის მსგავსი უამრავი სხვა ნათქვამის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამის აუცილებლობა არ დგას, ისედაც ნათელია თქვენ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაში ნდობის დეფიციტი.
ზემოთ შეკითხვები ვახსენე, რომლებიც თქვენ მიმართ წლების განმავლობაში დამიგროვდა. პირველი შეკითხვა სწორედ ამას შეეხება:
რატომ ცდილობთ დასავლეთის ნდობის მოპოვებას _ ამას პოლიტიკური ლავირების მიზნით აკეთებთ თუ მართლა გინდათ, დასავლეთის სანდო მოკავშირედ იქცეთ?
ეს არსებითი ხასიათის შეკითხვაა, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ და კოლექტიური დასავლეთი არ მალავენ (არასოდეს არ მალავდნენ) რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებას.
დასავლეთი და რუსეთი, საზოგადოდ, შეიძლება ერთ ცივილიზაციურ მიმართულებას განეკუთვნებიან, მაგრამ ერთ პოლიტიკურ მიმართულებას ნამდვილად არ წარმოადგენენ. დასავლეთი, იმთავითვე აღებ-მიცემობის გზით განვითარდა, ჯერ კიდევ ფეოდალურ რუსეთში კი ისე განხორციელდა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, რომ ბურჟუაზიამ მზის სინათლეზე გამოსვლა ვერც მოასწრო. “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” ევროპაში დაიწერა, მაგრამ ნოყიერი ნიადაგი რუსეთში ჰპოვა, რის გამოც დასავლეთმა საბოლოოდ შეიძულა რუსეთი. მათ მოახერხეს საბჭოთა კავშირის დაშლა და რუსეთისა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების აცდენა განვითარების სოციალისტური გეზიდან, მაგრამ განა განვლილმა ოცდაათმა წელიწადმა არ დაასაბუთა, რომ არც რუსეთისთვის და არც სხვა რესპუბლიკებისთვის ეგ საუკეთესო არჩევანი არ გამოდგა?!
ყველა პრობლემა, რომელთა წინაშეც რუსეთი და დანარჩენი მოკავშირე რესპუბლიკები აღმოჩნდნენ, ისტორიული და სამართლიანი გზიდან გადახვევის შედეგია. რომ არა კაპიტალისტური ურჩხულის შემოჭრა ყოფილ საბჭოეთში, ერთმანეთს როგორ დაუპირისპირდებოდნენ რუსები და უკრაინელები, ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები? საბჭოთა პერიოდში ვის შეეძლო წარმოედგინა უკრაინაში რუსული ენის აკრძალვა ან ვინ იფიქრებდა, რომ ხელოვნურად გაღვივებულ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს კრემლში მოწონებით შეხვდებოდნენ და მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდნენ, ე.ი. საქართველოს დაშლას წარბშეუხრელად მოაწერდნენ ხელს? ვინ იფიქრებდა, ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია, რეალობაა… აი, შედეგი ღალატისა და გზასაცდენილობისა, აი, შედეგი დასავლეთის გაუთავებელი ხელის ფათურისა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდგომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საშინაო საქმეებში!
რისთვის გჭირდებათ მტრულად განწყობილი დასავლეთის ნდობის მოპოვება? რას მისცემს რუსეთს ანტიქრისტეს გზაზე შემდგარი დასავლეთის მიერ ნდობის გამოცხადება მაშინ, როდესაც რუსეთის ისტორიული მისია გადამრჩენელის მისიაა. ცნობილმა გამონათქვამმა, _ მოსკოვი მესამე რომია და მეოთხე რომი აღარ იქნება, შუა საუკუნეებიდან დღემდე, ასე ფართო გავრცელება იმიტომ ჰპოვა, რომ მასში ჭეშმარიტება იყო გაცხადებული. საუკუნეებგამოვლილი ეს ჭეშმარიტება დღეს ეჭვქვეშ დგას. ე.წ. საბაზრო ეკონომიკის (ანუ, დიდი სოციალური უსამართლობის) გზაზე შემდგარი რუსეთი გადამრჩენელის მისიას, ალბათ, ვერ შეასრულებს, რადგან თვითონაც კაპიტალიზმის მრავალმხრივ და დაუძლეველ კრიზისში გადაეშვება, საბოლოო ლპობისა და ხრწნის ფაზაში გადავა და იმპერიალიზმის საერთო და გარდაუვალ ხვედრს გაიზიარებს. თქვენ ეგ ამბავი შესანიშნავად მოგეხსენებათ, მაგრამ მარტინ ლუთერისა არ იყოს, აქა დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ. ის მდგომარეობა, რომ “სხვაგვარად არ ძალგიძთ” კიდევ თუ გაგრძელდა, თქვენი ყოფნა იქ, სადაც დგახართ, აზრს დაკარგავს. ეს მოხდება თქვენი უდავოდ დიდი დამსახურების მიუხედავად რუსეთის წინაშე. თქვენ ხომ შეუძლებელი შესძელით, თქვენი წინამორბედების მიერ დაშლის პირას მიყვანილი რუსეთი ფეხზე წამოაყენეთ და თითქმის ძველი ძალმოსილებით აღჭურვეთ, მაგრამ აი, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, შესაძლებელია ფუჭი აღმოჩნდეს, თუკი თქვენი მოღვაწეობის ის აპოთეოზი ვერ შედგა, რომელსაც რუსეთის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ კი არა, ყველაზე სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჰქვია. გზა, რომელსაც დღეს რუსეთი ადგას, შესაძლებელია, ძლიერი ზესახელმწიფოს მშენებლობის გზა იყოს, მაგრამ სამართლიანი ზესახელმწიფოს მშენებლობის გზა, უბრალოდ, ვერ იქნება, ვინაიდან შეუძლებელია, რომ კაპიტალიზმის გზა (თუნდაც ეს რუსული კაპიტალიზმი იყოს) სამართლიანობის მიმართულებით მიდიოდეს. ამიტომ თქვენი მკაცრი გამონათქვამები დასავლური პოლიტიკის შეფასებისას, მათთვის განსაკუთრებით საგანგაშო სიგნალი ვერ იქნება, ვიდრე რუსეთი კაპიტალიზმის გზას ადგას.
დასავლეთის სამოცდაათწლიანი გააფთრებული ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, სინამდვილეში, სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ვინაიდან მათ შესანიშნავად იციან, ვის ეკუთვნის მომავალი. დასავლეთის საუკუნოვანი ბრძოლაც, ჯერ ცოცხალი, შემდეგ კი გარდაცვლილი სტალინის წინააღმდეგ, სოციალისტურ სისტემასთან ბრძოლაა, რადგან თავიანთი ბინძური ცხოვრების წესის მესაფლავეს სწორედ სტალინსა და მის მიერ აშენებულ სოციალისტურ სისტემაში ხედავენ.
მე ვერ გამიგია და მაწვალებს შეკითხვა, თქვენც მედასავლეთე ლიბერალივით რატომ ებრძვით ისტორიულ პიროვნებას, რომელიც თქვენი ერთადერთი იდეოლოგიური საყრდენი უნდა იყოს. დღევანდელ რუსეთს იდეოლოგია არ გააჩნიაო, _ ბრძანებთ, რაშიც, მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ამას წინათ, მთელი მსოფლიოს გასაგონად ბრძანეთ: “Что касается родителя номер – 1 и родителя номер – 2, я уже как-то публично говорил и повторю еще раз: пока я президент, у нас не будет родителя номер – 1 и родителя номер – 2… У нас будет папа и мама!”
შესანიშნავი, ბრწყინვალე და მაღალი ზნეობით გაჟღენთილი ეს თქვენი პოზიცია განა სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობრივი სისტემის შემადგენელი ნაწილი, ანუ იდეოლოგია არ არის?!
მაპატიეთ, მაგრამ 9 მაისი _ დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების ნათელი დღესასწაული, რომელ დღესაც გრანდიოზულ აღლუმებს მართავთ, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სახელმწიფოებრივი იდეოლოგია არ არის?!
“უკვდავი პოლკი”, რომლის ულამაზესი ტრადიცია თქვენ დანერგეთ, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და გმირი წინაპრებისადმი პატივის მიგების სახელმწიფოებრივი იდეოლოგია არ არის?!
და თუ ეს ყველაფერი ასეა, კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე სამართლიანი და ყველაზე დიდი გამარჯვების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სტალინი თქვენი იდეოლოგიური საყრდენი არ გამოდის?! ნაცვლად იმისა, რომ მის იდეალებზე თამამად იდგეთ, რატომ უპირისპირდებით მას, ვინც თქვენი დიდი წინაპარი და ბუნებრივი საყრდენია?!
თქვენც რატომ ებრძვით იმ უდიდეს ისტორიულ პიროვნებას, რომელსაც თქვენი მტრები ებრძვიან ასე გააფთრებით?!
თქვენთვის სხვა საყრდენი არ არსებობს, რადგან კაპიტალისტურ იდეალებს (დასავლურ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობასა და სხვა ფსევდოღირებულებებს), როგორც უნდა მოგწონდეთ ისინი, ვერ დაეყრდნობით, რადგან ისინი მათი კუთვნილება, მათი სატყუარა და მათი გაცვეთილი ნიღაბია, რომელთა მიღმა სოციალურ უსამართლობას, რასისტულ შეურიგებლობას, ზნეობრივ დეგრადაციასა და კაპიტალიზმის სხვა წინააღმდეგობათა და კრიზისთა მთელ სპექტრს მალავენ.
თქვენი ბუნებრივი საყრდენი მსოფლიო კაპიტალისტური ურჩხულის წინააღმდეგ ამბოხებულ მშრომელთა ბელადები _ ლენინი და სტალინი უნდა იყვნენ, მაგრამ გამარჯვების აღლუმზე თქვენ სტალინს დემონსტრაციულად არ ახსენებთ, ლენინის მავზოლეუმს კი საგანგებოდ აჭრელებულ ფანერებს მიღმა მალავთ.
ისტორიისთვის სტალინის სახელის გადამალვის მცდელობა ხრუშჩოვის პერიოდიდან მოდის, რომელმაც გმირ ქალაქ სტალინგრადს, საიდანაც ფაშისტურ ურჩხულზე გამარჯვების გაუგონარ ეპოპეას დაედო სათავე, სახელი წაართვა და გამოგონილი ვოლგოგრადი დაარქვა. გორბაჩოვმა კი ლენინგრადისთვის ისტორიული სახელის დაბრუნებით შეურაცხყო ლენინგრადელების 871-დღიანი გმირობისა და გამძლეობის ჟრუანტელისმომგვრელი ისტორია.
მიუხედავად იმისა, რომ არავის მოუვა აზრად სტალინგრადის ბრძოლებს ვოლგოგრადის ბრძოლები უწოდოს, ხოლო ლენინგრადის ბლოკადა სანკტ-პეტერბურგის ბლოკადად მოიხსენიოს, ეს მაინც უდიდესი უსამართლობაა.
კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ, ბატონონო პრეზიდენტო:
ნუთუ, ხელისუფლების სათავეში ყოფნის ოცწლიანი პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ისტორიული სამართლიანობა აღადგინოთ და გმირ ქალაქებს _ სტალინგრადსა და ლენინგრადს ის სახელები დაუბრუნოთ, რომელი სახელებითაც ამ ქალაქების უმაგალითო გმირობის ისტორია დაიწერა?!
მისასალმებელია გამარჯვების დღის პომპეზური აღნიშვნა ყოველ 9 მაისს, მაგრამ გაუგებარი და გულსატკენია გამარჯვებული სახელმწიფოს არმიის მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის როლის ასე უსამართლოდ იგნორირება. გულსატკენია, როდესაც წითელი მოედნის ოფიციალური ტრიბუნიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ სტალინის ბიუსტთან მადლიერი ხალხის მიერ მიტანილი ყვავილების ზღვაში არ ურევია რუსეთის ხელისუფლების მიერ მირთმეული თუნდაც ერთი მოკრძალებული თაიგული, მაშინ, როდესაც მწერალ სოლჟენიცინის ძეგლს, ვისი დამსახურება უდიდესი რუსული ლიტერატურის წინაშე მხოლოდ სტალინის მიმართ უკიდეგანო ცილისწამებაა, თქვენი ხელით მირთმეული ყვავილები ამკობს.
და მე, ვისაც არც ეს ისტორიული და არც ეს პოლიტიკური ლოგიკა არ მესმის, მიჩნდება შეკითხვა: ეს უცნაური მდგომარეობა თქვენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს და, თუ გნებავთ, როგორც ადამიანს, მოქალაქეს, შინაგანად არ გაწუხებთ? ნუთუ თქვენც ფიქრობთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში იქამდე გაუგონარი მასშტაბის ამ უსაშინლეს ომში ხალხმა და არმიამ, როგორც რუსეთში ზოგიერთები ფიქრობენ და ამბობენ, “вопреки Сталину” გაიმარჯვა?
არ ვიცი, 24 ივნისს რა სცენარით აპირებთ წითელ მოედანზე აღლუმის გამართვას, მაგრამ თუ გნებავთ, რომ მტერსაც და მოყვარესაც სწორი და შესაბამისი ემოციები აღეძრას, 75 წლის წინანდელი დეკორაცია და გაფორმება ზუსტად უნდა შეინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში, წითელ მოედანს ლენინისა და სტალინის პორტრეტები უნდა ამშვენებდეს, როგორც მაშინ, იმ შორეულ 1945 წლის 24 ივნისს ამშვენებდა, თქვენ კი აუცილებლად, ლენინის მავზოლეუმის ტრიბუნასთან უნდა იდგეთ, როგორც სტალინი იდგა 75 წლის წინათ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქცევა ეს ახალი აღლუმი იმ ძველი აღლუმის სამართალმემკვიდრედ და ისტორიულ გაგრძელებად. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შენარჩუნებული დროთა კავშირი და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქცევა იგი ლოგიკურ ქმედით გამოხატულებად მიუნხენში ცამეტი წლის წინათ თქვენ მიერ რუსეთის სახელით გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკური დოქტრინისა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასრულების შესახებ.
ჩვენ არა მხოლოდ მიუნხენის კონფერენციაზე თქვენს მიერ წარმოთქმული ბრწყინვალე სიტყვა გვახსოვს, არამედ გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე წარმოთქმული გასაოცარი სიტყვაც, რომელშიც არნახული სიწრფელითა და ექსპრესიით იყო მხილებული დასავლეთის უბინძურესი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში: “Политические, социальные проблемы назревали в этом регионе давно, люди там, конечно, хотели перемен. Но что получилось на деле? Агрессивное внешнее вмешательство привело к тому, что вместо реформ государственные институты, да и сам уклад жизни были просто бесцеремонно разрушены. Вместо торжества демократии и прогресса — насилие, нищета, социальная катастрофа, а права человека, включая и право на жизнь, ни во что не ставятся. Так и хочется спросить тех, кто создал такую ситуацию: вы хоть понимаете теперь, чего вы натворили?!”
მართლაც დიდებულია, მართლაც დამანგრეველი ეფექტის მქონე სიტყვებია, მაგრამ მათი შესაბამისი ქმედება რატომ არ ჩანს, რატომ აგვიანებს? თქვენ ხომ ამცნეთ საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქეებს, რომ: “объединение усилий стран бывшего СССР идет на пользу всем, несмотря на фобии прошлого и страхи по поводу возрождения СССР. Приходит все-таки понимание того, что объединение усилий на пользу всем, что это пробивает себе дорогу неизбежно. Чувствуя эти преимущества, мы двигаемся дальше, совершаем новые шаги и идем вперед. Против такой интеграции республик бывшего СССР выступают страны Запада, так как просто боятся конкуренции.»
ვფიქრობ, დაყოვნება აღარ შეიძლება. რუსეთმა უნდა განაცხადოს თავისი სოციალისტური იდეოლოგიის შესახებ, ვინაიდან მხოლოდ სოციალისტური იდეოლოგია შეესაბამება მესამე რომის ისტორიულ მისიას. ყველა სხვა იდეოლოგია ბოროტების იდეოლოგიაა.
მოუხედავად მძიმე შეკითხვებისა, რომელიც ამ წერილში დავსვი, იმედს ვიტოვებ, რომ დიდი სამამულო ომის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიული აღლუმი იქნება რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური დამანგრეველი იდეოლოგიის დასამარების დასაწყისი, რომელიც საბჭოთა ხალხების მომავალ გარდაუვალ ერთიანობასა და სოციალისტურ მომავალს ჩაუყრის საფუძველს.
ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება მსოფლიოში შექმნილი გლობალური კრიზისის დაძლევისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზა.
წარმატებებს გისურვებთ!
ღრმა პატივისცემით,
ვალერი კვარაცხელია
თბილისი, 2020 წლის 1 ივნისი
თავს ნუ მოვიტყუებთ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ.
სიმართლე სინათლეა, ურთიერთობებს მხოლოდ სიმართლე აგვარებს!
რამეთუ ყოვლად იყო და არის სამარადჟამო წერილი ღმრთისა:
“პირველ ეძიებდეს სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!”
რადგანაც ხალხი გონზე ვერ მოდის, აი, ეს გახლავთ საშველი ამა ქვეყნისა და არა სხვა რამ(იხილეთ ქვემოთ:),
თორემ ღმრთის შიშით მოკრძალებული ცნობიერებით გონს მოუხმობდა
და თვითნებობას ცრუ ხელმწიფეებს ვალდებულებით ზედ შეახმობდა.
მაგრამ, უშიშოდ გულგრილი ერი ვეღარ მიაღწევს ერთსულოვნებას,
ვეღარ აღკვეთავს ძალმომრეობას, თვითნებობას თუ დიდგულოვბნებას,
ჰოდა, რადგანაც თავად ვერ ფლობენ, კეთილად მართვის ბრძნულ ხელოვნებას,
ჩვენ მოვაწიოთ, უკეთესი გზით, განდიდებას და სახელოვნებას.
იხ:
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=5942381745008855258#editor/target=post;postID=4881069834550315435;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=0;src=postname
▫ბატონი ვალერი კვარაცხელიას ჟურნალისტური მიმოხილვა, – წარდგენილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, ვფიქრობ, ლოგიკური აზროვნების განსაკუთრებული
ნიმუშია და დიდ გაბედულებასაც ექვემდებარება!..
სხვა კითხვებიც უთუოდ ჩნდება, მაგრამ…?!..
▫ ბატონო ვალერი, უპირატესობის გამოკვეთას
ორ ბანაკს – სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის დღევანდელობის ფონზე სოციალიზმზე უპირატესობის მინიჭების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მართებულად მიიჩნევს მსოფლიო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ხვალინდელი დღის პროგრესადაც…!..
▫ პატივისცემით, ….
ბ–ნო ვალერი, ყველაფერში გეთანხმებით, დიდებული წერილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობის შესაქმნელად საქართველოსადმი, ხოლო ერთმორწმუნე რუს და ქართველ ხალხებს შორის ისტორიულად ისედაც არსებობს ურთიერთ სიყვარული, ღრმა პატივისცემა და ნათესაური კავშირები. ჩვენი ბრძენი პატრიარქი მოგვიწოდებს და ქართველი ხალხის აბსპლუტური უმრავლესობის სურვილიცაა, რომ სასწრაფოდ აღდგეს ძმური ურთიერთობები დიდ რუსეთთან!!!
sruli cheshmaritebaa chamo kalibebuli , droa upalis gzas moubrundet da antiqristeste dasavlur liberastebtan glicins tavi davanebot putini iqneba is tu sxvebi , mitumetes batoni putinisgan gaugebaria kvelaperi es….
sruliad vetanxmebi baton valeris…
მართალი იყო სტალინი, როცა თავის თანამებრძოლებს აფრთხილებდა ველიკორუსული შოვინიზმისა და ადგილობრივი ნაციონალიზმის საშიშროების შესახებ, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ რუსი კაცის სხეულიდან შეუძლებელი ყოფილა იმ სოლიტერისგან განთავისუფლება, რომელსაც შოვინიზმი ჰქვია!
ვეთანხმები !!! Nეტა შეისმენდნენ!!!