Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1543
ვალერი კვარაცხელია

მეექვსე გადაცემა

ფრთხილად, წინ საშიში მოსახვევია!

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო. ეთერშიაოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

როგორც იქნა გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და მოიხსნა კომენდანტის საათი. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საშიშროება გადავლილი არ არის, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. ახლა შეგვიძლია, განვლილ რთულ პერიოდს თვალი გადავავლოთ და გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ _ რა დაიგეგმა სწორად, სად იყო დაშვებული შეცდომა და ა.შ.

ჯერ ზოგიერთი მონაცემი ვნახოთ:

ამ ეტაპისთვის მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 300 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

საქართველოში კარგი მაჩვენებლები გვაქვს: 700-ზე ოდნავ მეტი ინფიცირებული და მხოლოდ 12 გარდაცვლილი.

შესადარებლად: მეზობელ სომხეთში (ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს ტოლფარდი სახელმწიფო) ამ ეტაპზე 7000-ზე მეტი ინფიცირებული და 87 გარდაცვლილია. განსხვავება კოლოსალურია. შეიძლება ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება _ საქართველო კარგად გაუმკლავდა ეპიდემიას.

აქ სამი მომენტია ხაზგასასმელი:

  1. მთავრობის მიერ კრიზისული სიტუაციის მართვის კარგი უნარი;
  2. სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და თავდადებული საქმიანობა;
  3. საზოგადოების საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა.

რომ არა ამ სამი მომენტის კომპლექსური ერთობლიობა, შესაძლებელია, მძიმე შედეგი დამდგარიყო. ასე რომ, მთლიანობაში, საქართველომ კრიზისულ სიტუაციას კარგად გაუძლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს უხარვეზობას. უნდა ვაღიაროთ, რომ სამივე მთავარი რგოლი, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, სცოდავდა. დღეს, რა თქმა უნდა, არ შევეხები სამედიცინო სფეროში დაშვებულ შეცდომებს, რადგან ეს სპეციალისტების პრეროგატივაა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ქცევას, ძირითადად, დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ უხარვეზო ნამდვილად არ ყოფილა თუნდაც რელიგიურ დღესასწაულებზე. ეპიდემიას შერჩევითი მიდგომები არ უყვარს. სამედიცინო წესებისა და რეკომენდაციების შესრულება ერთნაირად სავალდებულოა ნებისმიერ სიტუაციაში. საზოგადოების ერთი ნაწილი რელიგიურ ემოციებს აჰყვა და დადგენილ წესებს არ დაემორჩილა, რაც არ იყო გამართლებული.

რაც შეეხება სამთავრობო ღონისძიებებს, მიღებული იყო ორი მთავარი გადაწყვეტილება _ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება (21 მარტი) და კომენდანტის საათის შემოღება (30 მარტი).

იყო თუ არა ამ საკითხებში გარკვეული ხარვეზები? მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიებები, ძირითადად, სწორად იყო დაგეგმილი, გარკვეული ხარვეზები მათ ჰქონდა. პირველი ხარვეზი იყო მათი დაგვიანებით შემოღება. შიშში გადასულმა სიფრთხილემ გამოიწვია ზედმეტი დაყოვნება. ჯერ კიდევ 17 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე, პრემიერმინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებდა.

გიორგი გახარია, პრემიერმინისტრი: _ რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, მაგრამ ვცდილობთ, დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. ადვილია შუქის ჩაქრობა და ასე ლოდინი, მაგრამ, ეს ყველაფერი როდესაც დასრულდება, ჩვენი ეკონომიკა სად იქნება?!

ვალერი კვარაცხელია: _ პრემიერმინისტრის ამ მიდგომაში განა ლოგიკა არ არის? როგორ არა, იგი ფრთხილობდა, რადგან ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა, რომ ამ საქმეს ორი ძირითადი შემადგენელი ჰქონდა _ საზოგადოების ჯანდაცვა და ქვეყნის ეკონომიკა. რაც უფრო მკაცრი იქნებოდა შეზღუდვები, მით ჩქარა შეჩერდებოდა ეპიდემია, მაგრამ მით მეტად დაზიანდებოდა ეკონომიკა, და პირიქით _ რაც უფრო რბილი იქნებოდა შეზღუდვები, ნაკლებად დაზიანდებოდა ეკონომიკა, მაგრამ ფართოდ გავრცელდებოდა ეპიდემია. მთავრობას ამ სცილასა და ქარიბდას შორის ისე უნდა გაევლო და ისე უნდა გაეტარებინა საზოგადოებაც და ეკონომიკაც, რომ ორივე გადაერჩინა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი ოპტიმალური ფორმულის გამონახვა უაღრესად ძნელი და საპასუხისმგებლო იყო. ახლა, როდესაც ეტაპი გავლილია, ადვილია მსჯელობა, მაგრამ, როდესაც გადაწყვეტილება წინასწარ არის მისაღები, საქმე იოლი არ არის. გამოინახა თუ არა ოპტიმალური ფორმულა, რომელიც ეპიდემიისგან ისე დაგვიცავდა, რომ ეკონომიკას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიდგომოდა? ეს არსებითი ხასიათის შეკითხვაა. შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგია მიღწეული, მაგრამ რა მდგომარეობაშია ეკონომიკა და რა ელოდება მას ახლო მომავალში, ჯერ კიდევ არ ვიცით.

რამდენიმედღიანმა დაყოვნებამ, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, ვითარება გაართულა. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ საქართველოში ვირუსით დასნებოვნების პირველი შემთხვევა აღირიცხებოდა, უნდა გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა და გახსნილიყო საკარანტინო ზონები. ქვეყანაში, როგორც უცხოეთის მოქალაქეების, ასევე ჩვენი თანამემამულეების შემოსვლაზე უნდა დაწესებულიყო მკაცრი კონტროლი. ყველა შეზღუდვა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობითა და კომენდანტის საათით დაწესდა, თავიდანვე რომ შემოგვეღო, კრიტიკულ პერიოდს ქვეყანა ორ კვირაში (ვირუსის ერთ საინკუბაციო პერიოდში) გაივლიდა და ქვეყანა გაიხსნებოდა, ვინაიდან გვეცოდინებოდა, რომ ქვეყნის შიგნით ვირუსი არ არსებობს, ხოლო გარედან მისი შემოტანის ალბათობა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მეშვეობით თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს აღირიცხა. 10 ან 15 თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა და საკარანტინო წესები რომ ამოქმედებულიყო, თებერვლის ბოლოს შეზღუდვების მთლიანად მოხსნის საშუალება გვექნებოდა ისე, რომ ვირუსი საერთოდ ვერ შემოვიდოდა. ასეთ შემთხვევაში რა შედეგს მივიღებდით? არ გვექნებოდა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა, შესაბამისად, არ გვეყოლებოდა არც ერთი მსხვერპლი; არ გვექნებოდა გაწეული ამდენი შრომა და ხარჯი. ეკონომიკაში გვექნებოდა მხოლოდ ორკვირიანი პაუზა, რაც მას გაცილებით ნაკლებად აზარალებდა.

კიდევ ვიმეორებ: ეს საყვედური არ არის, იმდენად, რამდენადაც მოვლენების პოსტფაქტუმ ანალიზი ადვილია, პროცესების წინასწარ განჭვრეტა კი რთულია.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც იგივე შეცდომა დაუშვა _ დააგვიანა პანდემიის გამოცხადება და განგაშის ატეხვა. მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოუვიდა ეს შეცდომა, რადგან იმას, რაც შემდგომ მოხდა, არავინ მოელოდა. ეს ბუნებრივია, რადგან, ახლა რაც ჩანს, მაშინ არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, ასეთი ანალიზი მაინც უნდა გაკეთდეს. ეპიდემია ისეთი ვერაგი რამ არის, რომ ერთი დღით კი არა, ერთი საათით დაგვიანებაც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს (მოგვიანებით შევეხები საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შეცდომა, რომელიც სახელმწიფოებისა და მთავრობების მიერ რადიკალურ და გადამჭრელ ღონისძიებათა დაგვიანებით გატარებაში გამოიხატა, შესაძლებელია მათ შეგნებულად დააშვებინეს).

მოკლედ, დაგვიანების ეს დასანანი მომენტი რომ არა, კორონავირუსი, ალბათ, ნაკლებ ზიანს მოიტანდა. ამის გარდა, არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ასევე მოითხოვს დაზუსტებას.

შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე ვსაუბრობდი, მაგრამ, თუ გამკაცრება რეალობას ასცდა, ის კონტრპროდუქტიული ხდება. მაგალითად, ჯარიმების ოდენობა საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო _ სამი ათასი ლარი. მესმის, რომ მაღალი ჯარიმით ადამიანების დაშინება უნდოდათ, მაგრამ ჯარიმის ეს ოდენობა საქართველოს ეკონომიკურ რეალობასა და ცხოვრების დონესთან ახლოსაც არ დგას. საფრანგეთში ჯარიმის ოდენობა 130 ევრო, იტალიაში 200 ევრო, რუსეთში 15 000 რუბლია. დავანებოთ თავი იმას, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში შემოსავლები საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, ჯარიმებიც, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი ყოფილიყო. პირდაპირი კურსითაც რომ ვიანგარიშოთ, გამოდის, რომ რუსეთში ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 500 ლარია, საფრანგეთში _ დაახლოებით 700 ლარი, იტალიაში _ დაახლოებით 800 ლარი, საქართველოში კი _ 3000 ლარი. მაინტერესებს, როგორ და რა პრინციპით დაადგინეს ჯარიმის ეს ოდენობა? ან როგორ და რა მექანიზმით უნდა გადაახდევინოს სახელმწიფომ 3000-ლარიანი ჯარიმა მოქალაქეს, რომელიც უმუშევარია, ან 200 ლარი პენსია აქვს, ან 300, 400, 500 ლარის შემოსავალი აქვს? ჩიხური სიტუაციაა, ჯარიმებს თუ ჩამოწერენ, ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება და შემდგომისთვის ანტიპროპაგანდისტულ ეფექტს მოგვცემს; არ ჩამოწერენ და დაჯარიმებულთა 60-70 პროცენტი ამ ჯარიმის გადახდას წლების განმავლობაში ვერ შეძლებს. ვფიქრობ, რომ საქართველოში 300-ლარიან ჯარიმას გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე 3000-ლარიან ჯარიმას ჰქონდა, ვინაიდან ადამიანს რეალური უფრო აშინებს, ვიდრე არარეალური. დღეს რეალური ვირუსის ეშინიათ, მაგრამ არარეალური დევი არავის აშინებს. ათლარიან ჯარიმას როცა გამოგიწერენ, შეწუხდებით, მაგრამ, ათმილიონიანი ჯარიმა რომ გამოგიწერონ, გაგეცინებათ. შეიძლება მითხრათ, რომ ეს დეტალებია, მაგრამ ყველაფერი დეტალებისგან შედგება და, როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება. დეტალია, მაშ, რა არის ის, რომ მსუბუქი ავტომობილებით მძღოლსა და მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა მგზავრობის უფლება და თანაც ის ადამიანები აუცილებლად უკანა რიგში უნდა მსხდარიყვნენ. უკანა რიგში თუ შეიძლება ორი ადამიანის გვერდიგვერდ ჯდომა, წინა რიგში რატომ არ შეიძლება, რა ლოგიკაა ეს?! ეს უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი არა, დაჯარიმების შესაძლებლობის ხელოვნურ გაზრდაზე ზრუნვა იყო. მართალია, ესეც დეტალია მხოლოდ, მაგრამ სულელური და სასაცილო დეტალი. მთელი უბედურება კი ის არის, რომ ასეთი დეტალები ხშირად ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია და, რაც მთავარია, შემომღებთა მიმართ უნდობლობის აღმძვრელი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ძირითადად, კარგად გაართვა თავი მძიმე მოვალეობას და კრიზისული სიტუაციის მართვის კარგი უნარიც გამოავლინა, მაგრამ ჩვენ ახლა იმ უზუსტობებზე ვსაუბრობთ, რომლებიც, სჯობდა, არ ყოფილიყო.

მაგალითად: საშური საქმე იყო ჩვენი იმ თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც საზღვარგარეთ, პანდემიის ეპიცენტრებში აღმოჩნდნენ. ბევრმა, ვინც სამუშაოდ იყო წასული, სამუშაო დაკარგა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სახელმწიფოს, ცხადია, უნდა ეზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე და, კაცმა რომ თქვას, არც დაუკლია ყურადღება შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ მოქალაქეებზე ზრუნვასა და ეკონომიკაზე ზრუნვას შორის ყოველთვის ვერ იყო ბალანსი დაცული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დაამახსოვრდებოდა პრემიერმინისტრის ერთი უხეში გამონათქვამი, რომელიც სიტუაციის მკაცრი ხელით მართვის დემონსტრაციის მცდელობა იყო, მაგრამ კონსტიტუციიდან გადაცდომის მკაფიო მაგალითად უფრო შემორჩება ისტორიას, ვიდრე მართვის სიმკაცრედ და ურყევი ნებისყოფის გამოვლინებად.

გიორგი გახარია, პრემიერმინისტრი: _ სახელმწიფოს ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ვფიქრობ, “აირზენას” დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, სხვას არაფერს. არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი ინტერესები დაიცვას. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან.

ვალერი კვარაცხელია: _ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მთავრობას განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებს, მაგრამ ეს კონსტიტუციისა და საგანგები მდგომარეობის შესახებ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას არ ნიშნავს. ექსპროპრიაცია, რომლითაც პრემიერმინისტრი კერძო ავიაკომპანიას დაემუქრა, საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონში არათუ ნებადართული, ნახსენებიც კი არ არის. საქმე მხოლოდ იურიდიულ ტერმინოლოგიაში როდია. საქმე ეკონომიკას ეხება. ეკონომიკის მდგომარეობაზე კი სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ბედია დამოკიდებული. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდი სოციალიზმისთვისაა დამახასიათებელი. საბაზრო ეკონომიკას კი სოციალისტური მეთოდებით ვერ მართავ. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის შეცვლა თუ გსურს, მას საგანგებო მდგომარეობის შემოღება ვერ შველის, რევოლუცია სჭირდება. დღეს ჩვენ კაპიტალიზმის ვითარებაში ვცხოვრობთ და კერძო კომპანიებს სახელმწიფოს პრობლემების გადაწყვეტას ვერ დავაკისრებთ. სახელმწიფოს პრობლემების გადასაწყვეტად სახელმწიფო უნდა იყოს მზად, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საზოგადოებრივეკონომიკური ფორმაციის პირობებში უწევს მას ფუნქციობა. შესაძლებელია, განსხვავებული ფორმაციებისთვის დამახასიათებელი მეთოდების აღრევა მთელი ეკონომიკისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ ავიაცია ურთულესი და სტრატეგიული სფეროა. მის აშენებას წლები სჭირდება, დანგრევა კი ერთ წუთშიც შეიძლება.

სამოქალაქო ავიაცია კორონავირუსის გამო მსოფლიოში უმძიმეს კრიზისს განიცდის. მით უმეტეს, მძიმე დღეშია ისედაც მწირი შესაძლებლობების მქონე ქართული ავიაცია. როდესაც სახელმწიფოსა და ხალხს ჰაერივით დასჭირდა ეროვნული ავიაცია, მას მუქარის ენით კი არ უნდა ელაპარაკო, ისევე უნდა გაუწოდო დახმარების ხელი, როგორც იმ თანამემამულეებს, რომლებისთვისაც ავიამომსახურება ამ კრიტიკულ სიტუაციაში სიკვდილსიცოცხლის საკითხად ქცეულა და ეგზისტენციური მნიშვნელობა შეუძენია. აქ ბალანსის დაცვა იყო საჭირო და არა ექსპროპრიაციით ვინმეს დაშინება. თუ კანონიერ მფლობელს საკუთრებას წაართმევ, მერე რას აპირებ, თვითონ იფრენ? ავიაკომპანიას თვითმფრინავის სალიზინგო მომსახურების თანხის გადახდა თუ არ შეუძლია, საწვავისა და აეროპორტების გადასახადებს ვერ აუდის და თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის, ექსპროპრიაციის შემდეგ ყველაფერ ამას ვინ გადაიხდის, სახელმწიფო? სახელმწიფოს თუ ამდენი შეუძლია, რაღა ექსპროპრიაციით ემუქრები, დაუძახე იმ ხალხს და ხარჯთაღრიცხვა შეადგენინე, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ ექსტრემალურ ვითარებში დავალების შესრულება შეძლონ. კრიზისულ ვითარებაში საზღვარგარეთ დარჩენილი თანამემამულეების დახმარების სურვილი რომ გამოძრავებს, მისასალმებელია, მაგრამ ამ დახმარებას სტრატეგიული დარგი თუ გადააყოლე, იმ ბალანსს დაკარგავ, რომლის შენარჩუნების სიმწვავე და აუცილებლობა განსაკუთრებულად სწორედ კრიზისულ სიტუაციებში ვლინდება. ამაზეა საუბარი.

21 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ონლაინკონფერენცია გამართა ქართველ ბიზნესმენებთან, სადაც “ჯორჯიან ეარვეისის” (“აირზენას”) გენერალურმა დირექტორმა უცნაურ ფაქტს გაუსვა ხაზი.

რომან ბოკერია
რომან ბოკერია

რომან ბოკერია, ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისისგენერალური დირექტორი: _ ჩვენ პანდემიამდეც არასახარბიელო მდგომარეობაში ვიყავით. საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ ხელს უწყობდა, არამედ ათეული მილიონებით აფინანსებდა უცხოურ ავიაკომპანიებს _ “ვიზეარსა” და “რაინეირს”, მაშინ, როდესაც ჩვენ ხელოვნურად გვაპირისპირებდა ევროპის, თურქეთისა და რუსეთის გიგანტ ავიაკომპანიებთან და უთანასწორო კონკურენციაში ყოველთვის დაუცველს გვტოვებდა. დღეს სალიზინგო კომპანიების, აეროპორტების, საწვავის მომწოდებელი კომპანიებისა და სხვათა წინაშე ჩვენი ავიაკომპანიის ფინანსურმა დავალიანებამ 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ იმაზე, რომ ევროკავშირის საელჩო და ევროპის ბიზნესასოციაცია განიხილავენ 27 წლის ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანიის მძიმე მდგომარეობას და გასაკოტრებლად არ გაწირავენ იმ სტრუქტურას, რომელიც ევროპასა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია.

ვალერი კვარაცხელია: _ მაშინ, როდესაც ქართული ავიაცია ამ უმძიმეს ჟამს საკუთარ პრობლემებთან პირისპირ არის დარჩენილი, მსოფლიოში პანდემიის შედეგად დაზარალებული ავიაკომპანიებისთვის აუცილებელი დახმარების გასაწევად ყველგან გამოიყო საკომპენსაციო თანხები.

BLOOMBERG:  _ ამერიკელ ავიაგადამზიდველებს ფინანსთა სამინისტროსთან ჰქონდათ წინასწარი მოლაპარაკება კრიზისთან დაკავშირებით 25 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების მიღების პირობებზე.

Лента Новостей: _ პრეზიდენტმა პუტინმა ავიაკომპანიებს 30 მილიარდის დახმარება შესთავაზა.

BBC: _ ევროკომისიამ პანდემიის ფონზე მკვეთრად შეარბილა ავიაკომპანიებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფის საკითხი და საფრანგეთის მთავრობას უფლება მისცა, ავიაკომპანია Air France-ს გამოუყოს ფინანსური დახმარება 7 მილიარდი ევროს ოდენობით.

ვალერი კვარაცხელია: _ ღმერთმა ინებოს, რომ პანდემიამ საბოლოოდ გადაიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი მის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს ახლო მომავალში მწვავედ ვიგრძნობთ.

ქართული ავიაკომპანიის პრობლემები იმის საილუსტრაციოდ შემოგთავაზეთ, რა მძიმე ვითარებაა, საერთოდ, ქართულ ეკონომიკაში. ევროკავშირის ელჩის, ბატონ კარლ ჰარცელის ონლაინკონფერენცია ქართველ ბიზნესმენებთან, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ამას ადასტურებს.

ეს _ რაც დღეს მინდოდა მეთქვა კორონავირუსის პანდემიაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს გადასახედიდან.

პანდემიის შესახებ ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ გლობალური გადასახედიდანაც…

რა წარმომავლობისაა .. კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა და, მრავალი მეცნიერის პროგნოზით, ახალი, თვისებრივად განსხვავებული ეპოქის დადგომის მიზეზადაც მოგვევლინა, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ იგი ხელოვნური წარმოშობისაა და მის უკან ის ძალები დგანან, რომლებსაც მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონების სურვილი ჯერაც არ განელებიათ. ამ აზრს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. სხვათა შორის, მოწინააღმდეგეები ისე გააფთრებით უპირისპირდებიან ამ აზრს და ისე დიდ გავლენას ახდენენ პროცესებზე, რომ ეს თავისთავად აძლიერებს ეჭვს ამ საქმეში საერთაშორისო ბოროტი ძალების მონაწილეობაზე. ერთი რამ ფაქტია: ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაც რომ იყოს, ის ძალები, რომლებზეც მოგახსენებდით, ამ მოვლენას მაინც სათავისოდ გამოიყენებენ.

მინდა, განვიხილო ერთი კონკრეტული შემთხვევა.

რუს კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს ყველა იცნობთ. რამდენიმე წელიწადია, რაც მან პუბლიცისტიკას მიჰყო ხელი და რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე მიჰყავდა პოპულარული გადაცემა “Бесогон”-ი, რომელიც სადღეისო მწვავე რეალობას მაღალპროფესიულ დონეზე აშუქებდა.

წარსულ დროში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს გადაცემა ეთერიდან მოიხსნა. ბატონი მიხალკოვი გადაცემებს კვლავაც აკეთებს, მაგრამ რუსეთის არც ერთი სატელევიზიო არხი ამ პროდუქციით არ ინტერესდება. ავტორი იძულებულია, გადაცემები “იუთუბზე” ატვირთოს.

ღმერთმანი, ამ ვითარებამ საკუთარი ისტორია გამახსენა. გადაცემა “ოქროს კვეთა”, რომელსაც ახლა გაზეთის ფურცლებზე კითხულობთ, ყველაზე რეიტინგული გადაცემა იყო “ობიექტივის” ეთერში. ისეთი რეიტინგული, რომ “ობიექტივის” ეთერიდან მოხსნის შემდეგ “ასავალ-დასავალის” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა მთხოვა, გაზეთში გადამეტანა სატელევიზიო სპეციფიკის შენარჩუნებით. თხუთმეტი გადაცემის შემდეგ იგი რატომღაც “ასავალ-დასავალისთვისაც” მიუღებელი შეიქნა და ამჯერად მკითხველი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე ეცნობა. ფაქტია, რომ “ოქროს კვეთას” მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს და მომავალშიც ეყოლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში მოქმედ არც ერთ ტელეარხს იგი არ სჭირდება. საქმე ის არის, რომ საქართველოში არსებული ფარული (კორონავირუსივით უხილავი) ცენზურა იმ სიმართლეს ებრძვის, რომელიც ამ გადაცემიდან ისმის.

ჰო, ეს ჩემი, არცთუ პირადი ისტორია გამახსენა რუსული სახელმწიფო ტელეარხიდან უაღრესად პოპულარული “Бесогон”-ის მოხსნამ. რა ითქვა “Бесогон”-ში ისეთი, რომ “Россия-24” ასე არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმაზე წავიდა? როგორი საკვირველიც უნდა მოგეჩვენოთ, მიხალკოვის გადაცემა კორონავირუსთან დაკავშირებული იმ ფაქტის მხილებას შეეწირა, რომ ამერიკელი მილიარდერი ბილ გეიტსი პანდემიის გამოყენებით მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაციაჩიპიზაციის ჩატარებას გეგმავს, რაც კაცობრიობაზე ციფრული კონტროლის დაწესებას მოასწავებს. ამის შესახებ დღეს მსოფლიოში ლაპარაკობენ, მაგრამ მიხალკოვის მიერ მომზადებულ გადაცემაში ეს ყველაფერი ისე მაღალპროფესიულად იყო მოწოდებული, რომ ბომბივით გასკდა. საინტერესოა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობ. როგორ მოგწონთ ის ამბავი, რომ გამოჩენილი რუსი საზოგადო მოღვაწე და ცნობილი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი რუსულ ტელეარხზე ამერიკელი მილიარდერის მხილებისთვის ისჯება? ამ წინადადებას კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმისთვის, რომ კარგად დააკვირდეთ: რა მასშტაბის უნდა იყოს ის ბოროტი ამერიკული ძალა, რომ გამოჩენილი რუსი საზოგადო მოღვაწე და ცნობილი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი რუსულ ტელეარხზე ამერიკელი მილიარდერის მხილებისთვის დასაჯოს?!

ეს ხომ წარმოუდგენელი მოვლენაა!

ნუთუ დღევანდელ რუსეთშიც ისევე ღრმად აქვთ ფესვები გადგმული ამერიკულ სპეცსამსახურებს, როგორც ხრუშჩოვის, გორბაჩოვისა და ელცინის პერიოდში ჰქონდათ?! ნუთუ ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფოს სათავეში ყოფნის ოცწლიან მონაკვეთში ვერ ამოძირკვა ისინი იმ დონეზე მაინც, რომ დღესაც ასე ღიად არ დათარეშობდნენ რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო სივრცეში?!

ეს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მსოფლიოსთვის საგანგაშო მოვლენაა, ვინაიდან უაღრესად საშიშ და უბინძურეს გლობალურ ძალას, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებას ლამობს, სხვა ვინ უნდა აღუდგეს წინ, თუ არა რუსეთი, მაგრამ რა იმედი უნდა გქონდეს იმ რუსეთის, სადაც ნიკიტა მიხალკოვს ბილ გეიტსი ამარცხებს?!

საკითხავი აი, ეს არის!

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.S. კორონავირუსმა არამხოლოდ სამასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არამედ მთელი მსოფლიო ისე მოარყია ეკონომიკურად და ისე დანაღმა პოლიტიკურად, რომ ეპოქალური ცვლილებების გარდაუვალობის წინაშე დააყენა.

ფრთხილად, წინ საშიში მოსახვევია!

ვალერი კვარაცხელია

2 COMMENTS

  1. ვალერი კვარაცხელიას გამორჩეულ გადაცემებს „ობიექტივში“, ერთ გადაცემას კვირაში, მთელი საქართველო ელოდა და მოითხოვდა ხოლმე, გახშირებულიყო და რა დასანანია, რომ მისმა ხელმძღვანელობამ არად ჩააგდო ხალხის სურვილი და საერთოდ დახურა იგი. ამის შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიას დიდი იმედი ვეღარ ექნება, რომ მომავალ არჩევნებში ხალხი მას ხმას მისცემს. რაც შეეხება „ასავალ-დასავალს“, რომლის რამდენიმე ნომერში გაიელვა ბატონ ვალერის სწორუპოვარმა „ოქროს კვეთამ“, ნიჭიერი რედაქტორი და ჟურნალისტები ჰყავს, მაგრამ ვერ გამოსულან ზვიადიზმის ლაბირინთიდან. ამიტომ მოველოდი, რომ ხსენებული გაზეთი დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა ლეგენდარულ ჟურნალისტს (თუმცა ის მარტო ჟურნალისტი არ არის, ის არის შესანიშნავი მეცნიერი, მწერალი და პოეტი). მადლობა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციას, რომ იგი არ ემორჩილება ვიღაცის უხილავ ცენზურას და საშუალებას გვაძლევს უბრალო მკითხველ საზოგადოებას, გავეცნოთ მის მართალ თვალსაზრისს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა მიმაჩნია, რომ ვალერი კვარაცხელიას სტიქია მაინც უფრო ტელევიზიაა.

  2. როინ ხვედელიანი: რაღაც გეშლებათ, ამ სახით და ასე სრულად ნათქვამე არ მქონია!

    ხალხს შესანიშნავი მეხსიერება აქვს, რაც დასტურდება იმით, რომ მიმდინარეობს გააფრებული ბრძოლა კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. ხალხს არ ავიწყდება ის, რასაც მიაღწია და არც აპირებს მის დავიწყებას. სოციალიზმის თესლი კარგად მიიღო ნიადაგმა და იგი აუცილებლად გაღვივდება, აღმოცენდება და გამრავლდება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here