Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

936
“ოქროს კვეთა”

ოცდამეხუთე გადაცემა

ფიურერის ვაკანტური თანამდებობა

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.

სამი კვირის წინათ შემოგთავაზეთ გადაცემა სათაურით “მსოფლიო გლობალური ომის მოლოდინში”. მაშინ, შესაძლებელია, გადაჭარბებული გეჩვენათ ვითარების ამგვარად წარმოდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა ურთულესია. დღეს წამყვანი რუსული ტელეარხები გადაცემებს ასეთი სიტყვებით იწყებენ:

ვლადიმერ სოლოვიოვი, РТР  (15.10. 2020): _ მსოფლიო დიდი ომისთვის ემზადება. სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთის არმია მზადყოფნაშია და ახლა საჭიროა ყველა აზრისა და ძალის თავმოყრა ომისთვის მოსამზადებლად. ვაშინგტონი ტაივანს იარაღით ავსებს. გერმანული და ნატოს საჰაერო-სამხედრო ძალები საიდუმლო წვრთნებს ატარებენ, რომელშიც ამოქმედებულია ბირთვული იარაღის გადამტანი ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები. იაპონელებმა ზღვაში ჩაუშვეს წყალქვეშა ხომალდი, რომელსაც რუსეთისკენ მიმართული შუბი უწოდეს. საქართველოში ამოეფარნენ ყარაბაღის ომს და ხელახლა წამოსწიეს თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი.

მილიტარისტული ვნებები ღვივდება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან… თუ დავაკვირდებით ომისთვის გამოყოფილი ხარჯების განუხრელ მატებას, ნათელი ხდება, რომ კაცობრიობა არა ცივი ომისკენ, არამედ ცხელი ომისკენ მიექანება

ვალერი კვარაცხელია: _ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მესამე მსოფლიო ომის შესახებ საუბრები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე დაიწყო. მესამე მსოფლიო ომი 1941 წელს 3 ნოემბერს (გახურებული მეორე მსოფლიო ომის დროს) ახსენეს ჟურნალ Time-ში. 1943 წლის 22 მარტის გამოშვებაში იგივე ჟურნალი მეორედ ახსენებს “მესამე მსოფლიო ომს” აშშ-ის მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის, ჰენრი უოლესის, ერთ-ერთ განცხადების გამო.

ჰენრი უოლესი, აშშის ვიცეპრეზიდენტი (1941-1945 წწ.): _ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დავთესოთ თუ არა მესამე მსოფლიო ომის მარცვლები.

ვალერი კვარაცხელია: _ მესამე მსოფლიო ომიც იმავე მიზნით მოხდებოდა, დასავლეთის რომელმა მიზანმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ეს იყო საბჭოთა კავშირის განადგურება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რომელიც შეშფოთებული იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ევროპაში საბჭოთა ჯარის მრავალრიცხოვანი კონტინგენტი იმყოფებოდა, რაც, მისი აზრით, დასავლეთ ევროპას საფრთხეს უქმნიდა, 1945 წელს შეიმუშავა სამხედრო ოპერაციის გეგმა სახელწოდებით “წარმოუდგენელი”. ეს იყო მცდელობა, საბჭოთა კავშირისთვის თავს მოეხვიათ ინგლისისა და აშშ-ის ნება. სწორედ ეს ითვლება მესამე მსოფლიო ომის პირველ რეალურ გეგმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის შტაბების მეთაურთა კომიტეტმა იგი არ დაამტკიცა, როგორც სამხედრო თვალსაზრისით შეუსრულებელი.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პირველი ამერიკული გეგმა Totality ჯერ კიდევ 1945 წელს შემუშავდა. 1948 წელს კი შედგა საბჭოთა კავშირთან ომის ახალი გეგმა Charioteer, 1949 წელს კი საბჭოთა კავშირთან ომის საწარმოებლად დაიგეგმა ოპერაცია Dropshot-ი. რომელიც შტაბების მეთაურთა კომიტეტზე დაამტკიცეს.

სოციალისტური სისტემის ლიკვიდაცია, რაც დასავლეთის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა, საბჭოთა კავშირის ფიზიკური ლიკვიდაციის სატანისტური სურვილისკენ იხრებოდა. მას შემდეგ, რაც იაპონიის ქალაქებში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში წარმატებით გამოცადეს ბირთვული იარაღი, რასაც ორასი ათასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამერიკელთა თავხედურმა გეგმებმა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ბრიტანულ გამოცემა Daily Star-ში გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 1945 წლის 15 სექტემბრით. დოკუმენტში სკრუპულოზურადაა გათვლილი საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღით განადგურების გეგმა. დასაბომბად განწირული საბჭოთა ქალაქების სიაში მოხსენიებულია თბილისიც.

იმ ატომური დაბომბვებისას, რომლებსაც დასავლეთში გეგმავდნენ, აბსოლუტურად გამორიცხული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დანდობაზე ფიქრიც კი. ეს მასობრივი დაბომბვის ისეთივე არაადამიანური გეგმა იყო, როგორიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში განახოციელეს, უბრალოდ, მასშტაბი უნდა ყოფილიყო ასჯერ და ათასჯერ დიდი.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში წარმატებით გამოცადეს პირველი ატომური ბომბი და საკონენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, აშშ-ის ოცნებას საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის მყისიერი განადგურების შესახებ წერტილი დაესვა და ბირთვული იარაღის ძირითადი არსენალის კონცენტრირება ორი ზესახელმწიფოს ხელში უდიდეს შემაკავებელ ფაქტორად იქცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ მესამე მსოფლიო ომი, რომელთანაც ასე ახლოს დადგა კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო; გადაიდო, მაგრამ ამ 75 წელიწადის განმავლობაში დღის წესრიგიდან წუთითაც არ მოხსნილა. უბრალოდ, 1945-დან 1991 წლამდე უაღრესად სპეციფიკური და კაცობრიობის ისტორიაში მანამდე უცნობი .. ცივი ომის სახე მიიღო. ამ მიმართულებით მომუშავე ბევრი სპეციალისტი და მეცნიერი დღემდე მიიჩნევს, რომ “ცივი ომი” მესამე მსოფლიო ომი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლითა და აშშ-ის გამარჯვებით დასრულდა. მათი აზრით, ეს იყო ახალი ფორმა და წესი გლობალური პოლიტიკურ-იდეოლოგიურ-ეკონომიკური დაპირისპირებისა, რომელშიც ორი უზარმაზარი ბლოკი მონაწილეობდა და, რომელიც პერიფერიულ (მაგ., ვიეტნამში, კორეაში, მოზამბიკში, კონგოში, ნიკარაგუაში, სალვადორში, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვაგან) სამხედრო დაპირისპირების სახეს იღებდა. მეცნიერთა ამ თვალსაზრისში უდავოდ არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ, ჩემი აზრით, .. ცივი ომის მესამე მსოფლიო ომად გამოცხადება გადაჭარბებულიცაა და მცდარიც, ვინაიდანცივი ომიუფრო მხატვრული (მეტაფორული) ცნებაა, ვიდრე მეცნიერული კატეგორია. იმით, რომ შემოვიღეთ ცნება “ცივი ომი”, ნამდვილი მსოფლიო ომი არსად წასულა. მისი აჩრდილი კაცობრიობას სდევს და მოსვენებას არ აძლევს, როგორც შემზარავი პერსპექტივა, რომელიც, შესაძლებელია, ნებისმიერ წუთს საშინელ რეალობად დაატყდეს თავს.

“ცივი ომის” ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთადერთხელ დადგა კაცობრიობა რეალური ბირთვული კატასტროფის წინაშე. ეს იყო 1962 წელს, კარიბის კრიზისისას, როდესაც ამერიკული რაკეტები თურქეთის ტერიტორიაზე განათავსეს, ხოლო საბჭოთა რაკეტები საპასუხოდ კუბაში გამოჩნდნენ. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გასცა ბრძანება, რომ აშშ-ის სტრატეგიული ავიაციის მეთაურებს საბრძოლო მზადყოფნა აეწიათ ე.წ. DEFCON-2-ის დონეზე, რომლის შემდეგ მხოლოდ იერიშის შესახებ ბრძანება რჩებოდა. აშშ-ის ისტორიაში ეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ მოხდა. იმხანად კაცობრიობა გადარჩა.

“ოქროს კვეთა”

ბირთვული პარიტეტი, ანუ ის, რომ ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით არც ერთ მხარეს აშკარა უპირატესობა, ისეთი, რომელიც გამარჯვების ასპროცენტიან განცდას გაუჩენს, არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ ჰქონია), იმგვარ ბალანსს ქმნიდა და ქმნის, რომ მისი გამოყენებისკენ ხელი არც ერთს არ უნდა წაუცდეს. ასე რომ, ბირთვული ბალანსი თავისთავად დადებითი მოვლენაა. “ცივი ომის” პერიოდში გამოსავლის ძებნისას (როგორც ბალანსის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი) შეიქმნა დოქტრინა გარანტირებული ურთიერთგანადგურების შესახებ”. მართალია, იგი შემოთავაზებული იყო, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ თავის თავშივე მოიცავდა რაღაც უფრო საშინელს, ვიდრე თვით მსოფლიო ომის ცნებაა. დააკვირდით ჩვეულებრივი, ადამიანური და კაცთმოყვრული კუთხიდან _ “გარანტირებული ურთიერთგანადგურების დოქტრინა”. ამ დოქტრინის მიხედვით, ერთი მეორეს ვერ გაანადგურებს ისე, რომ გამანადგურებელი დარტყმა, შურისძიების დახვეწილი ტექნიკური მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ავტომატურად უკანვე არ მიიღოს. აი, სადამდე მივიდა განვითარების ჰუმანისტურ და ზნეობრივ პრინციპებს საბოლოოდ აცდენილი და გზაარეული კაცობრიობა.

ჰო, როგორც უკვე ვთქვი, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არსად წასულა. იგი ახლა მომეტებულად საშიში ხდება, ვინაიდან, ერთი მხრივ, ჩნდება ბირთვული შეიარაღების სფეროში მოწინააღმდეგეზე თვისებრივი უპირატესობის მოპოვების ტენდენციები; მეორე მხრივ კი, მთლიანად მოიშალა მსოფლიო წესრიგის ის მექანიზმები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დასავლური ფაშიზმის დამარცხების შედეგად ჩამოყალიბდა და, რომელმაც, ასე თუ ისე, დღემდე მოაღწია, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საფუძვლები ისე შეერყა, რომ უკვე სასიკვდილო აგონიაშია. გაერო, როგორც მსოფლიო წესრიგის საყრდენი და ციტადელი, სულს ღაფავს, რის გამოც მსოფლიოში აღზევდა უზნეობის სამი მონსტრი _ სიცრუე, ყოვლის ნებადართულობა და ძალმომრეობა. ღმერთის ადგილს სატანა იკავებს, რომელსაც ცალ ხელში ფული უჭირავს, მეორეში კი _ იარაღი. ასეთ ვითარებაში ბირთვული პარიტეტი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, ნაკლებად საიმედოა, ვინაიდან მსოფლიოში ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით მიექანება დისბალანსისა და რღვევის მიმართულებით. რუსული პრესისთვის თვალის უბრალო გადავლებაც საკმარისია, რომ სიტუაციის დრამატულობას მიხვდე. რაზე მეტყველებს სათაურები: “Çთპრლძშ იპეიტეღ სმპრვრღ”; “Зародыш третьей мировой”; “Есть ощущение, что мы наблюдаем начало Третьей мировой”; “Десять признаков приближения Третьей мировой войны”. ანალოგიური ვითარებაა დასავლურ პრესაშიც (სათაურებს გაწვდით რუსული თარგმანებიდან): “Трамп действительно собирается начать третью мировую войну?”; “В США математик вычислил, когда начнeтся третья мировая война”; “Опрос: треть американцев уверены в приближении Третьей мировой войны”. ეს, რაც ჩამოვთვალე, წვეთია ზღვაში. მესამე მსოფლიო ომის მოლოდინით გაჯერებულია არა მხოლოდ საინფორმაციო სივრცე და საშუალებები, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრიც. ეს უმიზეზოდ არ ხდება. მას აქვს საფუძველი. სტალინის გარდაცვალების დღიდან დაწყებული პროცესი საბჭოთა კავშირის ნგრევისა, რომელსაც ერთნაირად უწყობდნენ ხელს ქვეყნის გარეთ და შიგნით, ჯერაც არ დასრულებულა. დასრულდა მისი მხოლოდ ერთი ეტაპი, უშუალოდ კავშირის დაშლა, დასასრულს უახლოვდება მოკავშირე რესპუბლიკების მითვისებამიერთების ეტაპიც, მაგრამ არ დასრულებულა რუსეთის დაშლა, რომელიც იმავე გეგმის შემადგენელი ნაწილია. რუსეთის უკიდეგანო სივრცის, ტერიტორიის, ულევი წიაღისეულისა და ენერგომატარებლების, საერთოდ, აურაცხელი სიმდიდრის მთლიანად ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი, რომელიც, აგრეთვე, პირდაპირი გზაა მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობისკენ, ჯერ არ განხორციელებულა. ნუ წარმოიდგენთ ისე, თითქოს აშშის პრეზიდენტები და, საერთოდ, ხილული პოლიტიკოსები ახორციელებდნენ ამ უზარმაზარ გლობალისტურ პროექტს. მათ უკან ის ფარული ძალები დგანან, რომლებიც მსოფლიო ფინანსების უზარმაზარ ნაწილსა და მისი მართვის ბერკეტებს ფლობენ. ტრამპი თუ მისი წინამორბედი პრეზიდენტები ამ ძალებს ხელისბიჭებივით მოჰყავთ. იმ ბნელ ძალებს არა მხოლოდ ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები, არამედ ბევრი სხვა ლიდერიც მოჰყავთ, ზოგი ფარულად და ზოგიც დაუფარავად. მათთვის ნებისმიერი მეთოდი (რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, არჩევნები) მისაღებია. ასე მოიქცნენ ისინი საქართველოსა და ამიერკავკასიის დანარჩენ რესპუბლიკებში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ აზიაში, უკრაინაში. უფრო ადრე ასე მოიყვანეს მათ თვით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის პოსტზე ხრუშჩოვი, ანდროპოვი, გორბაჩოვი, ასე მოიყვანეს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ელცინი. 1996 წელს რუსმა ხალხმა პრეზიდენტად კომუნისტი გენადი ზიუგანოვი აირჩია, მაგრამ ამერიკელებმა შეძლეს ხალხისთვის ეს არჩევანი ბორის ელცინის სასარგებლოდ წაერთმიათ. ეს ამბავი აღარც დაუმალავთ. იმ არჩევნებიდან რამდენიმე წლის გასვლის მერე ფილმიც კი გადაიღეს იმის შესახებ, როგორ აღუდგნენ წინ რუსი ხალხის “მცდარ” არჩევანს და როგორ “იხსნეს” რუსეთში დემოკრატია, რომლის ბედიც, მათი აზრით, ბეწვზე ეკიდა. ამერიკელებს ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი ხელეწიფებათ, ოღონდ ეგ არის, რომ ამყველაფერშიარასოდეს იგულისხმება რამე ზნეობრივი, ჰუმანური და კეთილშობილური. ესყველაფერიყოველთვის ბოროტებასთან, უზნეობასთან, ძალმომრეობასა და ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული. მათ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს უკრაინა. ამას ხან იუშჩენკოს, ხან ტიმოშენკოს, ხან პოროშენკოსა და ხან ზელენსკის ხელით აკეთებენ. იმავეს გეგმავენ ბელარუსში, სადაც ვიღაც თვითმარქვია ქალი მოძებნეს და ყოველგვარი სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე მის გაპრეზიდენტებას ლამობენ, ზუსტად იმ ანალოგიით, როგორც ამას ცოტა ხნის წინათ ვენესუელაში შეეცადნენ. ერთი სიტყვით, ამერიკელებმა იციან, რასაც აკეთებენ. ევროპელებმაც იციან, რასაც აკეთებენ. ისინი, კარგა ხანია, დეგრადაციის გზას ადგანან, რის გამოც გერმანელმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა ოსვალდ შპენგლერმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველა ევროპის მზის ჩასვენება. რომ არა სტალინი და საბჭოთა კავშირი, გატუტუცებული ევროპა მის მიერვე შობილ ფაშისტურ სიბინძურეში ჩაიხრჩობოდა. ოდესღაც ამაყი, დასავლური რენესანსის, განმანათლებლური იდეების, პარიზის კომუნის, მარქსისტული ფილოსოფიისა დაკომუნისტური პარტიის მანიფესტისმშობელი ევროპამაინ კამპფისდონეზე დაეცა და ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებით მოიფინა. ევროპა სულიერების თვალსაზრისით ჯერაც ვერ წამოდგა და წელში ვერ გაიმართა, ამიტომაც დღეს იგი ამერიკის სატელიტობასა და მის ვასალად ყოფნას სჯერდება. მათგან განსხვავებით ჩინეთმა იცის, თუ რა უნდა და რას აკეთებს. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი და უზარმაზარი სოციალისტური სახელმწიფო პოლიტიკურ-იდეოლოგიურ-ეკონომიკურ-სოციალურ-მეცნიერულ-ტექნოლოგიურ მწვერვალებს იპყრობს. ჩინეთმა იცის, რომ კაცობრიობის განვითარების იმ მაგისტრალურ გზაზეა გასული, რომელზეც სულ მალე პირველობას ვერავინ შეეცილება. თურქეთი რომ თურქეთია, იმანაც იცის, თუ რა უნდა და რა გზას ადგას. თურანის გზაზე შედგომა და ოსმალეთის ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის აღორძინებაა მისი დღევანდელი ლიდერების ოცნება. მსოფლიოს ყველა დიდ სახელმწიფოს მყარი წარმოდგენა გააჩნია საკუთარი განვითარების მაგისტრალურ ხაზზე. მათი ეს წარმოდგენა, ეს მიმართულება, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია მცდარი ან დასაგმობიც კი იყოს, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ფაქტი ისაა, რომ ისინი არჩეულ გზას მიჰყვებიან. ერთადერთი, ვინც გასაოცარ დაბნეულობას იჩენს და “ცივი ომის” რუდიმენტებისგან დღემდე ვერ განთავისუფლებულა, რუსეთია. რუსეთს არ აქვს იდეოლოგია. რუსები აცხადებენ, რომ მათი იდეოლოგია პატრიოტიზმია, მაგრამ ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ტოლსტოის, დოსტოევსკის, პუშკინისა და სხვა მრავალი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე გენიოსის სამშობლოს არ ეკადრება. რუსეთში ვერ მიმხვდარან, რომ სოციალისტური საზოგადოებიდან კაპიტალისტურ საზოგადოებაში გადავარდნა ისტორიული რეგრესია და არა პროგრესი, როგორც მათ დღემდე წარმოუდგენიათ. რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ დასავლური კაპიტალიზმი და ფსევდოდემოკრატია, არათუ რუსეთში, იქაც ვეღარ მუშაობს, სადაც აღმოცენდა. შეუძლებელია, რომ აბსოლუტურად უსამართლო, დრომოჭმული და ანაქრონიზმად ქცეული დასავლური კაპიტალიზმი რუსეთს პროგრესისა და განვითარების გზად და საშუალებად მოევლინოს, მაშინ, როდესაც მან დასავლეთშიც ამოწურა თავი და განვითარებისთვის ხელის შემშლელ მძიმე ბორკილად იქცა. დასავლურმა ხიბლმა რუსეთს საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა, ეს უნიკალური ისტორიული მონაპოვარი, საკუთარი ხელით დაანგრევინა და საუკუნით უკან მოისროლა, მაგრამ იგი კვლავაც ჯიუტად ადგას იმ გზას, რომელიც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა განუსაზღვრეს და თავს მოახვიეს; ჯიუტად ადგას გზას, რომელმაც იქამდე მიიყვანა, რომ ყველა მხრიდან ალყაში მოექცა და, პრაქტიკულად, მოკავშირის გარეშე დარჩა. მეტიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, პრაქტიკულად, ყველა მისი მოწინააღმდეგეა. ამ ვითარებაში აღმოჩენილ რუსეთს ახლა მთიან ყარაბაღში ერთბაშად უჭერენ ყულფს ყელზე, რომლითაც მისი მოგუდვა გადაუწყვეტიათ. დასავლეთში იციან, რომ ეს ადვილი საქმე არ არის. ისინი თუ იმას ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ პუტინსაც ისევე ჩააყენებენ თავიანთ სამსახურში, როგორც გორბაჩოვი და ელცინი ჩააყენეს, შეუძლებელია, იმასაც არ ფიქრობდნენ, რომ რუსი ხალხი დროის ამ მცირე მონაკვეთში იმ უმძიმეს შეცდომას აღარ გაიმეორებს და პუტინს თავიდან მოიცილებს. ამიტომ სავარაუდოა, რომ ისინი დიდ რისკზე მიდიან. ამ რისკის სახელი, შესაძლებელია, მესამე მსოფლიო ომი იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ამაზეც თანახმა არიან. ასეთ შემთხვევაში მათ ისევე მოუწევთ ჰიტლერის შექმნა, როგორც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში შექმნეს. ჰიტლერის კანდიდატურა, თუ არ ვცდები, უკვე ნაპოვნია. ესაა ნაციონალისტური ამბიციებით შეპყრობილი ერდოღანი, რომელიც თურქულენოვანი სახელმწიფოების ბაზაზე პანთურქული იმპერიის აღორძინების სურვილს აღარც მალავს. 2019 წლის ოქტომბერში ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უნგრეთის ლიდერები ესწრებოდნენ, ერდოღანმა მჭახე განცხადება გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი: _ ჩემი ოცნებაა “ერთი ერი _ ექვსი სახელმწიფო”.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს რასაც ნიშნავს, გასაგებია. ამ შემთხვევაში, თურქი ერი ბატონი ერდოღანისთვის დაახლოებით (იქნებ, ზუსტადაც) იმას ნიშნავს, რასაც ჰიტლერისთვის გერმანელი ერი და არიული რასა ნიშნავდა. დიდი თურანი კი დაახლოებით (იქნებ, ზუსტადაც) იგივეა, რაც მესამე რაიხი იყო. შეიძლება ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებული ვიყოთ, რომ დასავლეთი, ბოლოს, ერდოღანსაც ისე გაწირავს, როგორც, თავის დროზე, ჰიტლერი გაწირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერდოღანსაც ისევე არ გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამერიკელებმა და ინგლისელებმა ჰიტლერი და ნაცისტური გერმანია გამოიყენეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. არც ისაა აუცილებელი, რომ ახალი ჰიტლერის როლში მაინცდამაინც ერდოღანი წარმოვიდგინოთ. ამ როლისთვის დასავლეთს სხვა კანდიდატებიც ჰყავს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი _ ნაცისტური კომპლექსებით დამძიმებული, დასავლეთის ყველაზე უკეთური აზრებით გაჯერებული და მსოფლიოს ყველაზე ბნელი ძალების მიმართ ძაღლივით ერთგული ავანტიურისტი პოლიტიკანი, რომელიც თანამდებობის მიღების სურვილით ისე ავადმყოფურადაა შეპყრობილი, რომ ყველაფერზეა წამსვლელი; ან, თუნდაც, უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ერდოღანს ეწვია და მასთან გულისამაჩუყებელი სენტიმენტალიზმით გაჯერებული დიალოგი გამართა.

ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: _ ჩვენი საერთო ამოცანაა ყირიმის სწრაფი დაბრუნება უკრაინის სახელმწიფოს კონტროლქვეშ. ჩვენ იმედი გვაქვს თურქეთის სერიოზული როლისა ამ საქმეში. ჩვენს რეგიონში განა რამეს გადაწყვეტა შეიძლება თურქეთის გარეშე? რა თქმა უნდა, არა!

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: _ უკრაინას ჩვენ განვიხილავთ, როგორც საკვანძო ქვეყანას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი არ აღიარებდა და არც მომავალში აღიარებს ყირიმის ანექსიას.

ვალერი კვარაცხელია: _ ასე შეიკრა წრე, მთიანი ყარაბაღის სახით რუსეთისთვის კავკასიაში გამზადებულ ყულფს, სომხეთ-აზერბაიჯანთან ერთად, რა თქმა უნდა, უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებაც მოქაჩავს. თურქეთი კი დასავლეთის წაქეზებით ჯერჯერობით ივლის დიდი თურანის აღორძინების გზით, რაც ერდოღანს ყველაზე მეტ შანსს უჩენს ფიურერის, ისტორიულად ასე “საპატიო”, ვაკანტური პოსტის დაკავებაში.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე…

P.S. ეს _ რაც შეეხება დიდ პოლიტიკურ თამაშებს. რა როლის შესრულებას შეეცდება ამ თამაშებში საქართველოს ხელისუფლება, ძნელი სათქმელია. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ იგი ვერ გათავისუფლდება დასავლეთის წნეხისგან და უკრაინის ხელისუფლების მსგავსად რუსეთის ჩამოსახრჩობი ყულფის მოქაჩვას შეეცდება, თუმცადავიცადოთ, წინ ხომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან დასავლეთის ბნელი ძალები, ბელარუსივით და ყირგიზეთივით აქაცფერადი რევოლუციის” (სახელმწიფო გადატრიალების) მოწყობას მოინდომებენ თუ მშვიდად შეხვდებიანქართული ოცნებისდამაჯერებელ გამარჯვებას, რაც, უბრალოდ, გარდაუვალია.

ვალერი კვარაცხელია

3 COMMENTS

  1. ყველაფერი ისეა, როგორც ბატონი ვალერი აღწერს, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი გამორიცხულია, რადგან არც ჰიტლერი არსებობს და არც სტალინი. ერდოღანს დროებით გააჰიტლერებენ, მაგრამ პუტინი ვერ გახდება სტალინი. სტალინი რომ გახდეს, ოლიგარქები უნდა მოიცილოს და ნაციონალისტი დერჟიმორდებიც ზედ მიაყოლოს, რასაც ის ვერ შეძლებს. უამისოდ კი იგი ვერათუ ინგლის-ამერიკას, თურქეთსაც ვერ უპასუხებს. პასუხს პიროვნება სჭირდება, პუტინი კი პიროვნება არ არის. ჭკვიანია, მაგრამ საჭიროა გამბედაობაც, რაც მას არ ჰყოფნის. მას რომ 2008 წელს თბილისში შესვლა გაებედა, არც უკრაინა მოხდებოდა, არც ბელარუსი და არც ყარაბახი. ინგლის-ამერიკა კი ატომურ იარაღს არ იხმარს, მას „ცოცხალი“ სჭირდება რუსეთი. და ცოცხლად მოგუდავს პოლონეთ-უკრაინა-ბელარუსისა და თურქეთ-აზერბაიჯან-კავკასია-ვოლგისპირეთის მარყუჟებით რუსეთს. ქართველები კი დაბრუნდებიან ლეკიანობის ეპოქაში.

  2. “მელას რაც აგონდება , ის ელანდება”-ო ძალიან ბევრი თეზისები დაგვიხატა ბატ. ვალერიმ და ისე აწყობილათ(ამის ნისჭი კი, მართლაც აქვს), რომ ჩვენი დაბოლილი და უკითხანი მკითხველი ადვილათ იჯერებს ყველაფერს. თურმე ყველაფერს ის საზიზღარი დასავლეთი ანგრევს მსოფლიოს და რუსეთი მამა-აბრამის ბატკანია და გულხელდაკრეფილი ზის!!! დამაჯერებლობისთვის ისე სასხვათაშორისოთ წაკრა მსუბუქათ პუტინს და დაამთავრა!!! მე მგონი ეს ბოლო “ოქროს კვეთა” გადახრაა სომხების მხარდაჭერისთვის და მათი საზიზღარი მოქმედებისთვის კავკასიაში! აქ ამის მეტს არ დავწერ! გამგები გაიგებს, გაუგებარი კი, მაინც ვერასოდეს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here